ისრაელის პრეზიდენტმა ქართველი წარმოშობის ექიმი შოთა მუსაევი სამოქალაქო გმირობისთვის დააჯილდოვა
მარტა კოსი: ევროკავშირს კვლავ სჯერა საქართველოს ევროპული მომავლის
Ivanishvili's Georgia Has No Place in the West Marco Rubio Described
გოჩა მირცხულავა: მარკო რუბიოს მიერ აღწერილ დასავლეთში ივანიშვილის საქართველოს ადგილი აღარ ჩანს
მიხეილ სააკაშვილი ციხეებში არსებულ ვითარებაზე: გაუარესებულია სანიტარული მდგომარეობა და კვება, დაწესებულია ახალი შეზღუდვები
ირაკლი ნადირაძე: არც საპროცესო შეთანხმებას ვაპირებ და არც შეწყალების თხოვნას – ბრძოლას ბოლომდე გავაგრძელებ
ევროპარლამენტმა 445 ხმით მხარი დაუჭირა რეზოლუციას, რომელიც „ქართული ოცნებისგან“ ოპოზიციური პარტიების აკრძალვის პროცესის შეწყვეტას მოითხოვს
მარკო რუბიოს გამოსვლა ათენში, აკროპოლისის წინ - შეგვიძლია ხელახლა აღმოვაჩინოთ სათნოება, სიმამაცე და ძალა, რომლებიც ჩვენი დროის საფრთხეებთან გასამკლავებლად გვჭირდება

პაველ ჰერჩინსკი - ჩემი პირადი მოსაზრებაა, რომ საქართველო მიიღებს სტატუსს, დარჩენილი დრო გამოყენებული უნდა იყოს მაქსიმალური პროგრესისთვის

ნახვები: 558 პაველ ჰერჩინსკი - ჩემი პირადი მოსაზრებაა, რომ საქართველო მიიღებს სტატუსს, დარჩენილი დრო გამოყენებული უნდა იყოს მაქსიმალური პროგრესისთვის

ჩემი პირადი მოსაზრებაა, რომ საქართველო მიიღებს კანდიდატის სტატუსს, – ამის შესახებ საქართველოში ევროკავშირის ელჩმა, პაველ ჰერჩინსკიმ ჟურნალისტებს შესაბამისი კითხვის საპასუხოდ განუცხადა.

მისივე თქმით, მნიშვნელოვანია, რომ წლის ბოლომდე საქართველომ გამოიყენოს დრო და მიაღწიოს მაქსიმალურ პროგრესს რეკომენდაციებთან დაკავშირებით.

„როგორც იცით, ევროკომისია ადგენს ანგარიშს. ეს იქნება საქართველოსთვის გაფართოების საკითხზე პირველი ანგარიში ან ოქტომბერში გამოქვეყნდება მოხსენება, რომელიც მოიცავს რეკომენდაციებს. შემდეგ, წლის ბოლოს 27 წევრი ქვეყნის ლიდერი უმაღლეს პოლიტიკურ დონეზე გამართავს შეხვედრას და გადაწყვეტენ, შემდგომი რა ნაბიჯები უნდა გადაიდგას, რაც ეხება საქართველოს განაცხადს ევროკავშირში გაწევრიანებასთან დაკავშირებით. ჩემი პირადი მოსაზრებაა, რომ საქართველო მიიღებს კანდიდატის სტატუსს, მაგრამ უკიდურესად მნიშვნელოვანია, წლის ბოლომდე დარჩენილი დრო გამოყენებული იყოს მაქსიმალური პროგრესისთვის 12 პრიორიტეტთან დაკავშირებით. ასევე ძალიან მნიშვნელოვანია, რომ საქართველოდან კარგი ამბები მოდიოდეს“, – განაცხადა პაველ ჰერჩინსკიმ.

საკვანძო მომენტია საქართველოსთვის, საქართველო გზაგასაყარზე დგას ევროინტეგრაციის პროცესში, ამიტომ უკიდურესად მნიშვნელოვანია, რომ საქართველოსა და ევროკავშირის 27 წევრს შორის დიალოგი იყოს რაც შეიძლება ინტენსიური, – აგანაცხადა ევროკავშირის ელჩმა.

როგორც ელჩმა აღნიშნა, საქართველოს პრემიერ-მინისტრის ბერლინში ვიზიტი ძალიან მნიშვნელოვანია.

„ჩვენ მივესალმებით და მხარს ვუჭერთ საქართველოს ხელისუფლების კონტაქტებს 27 წევრი ქვეყნის დედაქალაქებთან და ევროკავშირის ქვეყნების მაღალჩინოსნების ყველა ვიზიტს საქართველოში. ძალიან მნიშვნელოვანია, რომ ეს დიალოგი იყოს რაც შეიძლება ინტენსიური, რომ 27 წევრმა სახელმწიფომ მიიღოს სწორი გადაწყვეტილება წლის ბოლოს ევროკავშირში წევრობის გზაზე საქართველოს მომდევნო ნაბიჯებთან დაკავშირებით“, – განაცხადა ჰერჩინსკიმ.

საქართველოს პრემიერ-მინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი გერმანიის კანცლერ ოლაფ შოლცს 9 ივნისს შეხვდება.

ყველას ნახვა
ყველას ნახვა
ყველას ნახვა
ყველას ნახვა