ჯაშუშობაში ბრალდებული გიორგი უძილაური: მიხეილ ტიმოფეევი განწირულია ნავალნის ბედის გაზიარებისთვის
„თბილისობა 2026“ 3-4 ოქტომბერს გაიმართება – სრული პროგრამა და ღონისძიებების ლოკაციები
მიხეილ სააკაშვილი IRI-ის კვლევაზე: ხალხს კვლევებში მონაწილეობის ეშინია, შეწყვიტეთ მოთქმა და იფიქრეთ, თავისუფლად რომ დავდიოდე, რამდენ ხანში დავასრულებდი ამათ
გოჩა მირცხულავა: ქართველი ამომრჩეველი საკუთარი თავის მოტყუებას მუდმივად ახერხებს
EPP რუსეთის მიერ აფხაზეთისა და ცხინვალის რეგიონის ოკუპაციისა და ანექსიის პროცესზე სპეციალურ განცხადებას ავრცელებს
დიდი ბრიტანეთი ოკუპირებულ აფხაზეთსა და ცხინვალის რეგიონთან დაკავშირებულ სამ პირს სანქციებს უწესებს
სუს-ის უფროსის ყოფილი მოადგილე ლევან ახობაძე 500 000-ლარიანი გირაოს სანაცვლოდ გათავისუფლდა
გოჩა მირცხულავა: შიო III, მიტროპოლიტი ანტონი და ისევ აფხაზეთი – მეტისმეტად ბევრი დამთხვევაა ერთსა და იმავე თემაზე

ჯაფარიძე პაპუაშვილზე: მიზანია დასავლური დაფინანსება შეჩერდეს, რაც ვერ შეძლეს რუსული კანონით

ნახვები: 588 ჯაფარიძე პაპუაშვილზე: მიზანია დასავლური დაფინანსება შეჩერდეს, რაც ვერ შეძლეს რუსული კანონით

გირჩი - მეტი თავისუფლების ლიდერი, ზურა ჯაფარიძე შალვა პაპუაშვილს პასუხობს და აცხადებს, რომ IRI-ის მიერ ისევე ფინანსდება ქართული ოცნება, როგორც სხვა ოპოზიციური პარტიები.

დღეს პარლამენტის თავმჯდომარემ შალვა პაპუაშვილმა თქვა, რომ რამდენიმე პარტია არასამთავრობო ორგანიზაციებს აფუძნებს, რის შემდეგაც გრანტებს იღებენ და ამ ფულს პოლიტიკაში მოიხმარენ.

პარლამენტის სპიკერი ასევე ამბობს, რომ IRI-ის ფულით "რევოლუციური სცენარის დანერგვის" დაფინანსება ხდება.

ზურა ჯაფარიძის თქმით, პარლამენტის თავმჯდომარის ეს განცხადება იმ პროცესის გაგრძელებაა, რასაც ვერ მიაღწიეს რუსული კანონით და მათი მიზანია, რომ დასავლეთიდან შემოსული დაფინანსებები შეჩერდეს.

"IRI ისევე ეხმარება ქართულ ოცნებას და ალბათ ყველაზე მასშტაბურად მათ ეხმარება პარტიული სტრუქტურების შენებასა და მსგავს რაღაცებში, როგორც ეხმარება სხვა პარტიებში. ამაში ახალი არაფერი უნდა იყოს, ცხადია პაპუაშვილმა ეს ყველაფერი იცის. რისი მიღწევაც უნდათ, მიზანი არის ის, რასაც ვერ მიაღწიეს ე.წ რუსული კანონით. მიზანი არის ის, რომ დასავლეთის დაფინანსება, რომელიც შემოდის ამ ქვეყანაში, მათ შორის, რომელიც ეხმარება სხვადასხვა ოპოზიციურ პარტიებს პარტიის მშენებლობაში და შიდა დემოკრატიის განვითარებაში და მსგავს რაღაცებში, რაც ხდება ამ ქვეყანაში ბევრი წელია, მიზანია, რომ ეს პროცესი შეაჩერონ. ამ ქვეყანაში პარტიული დაფინანსების მოძიება ისედაც არის რთული, ჩვენი პარტია არის თავიდან ბოლომდე თვითდაფინანსებაზე, გვყავს რიგითი ადამიანები, რომლებიც ჩვენ გვაფინანსებენ, ეს არის ძალიან მწირე რესურსი. ვერც ერთ ქართულ "მსხვილ ბიზნესს" ვერ იპოვით, რომელიც გაბედავს და წავა სუს-ის და ბიძინა ივანიშვილის წინააღმდეგ და გაბედავს ოპოზიციის დაფინანსებას. ამიტომ, თუ რაღაც რესურსი არსებობს, ეს არის ეგეთი რესურსი: IRI, NDI და სხვადასხვა საერთაშორისო ორგანიზაციები, რომლებიც სხვადასხვა ტიპის დახმარებას უწევენ პარტიებს"- თქვა ჯაფარიძემ.

ყველას ნახვა
ყველას ნახვა
ყველას ნახვა