პროკურატურამ ვერაზე მომხდარი მკვლელობის საქმეზე ნიკა კაპანაძეს ბრალდება კლინიკაში წარუდგინა
კახეთში შვილმა მამა მოკლა და ცხედარი ეზოში დამარხა — ბრალდებული დაკავებულია
საგარეო უწყება: ყულევის ნავთობგადამამუშავებელი ქარხნის სანქცირებულთა სიაში შეყვანას ფაქტობრივი და სამართლებრივი საფუძველი არ აქვს
უკრაინული მედია: „ფლამინგოს“ რაკეტებმა კიროვში სამხედრო ქარხანა დააზიანა
Flamingo missiles strike sanctioned factory in Kirov, 1,200 kilometers from Ukrainian border
War update: 233 combat engagements on frontline over past day, Pokrovsk sector remains most active
Russia's war casualty toll in Ukraine up by 1,410 over past day
Wildberries warehouses on fire in St. Petersburg after drone attack — social media

ირაკლი ღარიბაშვილი - დევნილებისთვის დავიწყეთ ბინების მშენებლობის მასშტაბური პროექტი, ბინას მიიღებს 2 400 ოჯახი

ნახვები: 511 ირაკლი ღარიბაშვილი - დევნილებისთვის დავიწყეთ ბინების მშენებლობის მასშტაბური პროექტი, ბინას მიიღებს 2 400 ოჯახი

ჩვენ დავიწყეთ ძალიან მასშტაბური პროექტი, დევნილებისთვის ბინების მშენებლობის მასშტაბური პროექტი. აქ არის გამოყოფილი შვიდი ჰექტარი, სახელმწიფომ გამოყო ეს მიწა და 245 მილიონ ლარამდე იხარჯება. 11 კორპუსი აშენდება. 2400 ბინას ითვალისწინებს აღნიშნული პროექტი, 2400 ოჯახს გადაეცემა აქ ბინები და სამუშაოები დასრულდება დაახლოებით 2 წელიწადში, 2025 წლის ბოლომდე მაქსიმუმ, ამბობენ, შეიძლება, მანამდეც დასრულდეს, – ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა, ირაკლი ღარიბაშვილმა განაცხადა.

პრემიერის თქმით, დევნილებისთვის ბინების მშნებელობის დაწყება იგეგმება ზუგდიდში, ქუთაისში, რუსთავში და ბორჯომში. მისივე თქმით, ჯამურად, თითქმის 7 000-მდე ოჯახი მიიღებს ახალაშენებულ ბინებში სრულად გარემონტებულ ბინებს.

„ამ მასშტაბური პროექტის გარდა, თბილისში რომელიც მიმდინარეობს, დავიწყებთ ზუგდიდში ასევე მასშტაბურ პროექტს. იქ არის 1400 ბინაზე გათვლილი პროექტი, იქაც არის მასშტაბური სამუშაოები განსაზღვრული, ჩატარებულია ტენდერი და ძალიან მალე დაიწყება სამუშაოები. ქუთაისში დავიწყეთ ანალოგიურად 700 ოჯახზე არის გათვლილი პროექტი, რუსთავში 800 ოჯახზე იქნება გათვლილი პროექტი და ბორჯომში 150 ოჯახზე იქნება სამუშაოები დაწყებული. ჯამურად, თითქმის 7000-მდე ოჯახი მიიღებს ახალაშენებულ ბინებში სრულად გარემონტებულ ბინებს, კორპუსებში სრულად გარემონტებულ ბინებს. ეს არის ძალიან მნიშვნელოვანი პროექტი და ჯამურად, დაიხარჯება თითქმის 700 მილიონ ლარამდე ორი-სამი წლის განმავლობაში.

იცით, დევნილებისთვის ძალიან ბევრი ასეთი ანალოგიური პროექტები განვახორციელეთ უკვე, რაც მოვედით ხელისუფლებაში. 2012 წლიდან 2022 წლის ჩათვლით თითქმის 30 000 დევნილ ოჯახს გადაეცა ბინები, ეს არის დაახლოებით 100 000 ადამიანი, რაც დამეთანხმებით რომ ძალიან მასშტაბურია, უპრეცედენტოა, მანამდე იყო საერთოდ, ალბათ, აღარ მინდა შედარება გავაკეთო, მაგრამ იყო ალბათ ძალიან მცირე რაოდენობა ბინებისა, რომელიც გადაეცემოდა ჩვენს დევნილებს და ეს არის ჩვენი პასუხისმგებლიანი დამოკიდებულება, რომ ჩვენ ვიზრუნოთ მაქსიმალურად ჩვენს დევნილებზე, ღირსეული პირობები შევუქმნათ აქ ადგილზე. წელს უკვე გადაეცა 1000 ოჯახს საცხოვრებელი ფართები და დაუკანონდათ, ასე რომ, ვფიქრობ, რომ ძალიან მაგარი ტემპებით მივდივართ ამ მიმართულებით, მაგრამ ჩვენი მთავარი ოცნება, მთავარი მიზანი უნდა იყოს ჩვენი დაბრუნება აფხაზეთში და ცხინვალში. ეს ყველაფერი ჩვენს დევნილებს დარჩებათ მათ საკუთრებაში, მაგრამ ჩვენი მთავარი ამოცანა, ოცნება, მიზანი, უნდა იყოს ჩვენი დაბრუნება აფხაზეთში და ჩვენი ქვეყნის გაერთიანება, ამიტომ ყველაფერი რაც დაგავაახლოვებს  ამ დიდ საერთო ეროვნულ მიზანთან, ეს არის ჩვენთვის მთავარი ამოცანა და მთავარი გასაკეთებელი საქმე. მინდა, მადლობა გადავუხადო ბატონ ზურა აზარაშვილს, მის გუნდს, ძალიან აქტიურად დაიწყეს ამ სამუშაოების განხორციელება, ტენდერები ჩატარებულია უკვე, გამოცხადებულია გამარჯვებულები ძალიან მაგარი კომპანიები და ვფიქრობ, ძალიან მალე ჩვენს დევნილებს გადაეცემათ, როგორც უკვე აღვნიშნე ძალიან კომფორტული საცხოვრებელი ფართები“, – განაცხადა პრემიერმა.

ყველას ნახვა
ყველას ნახვა
ყველას ნახვა
ყველას ნახვა
ყველას ნახვა