ზურაბ ჯაფარიძე: მხოლოდ პარტიების აკრძალვაზე არ არის საუბარი, პოლიტიკური საქმიანობა შესაძლოა ათასობით ადამიანს შეეზღუდოს
ნიკა გვარამია „იმედის“ წილების ცვლილებაზე: ტელეკომპანიიდან მამუკა მდინარაძე ჩამოაშორეს
დავით ოქიტაშვილი: საგამოძიებო უწყებიდან არავინ დამკავშირებია, მზად ვარ მივიდე და ვუთხრა ის, რაც ვიცი
ევროკავშირი საქართველოს ხელისუფლებას აღარ აფინანსებს, თუმცა მოსახლეობის მხარდასაჭერად 2026 წელს 38 მილიონ ევროს გამოყოფს
ვოლოდიმირ ზელენსკი ბრიუსელში ევროპული საბჭოს შეხვედრაზე ჩავიდა – ლიდერები უკრაინის მხარდაჭერასა და 2027 წლის დაფინანსების საკითხს განიხილავენ
President Zelensky arrives at European Council meeting
Ukraine reports over 300 frontline clashes in past 24 hours, with most Russian attacks in Pokrovsk sector
Russian forces lose another 1,790 soldiers in war against Ukraine over past day

ლევან ხაბეიშვილი - პუტინს საკუთარი ეკონომიკური ინტერესებისთვის სჭირდება თბილისი-მოსკოვის ფრენები

ნახვები: 529 ლევან ხაბეიშვილი - პუტინს საკუთარი ეკონომიკური ინტერესებისთვის სჭირდება თბილისი-მოსკოვის ფრენები

 ფრენები იქნება კარგი მხოლოდ პუტინისთვის, მისი ტერორისტული ზრახვებისთვის, – ამის შესახებ „ნაციონალური მოძრაობის“ თავმჯდომარემ, ლევან ხაბეიშვილმა რუსეთის მიერ სავიზო რეჟიმის გაუქმებისა და ფრენების აღდგენის შესახებ საუბრისას განაცხადა.

„ტერორისტ პუტინს ქეშის, სანქცირებული ოქროს, სამხედრო ჩიპების სამოძრაოდ სჭირდება ეს ფრენები. ყველამ კარგად იცის, მაგალითად, თბილისიდან მოსკოვამდე თითქმის კვირა შეიძლება, დასჭირდეს ავტომობილს გადაადგილებისთვის და ცხადია, სახიფათოა, როდესაც სანქცირებული ოქრო ან მილიონობით დოლარი ან თუნდაც სამხედრო ჩიპები გადაგაქვს. ფაქტობრივად, ამ ფრენებით პუტინმა საქმე გაიიოლა და ამ საქმეში ცხადია, ჩართული იქნება ბიძინა ივანიშვილი, სუს-ის უფროსი ბატონი ლილუაშვილი, რომელმაც უნდა უზრუნველყოს ტვირთების გადამოწმების გარეშე შეტანა-გამოტანა. დარწმუნებით შეგვიძლია ვთქვათ, რომ პუტინს, ომის პირობებში, როდესაც უკრაინას თავს ესხმის, აგრძელებს საქართველოს ოკუპაციას, საკუთარი ეკონომიკური ინტერესებისთვის სჭირდება თბილისი-მოსკოვის ფრენები და არა პირობითად, ადამიანებზე ზრუნვის გამო ან თუნდაც ეთნიკურად ქართველებისთვის“, – განაცხადა ლევან ხაბეიშვილმა.

მისი თქმით, ფრენები მხოლოდ პუტინისთვის იქნება კარგი.

„ეს ფრენები იქნება კარგი მხოლოდ პუტინისთვის, მისი ტერორისტული ზრახვებისთვის. ამაში ბევრ მილიონს იშოვის ბიძინა ივანიშვილი, სუსის უფროსი – ლილუაშვილი. საბოლოოდ, რუსული პარტია საქართველოში ეხმარება პუტინს ომის განხორციელებაში უკრაინაში და საქართველოს ოკუპაციაში. მილიონობით დოლარს ასხამენ თავად ჩვენი ქვეყნის მეშვეობით, შესაბამისად, ეს არის ის ფრენები, რომელიც უტოლდება სახელმწიფოს ღალატს. საუბარია შავი ფულის, ქეშის ტარებაზე თბილისი-მოსკოვის მიმართულებით, სანქცირებული ოქროს ტარებაზე და ასევე, ეს უკავშირდება ეგრეთ წოდებულ სამხედრო ჩიპებს, რომლებიც შესაძლოა, ამ ფრენებით გადაადგილდეს და მარტივად, რამდენიმე საათში მიიღოს პუტინმა ის, რაც მისთვის ასე მნიშვნელოვანია ომის პირობებში“, – აღნიშნა ლევან ხაბეიშვილმა.

ყველას ნახვა
ყველას ნახვა
ყველას ნახვა
ყველას ნახვა