ტრამპი: ვფიქრობ, ირანთან ცეცხლის შეწყვეტის შეთანხმება დასრულებულია
War update: 271 clashes on front lines, mostly in Pokrovsk and Sloviansk sectors
ADF neutralizes 139 drones launched by Russia in overnight attack on Ukraine
Russia loses another 1,260 troops, 61 artillery systems in war against Ukraine over past day
Defense Forces hit 15 bridges and nine Russian air defense objects in June using middle strike systems
Budanov on strikes against targets in Crimea: Russia's logistics must be cut off
ბუდანოვი: ჩვენი მთავარი ამოცანაა ყირიმზე გამავალი რუსული სამხედრო ლოგისტიკის სრულად გადაკეტვა
Zelensky on Crimea operation: We cut off logistics, take control of peninsula's fuel and energy infrastructure

არასამთავრობო ორგანიზაციები - მმართველი პარტიისგან განსხვავებით, ბრიუსელში არ მიიჩნევენ, რომ 12 პრიორიტეტი სრულყოფილადაა შესრულებული

29.05.2023 ნახვები: 531

მმართველი პარტიისგან განსხვავებით, ბრიუსელში არ მიიჩნევენ, რომ 12 პრიორიტეტი სრულყოფილად არის შესრულებული და თვლიან, რომ ჯერ კიდევ არის გადასადგმელი მნიშვნელოვანი ნაბიჯები. მიგვაჩნია, რომ ხელისუფლებამ უნდა გაითვალისწინოს ქართველი ხალხის ევროპული მისწრაფება, აჩვენოს პოლიტიკური ნება, ევროპულ ღირებულებებთან ერთგულება და მიიღოს შესაბამისი გადაწყვეტილებები, - ამის შესახებ საზოგადოებრივი ორგანიზაციების ("ღია საზოგადოების ფონდი", "საქართველოს დემოკრატიული ინიციატივა", "პარტნიორობა ადამიანის უფლებებისთვის", "გრასი", "დემოკრატიის კვლევის ინსტიტუტი", "მმართველობის მონიტორინგის ცენტრი") წარმომადგენლებმა ერთობლივ პრესკონფერენციაზე განაცხადეს, სადაც 22-25 მაისს, ბრიუსელში ევროკავშირის ინსტიტუტებისა და წევრი ქვეყნის წარმომადგენლებთან გამართული შეხვედრები შეაჯამეს.

როგორც საზოგადოებრივი ორგანიზაციების ერთობლივ განცხადებაშია აღნიშნული, სამწუხაროდ, შეშფოთება გამოითქვა საქართველოს ხელისუფლების მიერ კანდიდატის სტატუსის მიღების წინაპირობად წარმოდგენილი რეფორმების ისეთი მნიშვნელოვანი პრიორიტეტების არაჯეროვანი შესრულების თვალსაზრისით, როგორებიცაა დეპოლარიზაცია, დამოუკიდებელი სასამართლო, დეოლიგარქიზაცია, თავისუფალი მედია და გადაწყვეტილების მიღების პროცესში სამოქალაქო საზოგადოების ჩართულობა.

"ევროკავშირის ინსტიტუტების წარმომადგენლებმა კვლავ გამოხატეს იმედგაცრუება რუსეთთან პირდაპირი ფრენების შესახებ მიღებულ გადაწყვეტილებასთან დაკავშირებით, ვინაიდან ის არ შეესაბამება ევროკავშირში გაწევრების სულისკვეთებას და წინააღმდეგობაშია ევროკავშირის ერთიან საგარეო და უსაფრთხოების პოლიტიკასთან. ამასთან, შეშფოთება გამოითქვა საქართველოში ევროკავშირის მიერ სანქცირებული რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრის ოჯახის წევრების ვიზიტთან დაკავშირებით", - აღნიშნულია განცხადებაში.

ამასთან, როგორც "ღია საზოგადოების ფონდის" თავმჯდომარემ, ქეთი ხუციშვილმა განაცხადა, ევროკავშირი დღევანდელი მდგომარეობით კმაყოფილი არ არის.

"ჩვენი შეხვედრები დიდად პოზიტიური არ ყოფილა. დღევანდელი მდგომარეობით ევროკავშირი კმაყოფილი არ არის. ევროკავშირი ვერ ხედავს საქართველოს მთავრობის რეალურ ნებას, რომ ჩვენ მივიღოთ სტატუსი," - აღნიშნა ქეთი ხუციშვილმა.

სამოქალაქო საზოგადოების კიდევ ერთი წარმომადგენელი - "საქართველოს რეფორმების ასოციაციის" დირექტორი პაატა გაფრინდაშვილი კი აცხადებს, რომ თუკი "ქართული ოცნება" პოლიტიკურ ნებას გამოიჩენს და რეფორმებს განახორციელებს, ევროკავშირი მზადაა, საქართველოს კანდიდატი ქვეყნის სტატუსი მიანიჭოს.

"კარგი ამბავი ისაა, რომ მიუხედავად უკან გადადგმული ნაბიჯებისა, თუკი შეტრიალდება პროცესი, "ქართული ოცნების" საკმარისი პოლიტიკური ნება გამოვლინდება, რითაც ის დაადასტურებს ჭეშმარიტ ერთგულებას, ჭეშმარიტი ევროპული ფასეულობებისადმი და განახორციელებს მნიშვნელოვან პრიორიტეტებს, ევროკავშირი კვალავ მზადაა, რომ კანდიდატის სტატუსი მიანიჭოს საქართველოს," - განაცხადა პაატა გაფრინდაშვილმა.

გთავაზობთ გავრცელებულ განცხადებას: 

22-25 მაისს, საზოგადოებრივი ორგანიზაციის წარმომადგენლებმა, რომლებიც მონიტორინგს ვუწევთ ხელისუფლების მიერ ევროკავშირს წევრობის კანდიდატის სტატუსის მისაღებად საჭირო წინაპირობების შესრულების პროცესს, შეხვედრები გავმართეთ ბრიუსელში ევროკავშირის ინსტიტუტებისა და წევრი ქვეყნების წარმომადგენლებთან. შეხვედრების მიზანს წარმოადგენდა საქართველოსთვის ევროკავშირში წევრობის კანდიდატის სტატუსის მინიჭების კუთხით ადვოკატირება.

შეხვედრებზე მეტ-ნაკლებად დადებითად შეფასდა ძალისხმევა და გადადგმული ნაბიჯები სხვადასხვა პრიორიტეტების შესრულებაში. სამწუხაროდ, შეშფოთება გამოითქვა  საქართველოს ხელისუფლების მიერ კანდიდატის სტატუსის მიღების წინაპირობად წარმოდგენილი რეფორმების ისეთი მნიშვნელოვანი პრიორიტეტების არაჯეროვანი შესრულების თვალსაზრისით, როგორებიცაა დეპოლარიზაცია, დამოუკიდებელი სასამართლო, დეოლიგარქიზაცია, თავისუფალი მედია და გადაწყვეტილების მიღების პროცესში სამოქალაქო საზოგადოების ჩართულობა. ხაზგასმით აღინიშნა ქართული მხარის მხრიდან ამ რეფორმების გასატარებლად საჭირო პოლიტიკური ნების ნაკლებობა.

ევროკავშირის ინსტიტუტების წარმომადგენლებმა კვლავ გამოხატეს  იმედგაცრუება რუსეთთან პირდაპირი ფრენების შესახებ მიღებულ გადაწყვეტილებასთან დაკავშირებით, ვინაიდან ის არ შეესაბამება ევროკავშირში გაწევრების სულისკვეთებას და წინააღმდეგობაშია ევროკავშირის ერთიან საგარეო და უსაფრთხოების პოლიტიკასთან. შეშფოთება გამოითქვა საქართველოში ევროკავშირის მიერ სანქცირებული რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრის ოჯახის წევრების ვიზიტთან დაკავშირებით.

შეხვედრებზე ასევე ხაზი გაესვა „ქართული ოცნების“  წარმომადგენლების მიერ, ევროკავშირის ინსტიტუტებისა და ჩვენი ქვეყნის საზოგადოებრივი ორგანიზაციების წარმომადგენლების წინააღმდეგ მიმდინარე აგრესიული რიტორიკის დაუშვებლობას, რაც   „რუსული კანონის“ გაწვევის შემდეგ კიდევ უფრო მეტად გაძლიერდა.

ევროკავშირში   ნათლად ხედავენ და აფასებენ ქართველი ხალხის ძალისხმევას დაიცვას ქვეყნის ევროპული კურსი, თუმცა კანდიდატის სტატუსის მისაღებად ეს შესაძლოა საკმარისი არ აღმოჩნდეს, რადგან ამ მხრივ საჭიროა 12 პრიორიტეტის შესრულება, რაც უპირველეს ყოვლისა ხელისუფლების პასუხისმგებლობაა.

ევროკომისიის მიერ საქართველოს შეფასების ანგარიშის წარდგენამდე დაახლოებით 5 თვეა დარჩენილი. მმართველი პარტიისგან განსხვავებით, ბრიუსელში მიიჩნევენ, რომ 12 პუნქტის შესასრულებლად ჯერ კიდევ გადასადგმელია მნიშვნელოვანი ნაბიჯები. მიგვაჩნია, რომ ხელისუფლებამ უნდა გაითვალისწინოს ქართველი ხალხის ევროპული მისწრაფება, აჩვენოს პოლიტიკური ნება, ევროპულ ღირებულებებთან ერთგულება და მიიღოს შესაბამისი გადაწყვეტილებები.

ჩვენ, საზოგადოებრივი ორგანიზაციების წარმომადგენლები კვლავაც ვაგრძელებდეთ მუშაობას საქართველოსთვის ევროკავშირის წევრობის კანდიდატის სტატუსის მოსაპოვებლად.

ყველას ნახვა
ყველას ნახვა
ყველას ნახვა
ყველას ნახვა
ყველას ნახვა