ზელენსკი: აშშ უკრაინას სადაზვერვო ინფორმაციის მიწოდების შეწყვეტით დაემუქრა, თუ რუსულ ნავთობგადამამუშავებელ ქარხნებზე თავდასხმებს არ შეაჩერებს
თამარ ჩერგოლეიშვილი: საკონსტიტუციო სასამართლოში პარტიების აკრძალვის პროცესში მონაწილეობას არ მივიღებთ
War update: 229 clashes along front line over past day, Pokrovsk sector sees fiercest fighting
Russia’s war casualty toll in Ukraine up by 1,650 over past day
MI5 Chief calls Russia UK’s No. 1 aggressor
Germany joins Ukraine Transport Support Fund with EUR 1M contribution
Zelensky, Carney discuss U.S. contacts and upcoming diplomatic events
Russia prepares for possible direct military confrontation with Europe by 2045, Ukrainian Intelligence says

ირაკლი ღარიბაშვილი - ომის დაწყების ერთ-ერთი მიზეზი იყო უკრაინის ნება და განზრახვა, გამხდარიყო ნატო-ს წევრი, ჩვენ ვხედავთ შედეგებს

ნახვები: 535 ირაკლი ღარიბაშვილი - ომის დაწყების ერთ-ერთი მიზეზი იყო უკრაინის ნება და განზრახვა, გამხდარიყო ნატო-ს წევრი, ჩვენ ვხედავთ შედეგებს

საქართველოს პრემიერ-მინისტრის, ირაკლი ღარიბაშვილის განცხადებით, ყველამ იცის მიზეზი, რის გამოც რუსეთმა 2022 წელს უკრაინაში ომი დაიწყო.

„მგონი, ყველამ იცის მიზეზი. მგონი, კარგად იცით, დარბაზმაც იცის. ერთ-ერთი მიზეზი იყო ნატო, ნატო-ს გაფართოება, ასევე ბევრი სხვა მიზეზი“, – განაცხადა ირაკლი ღარიბაშვილმა ბრატისლავაში, უსაფრთხოების ფორუმზე შესაბამისი კითხვის საპასუხოდ.

ღარიბაშვილს ასევე ჰკითხეს, მიაჩნია თუ არა, რომ ნატო-ს გაფართოება იყო ომის დაწყების პროვოცირება. პრემიერის თქმით, საკითხზე სპეკულირება არ სურს.

„არ მინდა ამაზე სპეკულირება, არც ციტირება მინდა რუსეთის მთავრობის, მაგრამ ერთ-ერთი მიზეზი იყო უკრაინის ნება და განზრახვა, გამხდარიყო ნატო-ს წევრი. ამიტომ, ჩვენ ვხედავთ შედეგებს“, – განაცხადა ირაკლი ღარიბაშვილმა.

ყველას ნახვა
ყველას ნახვა
ყველას ნახვა
ყველას ნახვა