ისრაელის პრეზიდენტმა ქართველი წარმოშობის ექიმი შოთა მუსაევი სამოქალაქო გმირობისთვის დააჯილდოვა
მარტა კოსი: ევროკავშირს კვლავ სჯერა საქართველოს ევროპული მომავლის
Ivanishvili's Georgia Has No Place in the West Marco Rubio Described
გოჩა მირცხულავა: მარკო რუბიოს მიერ აღწერილ დასავლეთში ივანიშვილის საქართველოს ადგილი აღარ ჩანს
მიხეილ სააკაშვილი ციხეებში არსებულ ვითარებაზე: გაუარესებულია სანიტარული მდგომარეობა და კვება, დაწესებულია ახალი შეზღუდვები
ირაკლი ნადირაძე: არც საპროცესო შეთანხმებას ვაპირებ და არც შეწყალების თხოვნას – ბრძოლას ბოლომდე გავაგრძელებ
ევროპარლამენტმა 445 ხმით მხარი დაუჭირა რეზოლუციას, რომელიც „ქართული ოცნებისგან“ ოპოზიციური პარტიების აკრძალვის პროცესის შეწყვეტას მოითხოვს
მარკო რუბიოს გამოსვლა ათენში, აკროპოლისის წინ - შეგვიძლია ხელახლა აღმოვაჩინოთ სათნოება, სიმამაცე და ძალა, რომლებიც ჩვენი დროის საფრთხეებთან გასამკლავებლად გვჭირდება

ბექა ლილუაშვილი - აუცილებლად დასრულდება ეს ხელისუფლება, მაგრამ ამას ვერ მოახდენს არახამიას და სხვა გარე აქტორის ჩართულობა

ნახვები: 558 ბექა ლილუაშვილი - აუცილებლად დასრულდება ეს ხელისუფლება, მაგრამ ამას ვერ მოახდენს არახამიას და სხვა გარე აქტორის ჩართულობა

აუცილებლად დასრულდება ეს ხელისუფლება, როგორც ერთპიროვნული ძალაუფლების მფლობელი, რომელსაც არანაირად არ სურს, პასუხისმგებლობა აიღოს საქართველოს მოქალაქეების წინაშე, მაგრამ ამას ვერ მოახდენს არახამიას და სხვა გარე აქტორის ჩართულობა, – ამის შესახებ პარტია „საქართველოსთვის“ წევრმა, ბექა ლილუაშვილმა განაცხადა.

მისი თქმით, საქართველოს მოქალაქეებმა ყოველდღიურად უნდა იმუშაონ, რომ ხელისუფლება ოპოზიციაში გადაიყვანონ.

„ჩვენ, საქართველოს მოქალაქეებმა ყოველდღიურად უნდა ვიმუშაოთ, მათ შორის ოპოზიციური პარტიების პასუხისმგებლობის ნაწილში, ვიყოთ თანმიმდევრულები და ხელისუფლება თანმიმდევრულად გადავიყვანოთ ოპოზიციაში, აქ ესაა მთავარი. ნებისმიერ შემთხვევაში, რაღაც ძალადობრივი გზებით ხელისუფლების ცვლილება მხოლოდ ჩვენი მტრების ინტერესებშია, პირველ რიგში, რუსეთის ინტერესებში. აქ გზავნილები არ არის მთავარი, მთავარია მოქმედება და ქართველი ხალხის გასაკეთებელს სხვა არავინ გააკეთებს. ყველამ კარგად უნდა გავიაზროთ ეს პასუხისმგებლობა და ეს ხელისუფლება ერთად გადავიყვანოთ ოპოზიციაში“, – აღნიშნა ბექა ლილუაშვილმა.

უკრაინის რადას ფრაქციის, „ხალხის მსახურის“ თავმჯდომარემ, დავით არახამიამ „მთავარ არხთან“ ინტერვიუში განაცხადა, რომ „დარწმუნებულია, საქართველოში არჩევნების შემდეგ ეს მთავრობა აღარ იქნება ხელისუფლებაში“.

ყველას ნახვა
ყველას ნახვა
ყველას ნახვა
ყველას ნახვა