ზელენსკი: აშშ უკრაინას სადაზვერვო ინფორმაციის მიწოდების შეწყვეტით დაემუქრა, თუ რუსულ ნავთობგადამამუშავებელ ქარხნებზე თავდასხმებს არ შეაჩერებს
თამარ ჩერგოლეიშვილი: საკონსტიტუციო სასამართლოში პარტიების აკრძალვის პროცესში მონაწილეობას არ მივიღებთ
War update: 229 clashes along front line over past day, Pokrovsk sector sees fiercest fighting
Russia’s war casualty toll in Ukraine up by 1,650 over past day
MI5 Chief calls Russia UK’s No. 1 aggressor
Germany joins Ukraine Transport Support Fund with EUR 1M contribution
Zelensky, Carney discuss U.S. contacts and upcoming diplomatic events
Russia prepares for possible direct military confrontation with Europe by 2045, Ukrainian Intelligence says

მიხაელ როთი - ვილნიუსის სამიტზე მკაფიო სიგნალი უნდა გაიგზავნოს, როგორი იქნება უკრაინის გზა უსაფრთხოების შესაბამისი გარანტიებისკენ, ნატო-ში გაწევრიანების მიზნით

ნახვები: 535 მიხაელ როთი - ვილნიუსის სამიტზე მკაფიო სიგნალი უნდა გაიგზავნოს, როგორი იქნება უკრაინის გზა უსაფრთხოების შესაბამისი გარანტიებისკენ, ნატო-ში გაწევრიანების მიზნით

გერმანიის ბუნდესტაგში მიიჩნევენ, რომ ნატო-ს ვილნიუსის სამიტზე ძალიან მკაფიო სიგნალი უნდა გაიგზავნოს იმასთან დაკავშირებით, თუ როგორი იქნება უკრაინის გზა უსაფრთხოების შესაბამისი გარანტიებისკენ, ნატო-ში გაწევრიანების მიზნით. შესაბამისი განცხადება გერმანიის პარლამენტის საგარეო საქმეთა კომიტეტის თავმჯდომარემ, მიხაელ როთმა გერმანულ გამოცემასთან გააკეთა.

მისი თქმით, გერმანიის მიზანი უნდა იყოს, რომ რუსეთმა ვეღარასოდეს შეძლოს უკრაინის ტერიტორიული მთლიანობის, დამოუკიდებლობისა და უსაფრთხოების საკითხის კითხვის ნიშნის ქვეშ დაყენება.

როთის განცხადებით, ასევე უკრაინის ევროკავშირში გაწევრიანებისთვის აუცილებელია რეალისტური საგზაო რუკა, რომელიც დაკავშირებული იქნება რეფორმირების კონკრეტულ ნაბიჯებთან, ასევე ევროკავშირის შიდა ბაზარზე უკრაინის წვდომასთან.

აღსანიშნავია, რომ ნატო-ს სამიტი 11-12 ივლისს, ვილნიუსში გაიმართება. მანამდე კი, უახლოეს მომავალში, შესაძლოა, გერმანიას უკრაინის პრეზიდენტი ვოლოდიმირ ზელენსკი ეწვიოს.

ყველას ნახვა
ყველას ნახვა
ყველას ნახვა
ყველას ნახვა