ზურაბ ჯაფარიძე: მხოლოდ პარტიების აკრძალვაზე არ არის საუბარი, პოლიტიკური საქმიანობა შესაძლოა ათასობით ადამიანს შეეზღუდოს
ნიკა გვარამია „იმედის“ წილების ცვლილებაზე: ტელეკომპანიიდან მამუკა მდინარაძე ჩამოაშორეს
დავით ოქიტაშვილი: საგამოძიებო უწყებიდან არავინ დამკავშირებია, მზად ვარ მივიდე და ვუთხრა ის, რაც ვიცი
ევროკავშირი საქართველოს ხელისუფლებას აღარ აფინანსებს, თუმცა მოსახლეობის მხარდასაჭერად 2026 წელს 38 მილიონ ევროს გამოყოფს
ვოლოდიმირ ზელენსკი ბრიუსელში ევროპული საბჭოს შეხვედრაზე ჩავიდა – ლიდერები უკრაინის მხარდაჭერასა და 2027 წლის დაფინანსების საკითხს განიხილავენ
President Zelensky arrives at European Council meeting
Ukraine reports over 300 frontline clashes in past 24 hours, with most Russian attacks in Pokrovsk sector
Russian forces lose another 1,790 soldiers in war against Ukraine over past day

იაგო ხვიჩია - არ მესმის, საქართველოსთვის სტატუსის მინიჭება „ქართული ოცნების“ გაჯეჯილება რატომ არის, „ქოცებმა“ იმაზე მეტი როგორ უნდა გაიჯეჯილონ, ახლა რომ ჯეჯილობენ

ნახვები: 525 იაგო ხვიჩია - არ მესმის, საქართველოსთვის სტატუსის მინიჭება „ქართული ოცნების“ გაჯეჯილება რატომ არის, „ქოცებმა“ იმაზე მეტი როგორ უნდა გაიჯეჯილონ, ახლა რომ ჯეჯილობენ

არ ვიცი, „ქოცებმა“ იმაზე მეტი როგორ უნდა გაიჯეჯილონ, ახლა რომ ჯეჯილობენ. აქედან გამომდინარე, არ მესმის, საქართველოსთვის ევროკავშირის წევრობის კანდიდატის სტატუსის მინიჭება გაჯეჯილება რატომ არის და რატომ არ არის მცირე სიხარულის მომტანი ქართველი ხალხისთვის, – ამის შესახებ „გირჩის“ წევრმა, იაგო ხვიჩიამ განაცხადა.

ხვიჩია გამოეხმაურა გიგი უგულავას განცხადებას, სადაც ის ამბობს: „ახლა რომ კანდიდატის სტატუსი მოგვცენ, „ქოცები“ ბოლომდე გადაჯეჯილდებიან“.

„ვისაც „ქოცების“ გაჯეჯილების ეშინია, იმ ხალხს ვეტყოდი, რომ „ქოცები“ უკვე ჯეჯილობენ. შესაბამისად, სტატუსი „ქოცებს“ არ ეხება, რადგან მათ უკვე რაც განახორციელეს, იქიდან გამომდინარე, დასავლეთის მიმართ მათ სიყვარულს არავინ დაიჯერებს. ვის-ვის და ამ ყველაფრის მიხვედრა უგულავას არ უნდა გაუჭირდეს. ალბათ ფიქრობს, რომ კიდევ მეტად გაჯეჯილდებიან, მაგრამ ამაზე მეტად რომ გაჯეჯილდნენ, ხალხი დაამხობთ და, ჩემი აზრით, ეს არ აწყობთ“, – განაცხადა იაგო ხვიჩიამ.

 

 
ყველას ნახვა
ყველას ნახვა
ყველას ნახვა
ყველას ნახვა