იქნებ სადმე ხანძარია? - დაპოსტე, რომ გავიგოთ!
ელენე ხოშტარია: ბიძინა ივანიშვილმა წინააღმდეგობის დასრულება არაერთხელ სცადა და არ გამოუვიდა – პარტიების აკრძალვაც მორიგი წარუმატებელი მცდელობა იქნება
Bloomberg: დიდი ბრიტანეთი უკრაინას დამატებით Storm Shadow-ის რაკეტებს გადასცემს რუსეთის სამხედრო ობიექტებზე დარტყმებისთვის
ლევან ხაბეიშვილი ბათუმში ბადრაგირებას და საკონსტიტუციო სასამართლოს პროცესზე დასწრებას ითხოვს – „რეალურად ასამართლებენ ჩვენს სამშობლოს, საქართველოს“
ნიკო კვარაცხელიას დედა: უნდა გაირკვეს, ვინ დაუკვეთა ჩემი შვილის მკვლელობა – წინააღმდეგ შემთხვევაში, გამოდის, რომ დამკვეთი ისევ ხელისუფლებაშია
შსს-მ ვატო ყიფიანი და ავთანდილ ბილანიშვილი, მეტსახელად „კაწრო“, ჯგუფური ძალადობის ბრალდებით დააკავა
რომან გოცირიძე: რუსული დიზელის იმპორტი აშშ-ში საწვავის ფასებზე უმნიშვნელო გავლენას მოახდენს, სანაცვლოდ კი ტრამპს რეპუტაციულ ზიანს მიაყენებს
აშშ-ში თავშესაფრის მისაღებად ყალბი დოკუმენტების დამზადების საქმეზე ბრალდებული გიორგი ხატიაშვილი არგენტინიდან საქართველოში ექსტრადირებულია

საქართველოს პრეზიდენტი მოუწოდებს შესაბამის ორგანოებს, უზრუნველყონ „პრაიდის“ ფესტივალის უსაფრთხოდ ჩატარება

ნახვები: 532 საქართველოს პრეზიდენტი მოუწოდებს შესაბამის ორგანოებს, უზრუნველყონ „პრაიდის“ ფესტივალის უსაფრთხოდ ჩატარება

საქართველოს პრეზიდენტს მიაჩნია, რომ სიტყვისა და გამოხატვის თავისუფლება ადამიანის ფუნდამენტური უფლებაა და ნებისმიერი რამ, რაც ამ პრინციპს ეწინააღმდეგება მიუღებელია, – ამის შესახებ საქართველოს პრეზიდენტის ადმინისტრაციის განცხადებაშია აღნიშნული.

პრეზიდენტი მოუწოდებს შესაბამის ორგანოებს, უზრუნველყონ „პრაიდის“ ფესტივალის უსაფრთხოდ ჩატარება.

„დაუშვებელია ძალადობა და ძალადობრივი ჯგუფების წახალისება.

საქართველოს პრეზიდენტი მოუწოდებს შესაბამის ორგანოებს, უზრუნველყონ „პრაიდის“ ფესტივალის უსაფრთხოდ ჩატარება და მონაწილეთა სიტყვისა და გამოხატვის თავისუფლება, რომელიც დაცულია კონსტიტუციით.

პრეზიდენტის დავალებით, „პრაიდის“ ფესტივალს დაესწრება პრეზიდენტის მრჩეველი ადამიანის უფლებათა საკითხებში“, – აღნიშნულია განცხადებაში.

ყველას ნახვა
ყველას ნახვა
ყველას ნახვა
ყველას ნახვა