ზურაბ ჯაფარიძე: მხოლოდ პარტიების აკრძალვაზე არ არის საუბარი, პოლიტიკური საქმიანობა შესაძლოა ათასობით ადამიანს შეეზღუდოს
ნიკა გვარამია „იმედის“ წილების ცვლილებაზე: ტელეკომპანიიდან მამუკა მდინარაძე ჩამოაშორეს
დავით ოქიტაშვილი: საგამოძიებო უწყებიდან არავინ დამკავშირებია, მზად ვარ მივიდე და ვუთხრა ის, რაც ვიცი
ევროკავშირი საქართველოს ხელისუფლებას აღარ აფინანსებს, თუმცა მოსახლეობის მხარდასაჭერად 2026 წელს 38 მილიონ ევროს გამოყოფს
ვოლოდიმირ ზელენსკი ბრიუსელში ევროპული საბჭოს შეხვედრაზე ჩავიდა – ლიდერები უკრაინის მხარდაჭერასა და 2027 წლის დაფინანსების საკითხს განიხილავენ
President Zelensky arrives at European Council meeting
Ukraine reports over 300 frontline clashes in past 24 hours, with most Russian attacks in Pokrovsk sector
Russian forces lose another 1,790 soldiers in war against Ukraine over past day

ჩინეთის საგარეო საქმეთა მინისტრი აშშ-ს მოუწოდებს, შეწყვიტოს ტაივანში სეპარატიზმის მხარდაჭერა

ნახვები: 530 ჩინეთის საგარეო საქმეთა მინისტრი აშშ-ს მოუწოდებს, შეწყვიტოს ტაივანში სეპარატიზმის მხარდაჭერა

ჩინეთის საგარეო საქმეთა მინისტრი აშშ-ს მოუწოდებს, შეწყვიტოს ტაივანში სეპარატიზმის მხარდაჭერა. ჩინეთის საგარეო უწყების ხელმძღვანელმა, ცინ განმა ჩინეთში აშშ-ის ელჩთან, ნიკოლას ბერნსთან შეხვედრაზე თქვა, რომ ვაშინგტონი სათანადოდ უნდა მიუდგეს ტაივანის საკითხს, შეწყვიტოს ერთი ჩინეთის პრინციპის განადგურება, შეწყვიტოს ტაივანის დამოუკიდებლობის სეპარატისტული ძალების მხარდაჭერა.

ჩინელმა დიპლომატმა ასევე აღნიშნა, რომ საჭიროა აშშ-მა პატივი სცეს ჩინეთის წითელ ხაზებს და შეწყვიტოს მისი სუვერენიტეტის, უსაფრთხოებისა და განვითარების ინტერესების დარღვევა.

ჩინეთის საგარეო საქმეთა მინისტრის განცხადებით, აშშ-მა შეაფერხა პოზიტიური იმპულსი ჩინეთთან, რომელსაც მიაღწიეს ორი ქვეყნის ლიდერებმა ბალიში შეხვედრისას. ჩინეთის საგარეო საქმეთა სამინისტროს ხელმძღვანელმა აღნიშნა, რომ ორმხრივი ურთიერთობების სტაბილიზაცია უმთავრესი პრიორიტეტია.

ცინ განმა ასევე აღნიშნა, რომ აშშ-სთან ურთიერთობაში ჩინეთი მტკიცედ დაიცავს ურთიერთპატივისცემის, მშვიდობიანი თანაცხოვრების და ორმხრივად მომგებიანი თანამშრომლობის პრინციპებს, როგორც ამას ჩინეთის პრეზიდენტი, სი ძინპინი აცხადებს.

ყველას ნახვა
ყველას ნახვა
ყველას ნახვა
ყველას ნახვა