ზურაბ ჯაფარიძე: მხოლოდ პარტიების აკრძალვაზე არ არის საუბარი, პოლიტიკური საქმიანობა შესაძლოა ათასობით ადამიანს შეეზღუდოს
ნიკა გვარამია „იმედის“ წილების ცვლილებაზე: ტელეკომპანიიდან მამუკა მდინარაძე ჩამოაშორეს
დავით ოქიტაშვილი: საგამოძიებო უწყებიდან არავინ დამკავშირებია, მზად ვარ მივიდე და ვუთხრა ის, რაც ვიცი
ევროკავშირი საქართველოს ხელისუფლებას აღარ აფინანსებს, თუმცა მოსახლეობის მხარდასაჭერად 2026 წელს 38 მილიონ ევროს გამოყოფს
ვოლოდიმირ ზელენსკი ბრიუსელში ევროპული საბჭოს შეხვედრაზე ჩავიდა – ლიდერები უკრაინის მხარდაჭერასა და 2027 წლის დაფინანსების საკითხს განიხილავენ
President Zelensky arrives at European Council meeting
Ukraine reports over 300 frontline clashes in past 24 hours, with most Russian attacks in Pokrovsk sector
Russian forces lose another 1,790 soldiers in war against Ukraine over past day

თორნიკე რიჟვაძე ნიუ-იორკის მერს ერიკ ადამსს შეხვდა

ნახვები: 523 თორნიკე რიჟვაძე ნიუ-იორკის მერს ერიკ ადამსს შეხვდა

ამერიკის შეერთებულ შტატებში ოფიციალური ვიზიტის ფარგლებში აჭარის მთავრობის თავმჯდომარე თორნიკე რიჟვაძე ნიუ-იორკის მერს არიკ ადამსს შეხვდა.

მხარეებმა თანამშრომლობის პერსპექტივები განიხილეს და კონკრეტული პროექტების განხორციელების შესახებ გაცვალეს ინფორმაცია. ასევე, საუბარი შეეხო ოფიციალური ვიზიტის ფარგლებში განხორციელებულ მნიშვნელოვან შეხვედრებს და მიღწეულ შედეგებს. აჭარის მთავრობის მეთაურმა ნიუ-იორკის მერს ქვეყნისა და რეგიონის ეკონომიკური, ტურისტული, საინვესტიციო პოტენციალისა და ბოლო პერიოდში მიღწეული პროგრესის შესახებ მიაწოდა ინფორმაცია.

მხარეებმა განიხილეს საქართველოსა და ამერიკის შეერთებულ შტატებს შორის არსებული სტრატეგიული პარტნიორობა. შეხვედრაზე ერთობლივი ინფრასტრუქტურული და საინვესტიციო პროექტების განხორციელების შესახებ დასახეს გეგმები.

,,ჩვენ განვიხილეთ პარტნიორობის გაძლიერება, ერთობლივი ინფრასტრუქტურული პროექტები და ინვესტიციები აშშ-დან. საქართველო რჩება სამაგალითო ქვეყნად, როგორც სამშვიდობო პოლიტიკით, ისე იმ ეკონომიკური პროგრესით და ზრდით, რომელიც ბოლო წლების განმავლობაში აქვს ჩვენს ქვეყანას მისი მთავრობის და ბატონი პრემიერ მინისტრის ხელმძღვანელობით. შესაბამისად მერთან ერთად დავგეგმეთ პროექტები, რომელიც გააძლიერებს ჩვენს პარტნიორობას, ასევე, ხელს შეუწყობს პირდაპირ ინვესტიციებს ამერიკიდან“ - განაცხადა თორნიკე რიჟვაძემ.

შეერთებულ შტატებში ვიზიტის ფარგლებში თორნიკე რიჟვაძემ არაერთი ოფიციალური შეხვედრა გამართა, მთავრობის მეთაური შეხვდა მაიამი ბიჩის და მაიამი დეიდის მერებს, ფლოროდის გუბერნატორს, ასევე გამართა შეხვედრები ბიზნესწრეების ხელმძღვანელ პირებთან.


 
 
 
 
 
ყველას ნახვა
ყველას ნახვა
ყველას ნახვა
ყველას ნახვა