ზელენსკი: აშშ უკრაინას სადაზვერვო ინფორმაციის მიწოდების შეწყვეტით დაემუქრა, თუ რუსულ ნავთობგადამამუშავებელ ქარხნებზე თავდასხმებს არ შეაჩერებს
თამარ ჩერგოლეიშვილი: საკონსტიტუციო სასამართლოში პარტიების აკრძალვის პროცესში მონაწილეობას არ მივიღებთ
War update: 229 clashes along front line over past day, Pokrovsk sector sees fiercest fighting
Russia’s war casualty toll in Ukraine up by 1,650 over past day
MI5 Chief calls Russia UK’s No. 1 aggressor
Germany joins Ukraine Transport Support Fund with EUR 1M contribution
Zelensky, Carney discuss U.S. contacts and upcoming diplomatic events
Russia prepares for possible direct military confrontation with Europe by 2045, Ukrainian Intelligence says

შარლ მიშელი - მივესალმებით საქართველოს მიერ გადადგმულ ბოლო ნაბიჯებს, ყველაფერს გავაკეთებთ მისი მცდელობების მხარდაჭერისთვის

ნახვები: 536 შარლ მიშელი - მივესალმებით საქართველოს მიერ გადადგმულ ბოლო ნაბიჯებს, ყველაფერს გავაკეთებთ მისი მცდელობების მხარდაჭერისთვის

მივესალმებით საქართველოს მიერ გადადგმულ ბოლო ნაბიჯებს და ყველაფერს გავაკეთებთ, რათა მხარი დავუჭიროთ საქართველოს მცდელობებს, მაგრამ ვნახავთ, როგორი იქნება ევროკომისიის მოხსენება, – ამის შესახებ ჟურნალისტებს ევროპული საბჭოს პრეზიდენტმა, შარლ მიშელმა ბრიუსელში ევროგაერთიანების ლიდერთა სამიტის დაწყების წინ განუცხადა.

მისი თქმით, ევროკომისია გაფართოების შესახებ მოხსენებას გამოაქვეყნებს მიმდინარე წლის ზაფხულის შემდეგ და, აღნიშნულ მოხსენებაზე დაყრდნობით, წლის ბოლოს, სავარაუდოდ, დეკემბერში ევროპული საბჭო მიიღებს გადაწყვეტილებას.

„რაც შეეხება საქართველოს, ჩვენ მივესალმებით საქართველოს მიერ გადადგმულ ბოლო ნაბიჯებს და ყველაფერს გავაკეთებთ, რათა მხარი დავუჭიროთ საქართველოს მცდელობებს, მაგრამ ვნახავთ, როგორი იქნება მოხსენება ზაფხულის შემდეგ. ბევრი რამ იქნება დამოკიდებული საქართველოზე, რეკომენდაციების შესრულება იქნება მთავარი, რომ ევროპულმა საბჭომ საქართველოსთან დაკავშირებით მიიღოს გადაწყვეტილება წლის ბოლოს“, – განაცხადა შარლ მიშელმა.

ყველას ნახვა
ყველას ნახვა
ყველას ნახვა
ყველას ნახვა