ზურაბ ჯაფარიძე: მხოლოდ პარტიების აკრძალვაზე არ არის საუბარი, პოლიტიკური საქმიანობა შესაძლოა ათასობით ადამიანს შეეზღუდოს
ნიკა გვარამია „იმედის“ წილების ცვლილებაზე: ტელეკომპანიიდან მამუკა მდინარაძე ჩამოაშორეს
დავით ოქიტაშვილი: საგამოძიებო უწყებიდან არავინ დამკავშირებია, მზად ვარ მივიდე და ვუთხრა ის, რაც ვიცი
ევროკავშირი საქართველოს ხელისუფლებას აღარ აფინანსებს, თუმცა მოსახლეობის მხარდასაჭერად 2026 წელს 38 მილიონ ევროს გამოყოფს
ვოლოდიმირ ზელენსკი ბრიუსელში ევროპული საბჭოს შეხვედრაზე ჩავიდა – ლიდერები უკრაინის მხარდაჭერასა და 2027 წლის დაფინანსების საკითხს განიხილავენ
President Zelensky arrives at European Council meeting
Ukraine reports over 300 frontline clashes in past 24 hours, with most Russian attacks in Pokrovsk sector
Russian forces lose another 1,790 soldiers in war against Ukraine over past day

„ნაციონალური მოძრაობის“ რეგიონულ ორგანიზაციებში თავმჯდომარეების არჩევნები 17-20 მაისს გაიმართება

ნახვები: 530 „ნაციონალური მოძრაობის“ რეგიონულ ორგანიზაციებში თავმჯდომარეების არჩევნები 17-20 მაისს გაიმართება

„ნაციონალური მოძრაობის“ პოლიტიკური საბჭოს საბოლოო ფორმირებისა და ადგილებზე პარტიული ორგანიზაციების სტრუქტურების საბოლოოდ ჩამოსაყალიბებლად ყველა რაიონულ ორგანიზაციაში, კერძოდ, 63 მუნიციპალიტეტში, არჩევნები ჩატარდება განსაზღვრული გრაფიკით, 17-20 მაისს, – აღნიშნულის შესახებ „ნაციონალური მოძრაობის“ თავმჯდომარემ, ლევან ხაბეიშვილმა დღეს გამართულ ბრიფინგზე განაცხადა.

„ნაციონალური მოძრაობის“ რაიონული ორგანიზაციების თავმჯდომარეობის კანდიდატთა რეგისტრაცია 4 მაისს დაიწყება და 9 მაისამდე გაგრძელდება.

როგორც ბრიფინგზე აღინიშნა, 9 მაისიდან 14 მაისამდე იქნება დრო ამომრჩეველთა სიების რეგისტრაციისთვის. კანდიდატებს ექნებათ საშუალება, დაარეგისტრირონ საკუთარ მომხრეთა სია როგორც ონლაინ, ისე ფიზიკურად. „ნაციონალური მოძრაობის“ ინფორმაციით, კონსულტაციები იყო როგორც უმაღლეს პოლიტიკურ დონეზე, ასევე პარტიის თავმჯდომარე ადგილზე შეხვდა ყველა რაიონული ორგანიზაციის წევრებს.

როგორც პარტიაში აცხადებენ, „ნაციონალური მოძრაობის“ ადგილობრივი ორგანიზაციის კანდიდატობის მსურველი შესაძლოა, დარეგისტრირდეს კანდიდატად:

1. თუ კანდიდატობის მსურველს კანდიდატად რეგისტრაციისთვის მხარს უჭერს ადგილობრივი საკრებულოს „ნაციონალური მოძრაობის“ ფრაქციის შემადგენლობის არანაკლებ 1/3; 2. თუ კანდიდატობის მსურველს კანდიდატად წარადგენს პარტიის პოლიტიკური საბჭოს, სულ მცირე, ორი წევრი; 3. თუ კანდიდატობის მსურველი წარადგენს ადგილობრივი საარჩევნო ოლქის საერთო ამომრჩეველთა, სულ მცირე, 1%-ზე მეტი რაოდენობის მხარდამჭერის ხელმოწერას.

პარტიაში განმარტავენ, რომ კანდიდატი ვერ იქნება: პირი მკვეთრად გამოხატული ანტიდასავლური პოლიტიკური პოზიციებით; სხვა პოლიტიკური პარტიის წევრი; „ქართული ოცნების“, ე.წ. ხალხის ძალის, „ალტინფოს“ იდენტიფიცირებული მხარდამჭერი.

ყველას ნახვა
ყველას ნახვა
ყველას ნახვა
ყველას ნახვა