გიორგი დავითაძის ადვოკატი: გადაყლაპული საგანი კვლავ მის ორგანიზმშია და პროტესტის ნიშნად მის ამოღებაზე უარს ამბობს
ურსულა ფონ დერ ლაიენი: რუსეთი ტერორის მიზანმიმართულ სტრატეგიას ახორციელებს
ანრი კაგანსა და კენსო სოაის ქიმიის დარგში 2026 წლის ნობელის პრემია მიენიჭათ
ალეკო ელისაშვილი: გიორგი დავითაძის მიმართ მოპყრობას მთელი საპატიმრო აპროტესტებდა, ციხეში კვლავ დაძაბული ვითარებაა
მარტა კოსი საქართველოსთვის უვიზო რეჟიმის შესაძლო შეჩერებაზე: შეგვიძლია მხოლოდ იმდენის გაკეთება, რამდენიც წევრ სახელმწიფოებს სურთ
ელენე ხოშტარია: ლევან იოსელიანმა რუსთავის N6 დაწესებულებაში მორიგეობა უნდა დააწესოს, პატიმრები არც ერთი წუთით მარტო არ უნდა დარჩნენ
ენერგოდამოუკიდებლობის გადადებული შესაძლებლობა: რა გვექნებოდა აშენებული პროექტებით და რატომ გვჭირდება ახალი ელექტროსადგურები
მიხეილ სააკაშვილი: „გუშინაც მართლები ვიყავით და ახლაც მართლები ვართ“ - პინოჩეტად არც მაშინ გამოვდექი და არც ახლა ვაპირებ ამ გზაზე დადგომას

ირაკლი კობახიძე - ჩვენ გვინდა სტატუსის მიღება და ამისთვის იმართება შეხვედრები, შანსები არის 50/50-ზე

ნახვები: 559 ირაკლი კობახიძე - ჩვენ გვინდა სტატუსის მიღება და ამისთვის იმართება შეხვედრები, შანსები არის 50/50-ზე

ჩვენ გვინდა კანდიდატის სტატუსის მიღება და სწორედ ამისათვის იმართება შეხვედრები როგორც ბრიუსელში, ასევე თბილისში ჩვენს პარტნიორებთან, შანსები არის 50/50-ზე, რადგან ეს არის პოლიტიკური გადაწყვეტილება. რომ იყოს ტექნიკური გადაწყვეტილება, ჩვენი შანსები იქნებოდა 100%-იანი, – ამის შესახებ „ქართული ოცნების“ თავმჯდომარემ, ირაკლი კობახიძემ განაცხადა.

მისი თქმით, „მთავარია, რომ საქმეში კიდევ ერთხელ არ ჩაერთოს გლობალური ომის პარტია“.

„დღესაც მიფრინავს ბრიუსელში პრემიერი, ამ ყველაფრის მთავარი მიზეზი არის ის, რომ ჩვენ აქტიურად ვმუშაობთ. ხელისუფლება და მათ შორის, პირველ რიგში, პრემიერ-მინისტრი აქტიურად მუშაობს, რომ ქვეყანამ მიიღოს კანდიდატის სტატუსი, ვიდრე ოპოზიცია ახორციელებს საბოტაჟს და ყველაფერს აკეთებს, რომ არ მიიღოს ქვეყანამ კანდიდატის სტატუსი. პრემიერი, ხელისუფლება ყველაფერს აკეთებს, რომ ჩვენ კანდიდატის სტატუსი მოგვენიჭოს. ამისათვის იმართება შეხვედრები ბრიუსელში, ამისათვის იმართება შეხვედრები ელჩებთან, ეს არის ჩვენი დღის წესრიგი და ჩვენი ამოცანა. ჩვენ გვინდა კანდიდატის სტატუსის მიღება და სწორედ ამისათვის იმართება შეხვედრები როგორც ბრიუსელში, ასევე თბილისში ჩვენს პარტნიორებთან. შანსები არის 50/50-ზე, რადგან ეს არის პოლიტიკური გადაწყვეტილება. ეს რომ იყოს ტექნიკური გადაწყვეტილება, ფაქტებზე დაფუძნებული გადაწყვეტილება, ჩვენი შანსები იქნებოდა 100%-იანი, მაგრამ არის პოლიტიკური გადაწყვეტილება, პოლიტიკური გადაწყვეტილება კი ყოველთვის არის 50/50-ზე. ჩვენთვის მთავარია, რომ საქმეში კიდევ ერთხელ არ ჩაერთოს გლობალური ომის პარტია. გლობალურ ომის პარტიას შეუძლია, 27 ქვეყნიდან ერთი გარეთ გამოსწიოს და ამ შემთხვევაში საქართველოს კანდიდატის სტატუსი არ მიენიჭება, რაც მოხდა დაახლოებით წინა შემთხვევაში ივნისში, როდესაც ჩვენ უსამართლოდ არ მოგვენიჭა კანდიდატის სტატუსი. იმედია, ამ შემთხვევაში გლობალური ომის პარტია საქმეში არ ჩაერთვება, ასეთ შემთხვევაში ჩვენ ძალიან მაღალი ალბათობით მოგვენიჭება კანდიდატის სტატუსი“, – განაცხადა კობახიძემ.

ყველას ნახვა
ყველას ნახვა
ყველას ნახვა
ყველას ნახვა