ზურაბ ჯაფარიძე: მხოლოდ პარტიების აკრძალვაზე არ არის საუბარი, პოლიტიკური საქმიანობა შესაძლოა ათასობით ადამიანს შეეზღუდოს
ნიკა გვარამია „იმედის“ წილების ცვლილებაზე: ტელეკომპანიიდან მამუკა მდინარაძე ჩამოაშორეს
დავით ოქიტაშვილი: საგამოძიებო უწყებიდან არავინ დამკავშირებია, მზად ვარ მივიდე და ვუთხრა ის, რაც ვიცი
ევროკავშირი საქართველოს ხელისუფლებას აღარ აფინანსებს, თუმცა მოსახლეობის მხარდასაჭერად 2026 წელს 38 მილიონ ევროს გამოყოფს
ვოლოდიმირ ზელენსკი ბრიუსელში ევროპული საბჭოს შეხვედრაზე ჩავიდა – ლიდერები უკრაინის მხარდაჭერასა და 2027 წლის დაფინანსების საკითხს განიხილავენ
President Zelensky arrives at European Council meeting
Ukraine reports over 300 frontline clashes in past 24 hours, with most Russian attacks in Pokrovsk sector
Russian forces lose another 1,790 soldiers in war against Ukraine over past day

შალვა პაპუაშვილი - „დროას“, „გირჩი-მეტი თავისუფლების“, „სირცხვილიას“ დანიშნულება არის ერთადერთი, არეულობის წაქეზება

ნახვები: 524 შალვა პაპუაშვილი - „დროას“, „გირჩი-მეტი თავისუფლების“, „სირცხვილიას“ დანიშნულება არის ერთადერთი, არეულობის წაქეზება

„დროას“, „გირჩი-მეტი თავისუფლების“, „სირცხვილიას“ დანიშნულება არის ერთადერთი, არეულობის წაქეზება, – ამის შესახებ საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარემ, შალვა პაპუაშვილმა განაცხადა.

როგორც შალვა პაპუაშვილმა აღნიშნა, პრობლემა არ არის ამ ორგანიზაციებში, აქვთ მარგინალური მხარდაჭერა საზოგადოებაში, პრობლემა არის იმაში, რომ ეს ჯგუფები ფინანსდებიან საქართველოს საზღვრებს გარედან და ამას თავადაც აღიარებენ.

„ჩვენ ვნახეთ „გირჩი-მეტი თავისუფლება“ შემთხვევაში, რომ ხდება პირდაპირი დაფინანსება კანონმდებლობის გვერდის ავლით, როგორც ჩანს, ყალბი ენჯეობის გამოყენებით, მათ შორის სემინარების ჩატარება, სადაც იარაღის ტრიალი მიდის ახალგაზრდების მხრიდან და ხდება მათი შეგუება იარაღთან, ეს დაფინანსებულია საზღვარგარეთიდან. ასევე „დროასაც“ აქვს ზუსტად ისეთივე სქემა, აქვს ყალბი ენჯეობი, რომლითაც ხდება ფულის შესვლა საზღვარგარეთიდან და თან ეს ფული არის სხვადასხვა წყაროდან, ესეც არის პარადოქსი, არის როგორც კეზერაშვილის დაფინანსება, რუსეთიდან დაფინანსება, ასევე სხვადასხვა უცხოური ფონდებიდან დაფინანსება. მათი საქმიანობის ძირითადი მიზანი ვხედავთ რაც არის, ეს არის არეულობის მოწყობა, რადიკალიზმის, ექსტრემიზმის შემოტანა ქართულ პოლიტიკაში, ამიტომ არის მნიშვნელოვანი ერთი რამ, რომ დონორები, რომლის ფულითაც ხდება ამ ექსტრემიზმის წახალისება საქართველოში, ეს გაემიჯნონ ამ ორგანიზაციებს, ვინაიდან, ამას იქით, ნებისმიერი ასეთი ექსცესი, ნებისმიერი შემთხვევა, ვინმე რომ დაშავდეს, სწორედ იქნება ამ დონორების მხრებზე.

ვინაიდან თუკი მათ აქამდე არ იცნობდნენ, ვისთან ჰქონდათ საქმე, თუკი აქამდე ისინი ფიქრობდნენ რაღაც აქტივიზმს ახალისებდნენ, მე მგონი დადასტურდა ბოლო პერიოდში, რომ ეს არის ჩვეულებრივი ექსტრემისტული ჯგუფები, რომლებსაც ერთადერთი მიზანი აქვთ, არეულობა. აქ პასუხისმგებლობა არის მათზე, ვინც აფინანსებს და ამით ასულდგმულებს ასეთ ჯგუფებს, რომლებიც არევას უწევენ საქართველოში“, – განაცხადა პაპუაშვილმა.

ყველას ნახვა
ყველას ნახვა
ყველას ნახვა
ყველას ნახვა