გიორგი დავითაძის ადვოკატი: გადაყლაპული საგანი კვლავ მის ორგანიზმშია და პროტესტის ნიშნად მის ამოღებაზე უარს ამბობს
ურსულა ფონ დერ ლაიენი: რუსეთი ტერორის მიზანმიმართულ სტრატეგიას ახორციელებს
ანრი კაგანსა და კენსო სოაის ქიმიის დარგში 2026 წლის ნობელის პრემია მიენიჭათ
ალეკო ელისაშვილი: გიორგი დავითაძის მიმართ მოპყრობას მთელი საპატიმრო აპროტესტებდა, ციხეში კვლავ დაძაბული ვითარებაა
მარტა კოსი საქართველოსთვის უვიზო რეჟიმის შესაძლო შეჩერებაზე: შეგვიძლია მხოლოდ იმდენის გაკეთება, რამდენიც წევრ სახელმწიფოებს სურთ
ელენე ხოშტარია: ლევან იოსელიანმა რუსთავის N6 დაწესებულებაში მორიგეობა უნდა დააწესოს, პატიმრები არც ერთი წუთით მარტო არ უნდა დარჩნენ
ენერგოდამოუკიდებლობის გადადებული შესაძლებლობა: რა გვექნებოდა აშენებული პროექტებით და რატომ გვჭირდება ახალი ელექტროსადგურები
მიხეილ სააკაშვილი: „გუშინაც მართლები ვიყავით და ახლაც მართლები ვართ“ - პინოჩეტად არც მაშინ გამოვდექი და არც ახლა ვაპირებ ამ გზაზე დადგომას

პარლამენტმა „საარჩევნო კოდექსში“ ცვლილებებზე პრეზიდენტის ვეტო დაძლია

ნახვები: 563 პარლამენტმა „საარჩევნო კოდექსში“ ცვლილებებზე პრეზიდენტის ვეტო დაძლია

22 მომხრე და 33 წინააღმდეგი – პარლამენტმა „საარჩევნო კოდექსში“ შეტანილ ცვლილებებთან დაკავშირებით, პრეზიდენტის მოტივირებული შენიშვნები არ გაითვალისწინა.

კენჭისყრის პროცედურის დასრულების შემდეგ დეპუტატებმა თავიდან უყარეს კენჭი „საარჩევნო კოდექსში“ შესატან ცვლილებებს, რაც პარლამენტმა 78 ხმით 14 წინააღმდეგ დაამტკიცა.

აღნიშნული ცვლილებების თანახმად, ცესკო-ს თავმჯდომარისა და წევრების შესარჩევ კონკურსს გამოაცხადებს და საკონკურსო კომისიას შექმნის პარლამენტის თავმჯდომარე. კომისიის შემადგენლობაში იქნება ცხრა წევრი და ის დაკომპლექტებული იქნება პრეზიდენტის ერთი წარმომადგენლის, სამოქალაქო სექტორისა და აკადემიური წრეების რვა წარმომადგენლისგან. ცვლილებების მიხედვით, ცესკო-ს თავმჯდომარისა და ცესკო-ს წევრების კანდიდატურებს პარლამენტს წარუდგენს საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარე. კანონპროექტის თანახმად, საქართველოს პრეზიდენტი მონაწილეობას მიიღებს ცესკო-ს თავმჯდომარეობისა და წევრობის კანდიდატურების წარდგენის პროცესში, თუ საქართველოს პარლამენტი პირველივე ჯერზე ვერ შეძლებს ვაკანტურ თანამდებობებზე პირთა არჩევას.

ცესკო-ს თავმჯდომარისა და წევრები აირჩევიან 5 წლის ვადით პარლამენტის სრული შემადგენლობის უმრავლესობით.

ყველას ნახვა
ყველას ნახვა
ყველას ნახვა
ყველას ნახვა