კოტე კემულარია: რუსეთი ქართული ღვინისა და სასმელების იმპორტის შეზღუდვით „ქართული ოცნებისგან“ მეტ დათმობას მოითხოვს
ეროვნულმა ბანკმა „ბიტექსჩეინჯი“ 572 მილიონ ლარზე მეტით დააჯარიმა — ნანა ყეინიშვილი საბჭოს საქმიანობას ჩამოაშორეს
დათო გამცემლიძე: მოსკოვის მიერ ქართული ღვინისა და მინერალური წყლების შეზღუდვა შესაძლოა აფხაზეთსა და ცხინვალის რეგიონთან თავდაუსხმელობის შეთანხმების მოთხოვნას უკავშირდებოდეს
ზელენსკი: რუსეთმა დიზელზე სანქციების მოხსნისთვის მადლობა ზაპოროჟიეში 12 ადამიანის მკვლელობით გადაიხადა
პაველ ჰერჩინსკი: საქართველოსა და ევროკავშირის მეგობრობას ანტიევროპული რიტორიკა აზიანებს
დიდი ბრიტანეთი ტრამპისა და პუტინის შეთანხმების საპასუხოდ: უკრაინის მხარდაჭერას გავაგრძელებთ და რუსეთზე სანქციებს შევინარჩუნებთ
Axios: ტრამპმა პუტინთან რუსულ დიზელზე შეთანხმება გადაწყვიტა, რადგან უკრაინამ ნავთობგადამამუშავებელ ქარხნებზე დარტყმები არ შეწყვიტა
პაველ ჰერჩინსკი: საქართველოში ადამიანები ტროტუარზე დგომისა და „ფეისბუქზე“ პოსტების გამო ციხეში მიდიან - ევროკავშირის მინისტრები ვითარების გაუარესებას განიხილავენ

ალუდა ღუდუშაური ოპოზიციას - არ აგერიოთ, რა რეალობაში ხართ - დღეს ქვეყანა არ არის იმ ფორმაში, რომ ამ ფარჩაკი ვაშაძის ასაყირავებლები გავხდებით

ნახვები: 548 ალუდა ღუდუშაური ოპოზიციას - არ აგერიოთ, რა რეალობაში ხართ - დღეს ქვეყანა არ არის იმ ფორმაში, რომ ამ ფარჩაკი ვაშაძის ასაყირავებლები გავხდებით

არ აგერიოთ, რა რეალობაში ხართ, რა დროში ხართ. დღეს ქვეყანა არ არის იმ ფორმაში, ან ეს პარლამენტი, ან რომელიმე დეპუტატი, ამ ფარჩაკი ვაშაძის ასაყირავებლები და ცეცხლწასაკიდებლები რომ გავხდებით, - ასე მიმართა საპარლამენტო უმრავლესობის წევრმა ალუდა ღუდუშაურმა ოპოზიციის წარმომადგენლებს.

მან ოპოზიციას მოუწოდა, „გაასწორონ ფოკუსი“ ქართველი ხალხისა და ამ ქვეყნის საზოგადოების სასარგებლოდ.

„11 წელია აი, იმ წყლის ჭავლით ვრეცხავთ რუსთაველის გამზირს, რომელიც თქვენ ქართველი ხალხის სისხლით გქონდათ მთელი 9 წელი მორწყული. არ უნდა გაგიკვირდეთ, რატომ გეძახით პოლიტიკურ ტურებს! საზოგადოებას მივმართავ, ჩვენს ხალხს მივმართავ, ასეთი ცრუპენტელები, ასეთი „დემოკრატები“ ხართ თქვენ! მე ვარ ამაყი, რომ ვარ იმ ხელისუფლების წარმომადგენელი, რომლის პოლიციაც იცავს საკუთარ ხალხს და საკუთარ ქვეყანას და არა ისე, თქვენ რა დღეშიც აგდებდით.

საკუთარ პოლიციას ცეცხლს რომ უკიდებთ, ეს არის თქვენი სახე? თქვენ ის ხალხი ხართ, ვინც ოკუპანტებს შარვალჩახდილი უკანალს აჩვენებდა და ჩვენს პოლიციას ცოცხლად დაწვას უპირებდა. არ გაგივათ! კიდევ ერთხელ გეუბნებით, გაასწორეთ ფოკუსები საქართველოს ინტერესებისა და ქართველი ხალხის სასარგებლოდ! ვიცი, რომ თქვენ ამას ვერ შეძლებთ, მაგრამ გარწმუნებთ, რომ ჩვენ არ დავუშვებთ, არც ჩვენი ქვეყნის, არც ჩვენი ხალხის და რა თქმა უნდა, არც ჩვენი ღირსეული, ამაყი და ვაჟკაცი პოლიციელების შეურაცხყოფას და მათი ინტერესების დაზიანებას.

ადამიანები შინაგან საქმეთა დღევანდელ მინისტრს იბარებენ ინტერპელაციის წესით და ეკითხებიან, მომიტინგეების უფლებები ხომ არ დაარღვიეთ, პოლიციამ ძალაუფლებას ხომ არ გადაამეტა - ის ხალხი ეკითხება, ვინც გვამები შემოდო ჯიხურების თავზე, ვინც მიზანმიმართულად დევნიდა და არბევდა მშვიდობიან მომიტინგეებს.

არ აგერიოთ, რა რეალობაში ხართ, რა დროში ხართ და დღეს ქვეყანა არ არის იმ ფორმაში, ამ ფარჩაკი ვაშაძის ასაყირავებლები რომ გავხდებით და ცეცხლწასაკიდებლები რომ გავხდებით, ან ეს პარლამენტი, ან რომელიმე დეპუტატი. სწორედ განსაზღვრეთ, რა ვითარებაა, რა რეალობაში ხართ, არაფერი შეგეშალოთ! პასუხს მიიღებთ ყველა, რა თქმა უნდა, სამართლიანად ისე, როგორც აკეთებს ამას პოლიცია და პირადად შს მინისტრი“, - განაცხადა ალუდა ღუდუშაურმა

ყველას ნახვა
ყველას ნახვა
ყველას ნახვა
ყველას ნახვა