ზელენსკი: აშშ უკრაინას სადაზვერვო ინფორმაციის მიწოდების შეწყვეტით დაემუქრა, თუ რუსულ ნავთობგადამამუშავებელ ქარხნებზე თავდასხმებს არ შეაჩერებს
თამარ ჩერგოლეიშვილი: საკონსტიტუციო სასამართლოში პარტიების აკრძალვის პროცესში მონაწილეობას არ მივიღებთ
War update: 229 clashes along front line over past day, Pokrovsk sector sees fiercest fighting
Russia’s war casualty toll in Ukraine up by 1,650 over past day
MI5 Chief calls Russia UK’s No. 1 aggressor
Germany joins Ukraine Transport Support Fund with EUR 1M contribution
Zelensky, Carney discuss U.S. contacts and upcoming diplomatic events
Russia prepares for possible direct military confrontation with Europe by 2045, Ukrainian Intelligence says

„ოპოზიციაში ენმ იგივე მეთოდებით მოქმედებს, რასაც ხელისუფლებაში ყოფნის დროს მიმართავდა“ - გურამ მაჭარაშვილი

ნახვები: 536 „ოპოზიციაში ენმ იგივე მეთოდებით მოქმედებს, რასაც ხელისუფლებაში ყოფნის დროს მიმართავდა“ - გურამ მაჭარაშვილი

„რადიკალური ოპოზიცია თავისი დესტრუქციითა და ქედმაღლური რიტორიკით საკუთარ თავს ადამიანებს ყოველდღე ახსენებს და ბანერზე შეხედვა საჭირო საერთოდ არ არის", განაცხადა დღეს, 20 სექტემბერს, საპარლამენტო უმრავლესობის წევრმა, გურამ მაჭარაშვილმა.

მისივე თქმით, წარსული თუ​ გეთაკილება, უნდა მოინანიო და გზა გააგრძელო, მაგრამ იგივე მეთოდებს თუ მიმართავ, რასაც მანამდე იყენებდი, ბანერზე გამოგაკრავენ თუ შენზე ტელევიზიით ისაუბრებენ, დიდი მნიშვნელობა არ აქვს.

„ვინმეს თუ დისკომფორტს უქმნის ის, რომ ისეთი პოლიტიკური წარსული აქვს, როგორიც „ნაციონალურ მოძრაობას", ეს მხოლოდ მათი დამსახურებაა. ამას ბანერის გაკვრა ან ჩამოხსნა არ უშველის. რადიკალური ოპოზიცია თავისი დესტრუქციითა და ქედმაღლური რიტორიკით საკუთარ თავს ადამიანებს ყოველდღე ახსენებს და ბანერზე შეხედვა საჭირო საერთოდ არ არის. ეს პოლიტიკური ძალა არ შეცვლილა, ოპოზიციაში „ნაციონალური მოძრაობა" იგივე მეთოდებით მოქმედებს, რასაც ხელისუფლებაში ყოფნის დროს მიმართავდა. არ მგონია, ბანერზე რაიმე სიახლე იყოს. პარტიაში აღინიშნა, რომ ეს ბანერები არის კონკრეტული პირის დაკვეთა.

წარსული თუ გეთაკილება, უნდა მოინანიო და გზა გააგრძელო, მაგრამ იგივე მეთოდებს თუ მიმართავ, რასაც მანამდე იყენებდი, ბანერზე გამოგაკრავენ, თუ შენზე ტელევიზიით ისაუბრებენ, დიდი მნიშვნელობა არ აქვს. რადიკალური ოპოზიცია აანონსებს, რომ ქვეყანაში იქნება არეულობა, არ იქნება სიმშვიდე, აინტერესებთ რიგგარეშე არჩევნები. ოპოზიცია რეგიონებში არ დადის, წინასაარჩევნო კამპანიას არ მართავს და საზოგადოებას არაფერს სთავაზობს. ვხედავთ, რომ რადიკალური ოპოზიციის დღის წესრიგია არა ალტერნატიული წინადადებები და საზოგადოებასთან შეხვედრა, არამედ ფაბრიკაციის გამოქვეყნება, მათი ლიდერი ჩამოვა თუ არა და ა.შ. სამწუხაროდ, თუ ვინმე სადმე გარდაიცვლება, ცდილობენ, როგორმე ეს „ქართულ ოცნებას" მიაბან. შემდეგ უკვირთ, საზოგადოებას მათ მიმართ ანტიგანწყობა რატომ აქვთ", - განაცხადა მაჭარაშვილმა.

 

ყველას ნახვა
ყველას ნახვა
ყველას ნახვა
ყველას ნახვა