იქნებ სადმე ხანძარია? - დაპოსტე, რომ გავიგოთ!
ელენე ხოშტარია: ბიძინა ივანიშვილმა წინააღმდეგობის დასრულება არაერთხელ სცადა და არ გამოუვიდა – პარტიების აკრძალვაც მორიგი წარუმატებელი მცდელობა იქნება
Bloomberg: დიდი ბრიტანეთი უკრაინას დამატებით Storm Shadow-ის რაკეტებს გადასცემს რუსეთის სამხედრო ობიექტებზე დარტყმებისთვის
ლევან ხაბეიშვილი ბათუმში ბადრაგირებას და საკონსტიტუციო სასამართლოს პროცესზე დასწრებას ითხოვს – „რეალურად ასამართლებენ ჩვენს სამშობლოს, საქართველოს“
ნიკო კვარაცხელიას დედა: უნდა გაირკვეს, ვინ დაუკვეთა ჩემი შვილის მკვლელობა – წინააღმდეგ შემთხვევაში, გამოდის, რომ დამკვეთი ისევ ხელისუფლებაშია
შსს-მ ვატო ყიფიანი და ავთანდილ ბილანიშვილი, მეტსახელად „კაწრო“, ჯგუფური ძალადობის ბრალდებით დააკავა
რომან გოცირიძე: რუსული დიზელის იმპორტი აშშ-ში საწვავის ფასებზე უმნიშვნელო გავლენას მოახდენს, სანაცვლოდ კი ტრამპს რეპუტაციულ ზიანს მიაყენებს
აშშ-ში თავშესაფრის მისაღებად ყალბი დოკუმენტების დამზადების საქმეზე ბრალდებული გიორგი ხატიაშვილი არგენტინიდან საქართველოში ექსტრადირებულია

ევროკავშირის ლიდერების ერთობლივი განცხადება - ევროკავშირი გააგრძელებს მჭიდრო თანამშრომლობას საქართველოსთან, რათა დაეხმაროს ევროპულ გზაზე წინსვლისთვის საჭირო პირობების შესრულებაში

ნახვები: 532 ევროკავშირის ლიდერების ერთობლივი განცხადება - ევროკავშირი გააგრძელებს მჭიდრო თანამშრომლობას საქართველოსთან, რათა დაეხმაროს ევროპულ გზაზე წინსვლისთვის საჭირო პირობების შესრულებაში

ევროკავშირის ლიდერებმა ბრიუსელში სამიტის პირველი დღე უკრაინაზე, უსაფრთხოებასა და თავდაცვაზე ერთობლივი განცხადების მიღებით დაასრულეს, სადაც საქართველოზეც არის საუბარი.

სამიტის დასკვნით დოკუმენტში წერია, რომ ევროპული საბჭო აღნიშნავს საქართველოს ხელისუფლების მიერ ბოლო დროს გადადგმული ნაბიჯებს. ევროკავშირი გააგრძელებს მჭიდრო თანამშრომლობას საქართველოსთან, რათა დაეხმაროს მას ევროპულ გზაზე წინსვლისთვის საჭირო პირობების შესრულებაში.

სამიტის მონაწილეები საუბრობენ უკრაინისა და მოლდოვას პროგრესის შესახებ. ერთობლივი განცხადების თანახმად, ლიდერები აღიარებენ უკრაინის არსებით ძალისხმევას ევროკავშირში გაწევრიანების პროცესში აუცილებელი პირობების შესასრულებლად და მოუწოდებენ უკრაინას, გააგრძელოს რეფორმების გზა.

ეს ევროკავშირის ლიდერების პირველი შეხვედრაა ბრიუსელში მას შემდეგ, რაც ევროკომისარმა ოლივერ ვარჰეიმ რეფორმების პროგრესზე ზეპირი მოხსენება წარადგინა.

ყველას ნახვა
ყველას ნახვა
ყველას ნახვა
ყველას ნახვა