კოტე კემულარია: გიორგი დავითაძის „შემოწმების“ ვიდეომ შესაძლოა „ქართული ოცნების“ 14-წლიანი მმართველობის ყველაზე დამანგრეველი სკანდალი გამოიწვიოს
გერმანიაში ფედერალური სადაზვერვო სამსახურის ყოფილი ხელმძღვანელი ჯაშუშობის ბრალდებით დააკავეს
მიხეილ სააკაშვილი ივანიშვილს: მადლობა ჩემი პოლიტიკური რეინკარნაციისთვის, პოლიტიკური ლიდერების მხარდაჭერას ციხე მხოლოდ ზრდის
ივანე ჩხაიძე რუსეთში შავი ჭირით სავარაუდო გარდაცვალებაზე: ძალიან მნიშვნელოვანი ფაქტია, დიდი იმედი მაქვს, ინფორმაცია არ დაიმალება
გიორგი დავითაძის მამა ლევან იოსელიანზე: ის არა ხალხისა და წამებული ადამიანის, არამედ „ქართული ოცნების“ უფლებებს იცავს
შუქრი ბურჭულაძე: რეჟიმთან მებრძოლმა ლიდერებმა უღირსად დაყარეს ფარ-ხმალი, მეთაურები არ უნდა ტოვებდნენ ჯარისკაცებს ბრძოლის ველზე
მურთაზ ზოდელავასა და ლაშა ბერიძესთან საპროცესო შეთანხმების პირობები საბოლოო შეთანხმების პროცესშია – შესაძლოა, მათ ციხე 4 ნოემბერს დატოვონ
Ukraine marks Territorial Defense Day

ევროპარლამენტი ნატო-ს წევრებს მოუწოდებენ, დაიწყონ უკრაინის ალიანსში გაწევრიანების პროცესი ომის დასრულების შემდეგ

ნახვები: 566 ევროპარლამენტი ნატო-ს წევრებს მოუწოდებენ, დაიწყონ უკრაინის ალიანსში გაწევრიანების პროცესი ომის დასრულების შემდეგ

ევროპარლამენტმა მიიღო უკრაინის მხარდამჭერი რეზოლუცია, რომელშიც ნატო-ს წევრებს მოუწოდებენ, დაიწყონ უკრაინის ალიანსში გაწევრიანების პროცესი ომის დასრულების შემდეგ. შესაბამის რეზოლუციას 425-მა დეპუტატმა დაუჭირა მხარი, 38-მა წინააღმდეგ მისცა ხმა, 42-მა კი თავი შეიკავა.

დოკუმენტში ევროპარლამენტის წევრები აღნიშნავენ, რომ ისინი ელოდებიან ომის შემდეგ უკრაინის ნატო-ში გაწევრიანების პროცესის დაწყებას და მის რაც შეიძლება მალე დასრულებას. დოკუმენტის თანახმად, უკრაინის მიერ სრულუფლებიანი წევრობის მოპოვებამდე, ევროკავშირმა და მისმა წევრმა სახელმწიფოებმა, ასევე ნატო-ელმა მოკავშირეებმა და ახლო პარტნიორებმა უკრაინასთან მჭიდრო თანამშრომლობით უნდა შექმნან უსაფრთხოების გარანტიების დროებითი მექანიზმი, რომელიც ომის დასრულებისთანავე უნდა ამოქმედდეს.

ამასთან, ევროპარლამენტის წევრები იმედს გამოთქვამენ, რომ ევროკომისია დადებით დასკვნას გამოაქვეყნებს, როგორც კი უკრაინა ევროკომისიის შვიდ რეკომენდაციას შეასრულებს. რეზოლუციის თანახმად, დეპუტატები გაწევრიანების შესახებ მოლაპარაკებების დასაწყებად მკაფიო გზის განსაზღვრას ითხოვენ და აღნიშნავენ, რომ საკმარისი მხარდაჭერის შემთხვევაში, მოლაპარაკებები შესაძლოა, უკვე, მიმდინარე წელს დაიწყოს. დოკუმენტში ნათქვამია, რომ უკრაინის ევროკავშირსა და ნატო-ში ინტეგრაცია გააძლიერებს ევროპისა და მსოფლიოს უსაფრთხოებას.

ევროპარლამენტი ასევე გმობს რუსეთის მიერ კახოვკის ჰიდროელექტროსადგურის კაშხლის განადგურებას და ამას სამხედრო დანაშაულად აფასებს, რომელმაც გარემოს უდიდესი ზიანი მიაყენა. დეპუტატების თქმით, ამ და სხვა სამხედრო დანაშაულებისთვის პასუხისმგებელი პირები პასუხს აგებენ საერთაშორისო სამართლის შესაბამისად. რეზოლუციის ნაწილი ეძღვნება უკრაინის აღდგენას. ევროპარლამენტის წევრები ევროკავშირს მოუწოდებენ, შექმნან უკრაინის აღდგენისთვის ყოვლისმომცველი და ადეკვატური პაკეტი, რომელშიც გათვალისწინებული იქნება ქვეყნის გადაუდებელი, საშუალოვადიანი და გრძელვადიანი საჭიროებები.

ყველას ნახვა
ყველას ნახვა
ყველას ნახვა