ზელენსკი: აშშ უკრაინას სადაზვერვო ინფორმაციის მიწოდების შეწყვეტით დაემუქრა, თუ რუსულ ნავთობგადამამუშავებელ ქარხნებზე თავდასხმებს არ შეაჩერებს
თამარ ჩერგოლეიშვილი: საკონსტიტუციო სასამართლოში პარტიების აკრძალვის პროცესში მონაწილეობას არ მივიღებთ
War update: 229 clashes along front line over past day, Pokrovsk sector sees fiercest fighting
Russia’s war casualty toll in Ukraine up by 1,650 over past day
MI5 Chief calls Russia UK’s No. 1 aggressor
Germany joins Ukraine Transport Support Fund with EUR 1M contribution
Zelensky, Carney discuss U.S. contacts and upcoming diplomatic events
Russia prepares for possible direct military confrontation with Europe by 2045, Ukrainian Intelligence says

ირაკლი ღარიბაშვილი - ჩვენი ყველას სურვილია, ომი მალე დასრულდეს

ნახვები: 535 ირაკლი ღარიბაშვილი - ჩვენი ყველას სურვილია, ომი მალე დასრულდეს

ჩვენი ყველას სურვილია, ეს ომი მალე დასრულდეს, აღდგეს ტერიტორიული მთლიანობა და მშვიდობამ დაისადგუროს უკრაინასა და მთელ მსოფლიოში, – ამის შესახებ ჟურნალისტებს საქართველოს პრემიერ-მინისტრმა, ირაკლი ღარიბაშვილმა კიშინეუში, ევროპული პოლიტიკური გაერთიანების მეორე სამიტის დაწყების წინ განუცხადა.

მისივე თქმით, ასევე დიდი სურვილი და ოცნებაა, რომ საქართველოში მშვიდობიანად მოხდეს დეოკუპაცია და ქვეყანა გაერთიანდეს.

„მინდა, კიდევ ერთხელ ვისარგებლო შემთხვევით და დავაფიქსირო ჩვენი პოზიცია, ჩვენ რა თქმა უნდა, სოლიდარობას ვუცხადებთ ჩვენს მეგობარ უკრაინას, უკრაინელ ხალხს. ჩვენი ყველას სურვილია, ეს ომი მალე დასრულდეს, აღდგეს ტერიტორიული მთლიანობა და მშვიდობამ დაისადგუროს უკრაინასა და მთელ მსოფლიოში. რა თქმა უნდა, ჩვენი დიდი სურვილი და დიდი ოცნებაა, რომ ჩვენს ქვეყანაში მშვიდობიანად მოხდეს დეოკუპაცია, ჩვენი ქვეყანა გაერთიანდეს. ჩვენი ხელისუფლება ყველაფერს აკეთებს ამ მიმართულებით, რომ რაც შეიძლება მალე მოხდეს ამ დიდი მიზნის მიღწევა“, – აღნიშნა საქართველოს პრემიერმა.

ყველას ნახვა
ყველას ნახვა
ყველას ნახვა
ყველას ნახვა