მიხეილ სააკაშვილი: რა პოლიტიკურ პროცესზე ვლაპარაკობთ? უნდა ვილაპარაკოთ განმათავისუფლებელ, წინააღმდეგობის მოძრაობაზე – ამის შემდეგ იქნება არჩევნები
შსს-მ ხუთი არასრულწლოვანი დააკავა – გამოძიებით, მათ მაღაზიებიდან 14 000 ლარზე მეტი ღირებულების ნივთები მოიპარეს
გარემოს ეროვნული სააგენტო: 14-16 ივლისს საქართველოში წვიმა, ელჭექი, სეტყვა და ქარის გაძლიერებაა მოსალოდნელი
გამოიცა გეგე დადიანის ახალი რომანი - „ის აქ არის - ანგელოზის კაშკაშა ღამე“ - წიგნი სიყვარულის უფლებაზე
ილჰამ ალიევი: რუსეთ-უკრაინის ომი დაუყოვნებლივ უნდა დასრულდეს – უკრაინელებს ვურჩევ არასდროს შევეგუოთ ოკუპაციას
„ტავ ჯორჯია“ თბილისის საერთაშორისო აეროპორტში 150 მილიონ დოლარს დააბანდებს – გამტარუნარიანობა 10 მილიონ მგზავრამდე გაიზრდება
Russian army loses another 1,600 troops and four air defense systems in war against Ukraine over past 24 hours
Defense Forces showcase new strikes on Russian military equipment as part of “Logistical Lockdown”

ირაკლი კობახიძე - საქართველოს მოქალაქეების 37 პროცენტს აძლევენ აშშ-ის ვიზებს, მეზობელი ქვეყნების შემთხვევაში მაჩვენებელი არის 63-დან 88 პროცენტამდე, ეს დისკრიმინაციული მიდგომა მგონია

18.05.2023 ნახვები: 530

გამჭვირვალე ინფორმაციის თანახმად, საქართველოს მოქალაქეებს განაცხადებს 37 პროცენტით უკმაყოფილებენ და ჩვენი მეზობელი ქვეყნების მოქალაქეებს უკმაყოფილებენ 63-88 პროცენტით. ეს არის გამჭვირვალე ინფორმაცია, დანარჩენზე საზოგადოებამ იმსჯელოს, – ასე უპასუხა ირაკლი კობახიძემ ჟურნალისტების შეკითხვას აშშ-ის მკაცრი სავიზო პოლიტიკის შესახებ.

ირაკლი კობახიძემ ასევე შეაფასა საქართველოში აშშ-ის ელჩის, კელი დეგნანის განცხადება, რომლის თანახმად, თუ ადამიანები წესებს დაიცავენ, ისინი ვიზებს მიიღებენ.

კობახიძის განცხადებით, აშშ-ის ოფიციალური წარმომადგენლის მხრიდან, სინანულის გამოხატვას ელოდა მის მიერ გაჟღერებულ ინფორმაციასთან დაკავშირებით, რომლითაც ცნობილი გახდა, რომ ანსამბლ „მართვეს“ 50 ბავშვს ვიზების აღებაზე პრობლემები შეექმნა და აშშ-ში გამგზავრება ვერ მოახერხეს.

ირაკლი კობახიძემ ასევე იმედი გამოთქვა, რომ მომდევნო ელჩი დაინტერესდება, რატომ არის პარტნიორი ქვეყნის საკონსულო სამსახურის მიდგომა საქართველოს მოქალაქეების მიმართ უსამართლო.

„ველოდებოდი ერთგვარ გულისტკივილს, სინანულის გამოხატვას ამასთან დაკავშირებით, თუმცა, სულ სხვა რეაქცია მოვისმინეთ. მგონია, რომ ეს არის ჩვენი პარტნიორი ქვეყნის ინტერესებში, რომ გადაიხედოს ის დამოკიდებულება, რომელსაც ავლენს საკონსულო სამსახური. საელჩო უნდა დაინტერესდეს მგონი ამით, არ არის სწორი როდესაც საქართველოს მოქალაქეების 37 პროცენტს ურტყამენ ვიზებს და ჩვენი მეზობელი ქვეყნების შემთხვევაში, ეს მაჩვენებელი არის 63-დან 88 პროცენტამდე. მგონი, ეს არის ერთგვარი დისკრიმინაციული და უსამართლო მიდგომა, რაც უნდა გადაიხედოს. ელჩიც შეიცვლება და იმედი მაქვს, ახალი ელჩი დაინტერესდება უფრო მეტად, რა არის საკონსულო სამსახურის ასეთი დამოკიდებულების მიზეზი. ასევე იმედი მაქვს, ჩვენი მოქალაქეების მიმართ გაუმჯობესდება დამოკიდებულება საკონსულოს მხრიდან. დარწმუნებული ვარ, შემდეგი ელჩი ამ საკითხით დაინტერესდება“, – განაცხადა ირაკლი კობახიძემ.

ყველას ნახვა
ყველას ნახვა
ყველას ნახვა
ყველას ნახვა
ყველას ნახვა