ზელენსკი: აშშ უკრაინას სადაზვერვო ინფორმაციას კვლავ აწვდის, მათ შორის რუსეთის ბალისტიკური რაკეტების შესახებ ადრეული გაფრთხილების სისტემით
Ukraine is receiving U.S. intelligence, Zelensky says after meeting with Witkoff
კაია კალასი: ამერიკელი მომლაპარაკებლები წელიწად-ნახევარია უკრაინას კაპიტულაციისკენ უბიძგებენ, თუმცა ევროპა ამის საშუალებას არ აძლევს
დავით ნარმანია: ელექტროსისტემაში მომხდარი მასშტაბური ავარიის მიზეზების შესწავლა გრძელდება – დასკვნა საჯარო გახდება
ირაკლი ღარიბაშვილი: ჩემ წინააღმდეგ მიმდინარე პოლიტიკური დევნა და ცილისწამება შეურაცხყოფაა ქვეყნისთვის, ხელისუფლებისა და მმართველი პარტიისთვის
დავით ფეიქრიშვილი თვითდაზიანებების შემდეგ კვლავ „ვივამედში“ გადაიყვანეს – ადვოკატი პატიმრებზე ძალადობაზე საუბრობს, პენიტენციური სამსახური ბრალდებას უარყოფს
ადვოკატი: გოგა ფეიქრიშვილმა ციხეში ვენები გადაიჭრა, დავით ფეიქრიშვილს კი ოთხი ნეკნი აქვს მოტეხილი – პატიმრების განცალკევებას ითხოვენ
ვინ და რატომ ეწინააღმდეგება საქართველოს ენერგოდამოუკიდებლობას?

დავით უსუფაშვილი - ძალიან ვწუხვარ, რომ ახლა საქართველოს პარლამენტში შექმნილია ვითარება, რომელიც შავი ლაქა იქნება და ამ სახელწოდებას მას ისტორია დაარქმევს

ნახვები: 515 დავით უსუფაშვილი - ძალიან ვწუხვარ, რომ ახლა საქართველოს პარლამენტში შექმნილია ვითარება, რომელიც შავი ლაქა იქნება და ამ სახელწოდებას მას ისტორია დაარქმევს

ძალიან ვწუხვარ, რომ დღეს, ახლა საქართველოს პარლამენტშია შექმნილი ვითარება, რომელიც იქნება შავი ლაქა და ამ შავ ლაქას მე არ დავარქმევ, ამას ისტორია დაარქმევს, - ამის შესახებ “ლელოს“ ერთ-ერთმა ლიდერმა დავით უსუფაშვილმა პარლამენტის პლენარულ სხდომაზე განაცხადა.

მისი თქმით, ესაა შავი ლაქა, როდესაც ადმინისტრაციული ძალადობა ხდება, როდესაც კონსტიტუციით პარლამენტის წევრებს ძალიან მკაფიოდ აქვთ გარანტირებული უფლება, რომ შექმნან კომისია ერთი მესამედის მხარდაჭერით, თუმცა, მისი დაბლოკვა ხდება.

„გაცხადებულია დაბლოკვის მიზანიც, რომ არ ვეთანხმებით ამასო და ვინ გითხრათ, ბატონებო, რომ თქვენ უნდა ეთანხმებოდეთ იმას, რასაც 50 კაცი მოითხოვს, რომ შექმნას. ეს თქვენი საქმე არ არის, რაში ეთანხმებით მას და რაში არა და როგორებად მიიჩნევთ იმათ, იმ 50 ადამიანს, ვინც აქ ზის აქვს ეს უფლება და მორჩა, წერტილი. მისი დაბლოკვა იმ გზებით და ხერხებით, რაც ხდება ეს არის არა მხოლოდ უწესო და უკანონო, არამედ პოლიტიკური დანაშაული იმიტომ, რომ ასე იწყება ხოლმე ძალიან მძიმე გზა ხელისუფლების უზურპაციისკენ და მერე ძალიან მძიმე დასასრულებით“, - აღნიშნა უსუფაშვილმა.

ოპოზიციონერი პოლიტიკოსის თქმით, ის ამბები, რომ ყველაფერი ხდება რეგლამენტის შესაბამისად, ტყუილია.

უსუფაშვილის განცხადებითვე, მას არ ჰგონია, რომ ეს პარლამენტის თავმჯდომარის, შალვა პაპუაშვილის გადაწყვეტილება იყო.

მისი თქმით, გადაწყვეტილება სხვისი იყო.

ამასთან, როგორც უსუფაშვილმა განმარტა, ინიცირებული საკითხის განხილვა და მერე კენჭისყრა ხდება, მისი უგულებელყოფა და იმ გზით, რაც გაკეთდა ამ პარლამენტში „უმძიმესი ამბავია“.

„შეიქმნება ამ პარლამენტში საგამოძიებო კომისია აი, ამ ფაქტების გამოსაძიებლადაც. მე არ გპირდებით ამას, საქართველოს კონსტიტუცია, ქართული სახელმწიფო და ჩვენ, საქართველოს მოქალაქენი გპირდებით ამას“, - განაცხადა უსუფაშვილმა.

ყველას ნახვა
ყველას ნახვა
ყველას ნახვა
ყველას ნახვა