ურსულა ფონ დერ ლაიენი: სომხეთში არჩევნებმა კიდევ ერთხელ აჩვენა დემოკრატიის სიმტკიცე
არჩილ ჩხოტუამ საქართველოში პირველად, რეგიონსა და პოსტსაბჭოთა სივრცეშიც უპრეცედენტო თირკმლის ტრანსპლანტაცია ჩაატარა
საგარეო უწყება: ჟენევის მოლაპარაკებებზე საქართველომ რუსეთ-ცხინვალის 9 მაისის ე.წ. შეთანხმება გააპროტესტა
Zelensky: Russia launches over 70 missiles, nearly 500 drones overnight, main strike on Kyiv
Reuters: ვენესუელაში მიწისძვრის შედეგად დაღუპულთა რიცხვმა 2 295-ს მიაღწია
Massive strike on Kyiv: 13 killed, injuries rise to 90, people still trapped under rubble
War update: 259 clashes on frontline over past day, fiercest fighting in Pokrovsk and Sloviansk sectors
Russia's war casualty toll in Ukraine up by 1,140 over past day

პროკურატურამ ბრალდება წარუდგინა სამ პირს, რომელთაც მარაბდაში ავტომანქანის დაუფლების მიზნით ტაქსის მძღოლს თავის არეში დაზიანებები მიაყენეს, ე.წ. „ტროსით“ მოახრჩვეს და დამარხეს

23.05.2023 ნახვები: 549

საქართველოს პროკურატურამ მარნეულში, ტაქსის მძღოლის განზრახ მკვლელობის ფაქტზე სამ პირს ბრალი წარუდგინა.

საქართველოს პროკურატურის ინფორმაციით, სამმა ბრალდებულმა, მათ შორის ერთმა არასრულწლოვანმა, ტაქსის მძღოლს თავის არეში მრავლობითი დაზიანებები მიაყენეს, ე.წ. „ტროსით“ მოახრჩვეს და კვალის დაფარვის მზნით ცხედარი მიმდებარე ტერიტორიაზე დამარხეს.

„საქართველოს პროკურატურამ მარნეულის მუნიციპალიტეტში მომხდარი განზრახ მკვლელობის ფაქტზე სამ პირს ბრალდება წარუდგინა.

შინაგან საქმეთა სამინისტროს მიერ ჩატარებული გამოძიების შედეგად დადგინდა, რომ 20 მაისს, თეთრიწყაროს მუნიციპალიტეტის სოფელ მარაბდაში, სამმა ბრალდებულმა, მათ შორის ერთმა არასრულწლოვანმა ავტომანქანის დაუფლების მიზნით, ტაქსის მძღოლს თავის არეში მრავლობითი დაზიანებები მიაყენეს და ე.წ. „ტროსით“ მოახრჩვეს. ბრალდებულებმა კვალის დაფარვის მიზნით, ცხედარი ავტომანქანის საბარგულში მოათავსეს და მიმდებარე ტერიტორიაზე, ორმოში დამარხეს, რის შემდეგაც მოკლულის ავტომობილს დაეუფლნენ და მისი ნაწილებად დაშლა დაიწყეს.

სამართალდამცველებმა ორი პირი, მათ შორის ერთი არასრულწლოვანი 22 მაისს დააკავეს, ხოლო მესამე პირის მიმართ დაუსწრებლად იქნა გამოტანილი დადგენილება ბრალდების შესახებ. სამივე პირს ბრალი საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 109-ე მუხლის „ი“, „მ“ და „ნ“ ქვეპუნქტებით (განზრახ მკვლელობა ჩადენილი, ჯგუფურად, განსაკუთრებული სისასტიკით და ანგარებით) წარედგინათ, რაც სასჯელის სახედ და ზომად 16-დან 20 წლამდე ან უვადო თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.

პროკურატურა, ბრალდებულებისთვის აღკვეთის ღონისძიების სახით პატიმრობის შეფარდების შუამდგომლობით, სასამართლოს კანონით დადგენილ ვადაში მიმართავს“,- ნათქვამია ინფორმაციაში.

ყველას ნახვა
ყველას ნახვა
ყველას ნახვა
ყველას ნახვა
ყველას ნახვა