ისრაელის პრეზიდენტმა ქართველი წარმოშობის ექიმი შოთა მუსაევი სამოქალაქო გმირობისთვის დააჯილდოვა
მარტა კოსი: ევროკავშირს კვლავ სჯერა საქართველოს ევროპული მომავლის
Ivanishvili's Georgia Has No Place in the West Marco Rubio Described
გოჩა მირცხულავა: მარკო რუბიოს მიერ აღწერილ დასავლეთში ივანიშვილის საქართველოს ადგილი აღარ ჩანს
მიხეილ სააკაშვილი ციხეებში არსებულ ვითარებაზე: გაუარესებულია სანიტარული მდგომარეობა და კვება, დაწესებულია ახალი შეზღუდვები
ირაკლი ნადირაძე: არც საპროცესო შეთანხმებას ვაპირებ და არც შეწყალების თხოვნას – ბრძოლას ბოლომდე გავაგრძელებ
ევროპარლამენტმა 445 ხმით მხარი დაუჭირა რეზოლუციას, რომელიც „ქართული ოცნებისგან“ ოპოზიციური პარტიების აკრძალვის პროცესის შეწყვეტას მოითხოვს
მარკო რუბიოს გამოსვლა ათენში, აკროპოლისის წინ - შეგვიძლია ხელახლა აღმოვაჩინოთ სათნოება, სიმამაცე და ძალა, რომლებიც ჩვენი დროის საფრთხეებთან გასამკლავებლად გვჭირდება

მიხეილ სააკაშვილი - დაიწყეს უკვე „ოცნების თამაში“, „ორპოლუსიანობა ბიძინას აწყობს“, მერე ვინ გიშლით ხელს - შექმენით მეორე, მესამე, მეხუთე პოლუსი და გაანძრიეთ ხელი

ნახვები: 557 მიხეილ სააკაშვილი - დაიწყეს უკვე „ოცნების თამაში“, „ორპოლუსიანობა ბიძინას აწყობს“, მერე ვინ გიშლით ხელს - შექმენით მეორე, მესამე, მეხუთე პოლუსი და გაანძრიეთ ხელი

დაიწყეს უკვე „ოცნების თამაში“, „ორპოლუსიანობა ბიძინას აწყობს“ და ა.შ. სწორედ ესაა ოლიგარქის ნარატივი. მერე ვინ გიშლით ხელს - შექმენით მეორე, მესამე, მეხუთე პოლუსი და გაანძრიეთ ხელი. მე პრაქტიკულად ხელფეხშეკრული ვარ, -ამის შესახებ ყოფილი პრეზიდენტი მიხეილ სააკაშვილი სოციალურ ქსელში წერს.

მისი თქმით, საბოლოო ჯამში ყველა გაერთიანებისკენ უნდა წავიდეს და დიდ ერთობას ალტერნატივა არა აქვს.

„ჯერ გავერთიანდეთ თემატურად მაგალითად კინოცენტრის თემაზე, სამედიცინო რეგულაციების თემაზე, მიგრაციის საკითხებზე.

ვისწავლოთ ერთად შედეგის მიღწევა. არავის არ უნდა დაველოდოთ, მითუმეტეს ოლიგარქის შემოგდებულ ყალბ თემებს. არსებობს რეალური გამოწვევები და ყველამ სათითაოდ უნდა ირწმუნოს საკუთარი თავის ძალის და როცა „ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“, „გირჩის“, „ლელოს“, „სტრატეგია აღმაშენებლის“ წარმომადგენლები კონკრეტულ საკითხზე ერთად დასხდებიან და გადაწყვეტენ მას, მერე და მერე უფრო გაადვილდება ერთობის შექმნა არა ილუზიური საარჩევნო სიების, არამედ საქართველოს გადარჩენის გარშემო.

რაც შეეხება ჩემს მეტ ჩართულობას, ეს პირველ რიგში პუტინისთვის და ივანიშვილისთვისაა ცუდი ამბავი, რადგან მე ვერ გამტეხეს (ნუ ჯანმრთელობას სამწუხაროდ არ ვგულისხმობ).

ერთხელ უკვე გადავდე სიცოცხლე საქართველოსთვის, როცა არ დავტოვე თბილისი 2008-ში, მეორეჯერ 2021-ში და ეს სიცოცხლე ახლა ეკუთვნის ამ ჩვენს საერთო, ქართულ-უკრაინულ ბრძოლას“, - აცხადებს სააკაშვილი.

ყველას ნახვა
ყველას ნახვა
ყველას ნახვა
ყველას ნახვა