დონალდ ტრამპი საფრანგეთს საზღვრების დაუყოვნებლივ ჩაკეტვისკენ მოუწოდებს – „მიგრანტებმა ქვეყანა ხელში ჩაიგდეს“
ევროკომისია ოპოზიციური პარტიების აკრძალვის საქმეზე: სასამართლო სისტემის შემაშფოთებელი ინსტრუმენტალიზაცია საფრთხეს უქმნის დემოკრატიულ პლურალიზმს
საფრანგეთში არეულობების გამო ქალაქების მერებს ნაწილობრივი კომენდანტის საათის დაწესების უფლება მიეცათ
ირაკლი ღარიბაშვილის საქმე სასამართლოს არსებით განხილვაზე გადავიდა – მოსამართლემ დაცვის მხარის მოთხოვნა არ დააკმაყოფილა
ჟურნალისტი ვახო სანაია საკუთარ საცხოვრებელ სახლთან დააკავეს – „ჩვენ არ გავჩუმდებით, რამდენი პატიმრობაც უნდათ, იმდენი გამოწერონ“
ირაკლი ღარიბაშვილის საქმის განხილვა ღია რეჟიმში ჩატარდება – სასამართლომ პროკურატურის მოთხოვნა არ დააკმაყოფილა
რომან გოცირიძე: ციფრული ფული გარდაუვალი განვითარებაა, თუმცა სახელმწიფოს მოქალაქეთა ფინანსებზე კონტროლის დამატებით ბერკეტებსაც აძლევს
ჟურნალისტ ვახო სანაიას სოციალურ ქსელში გამოქვეყნებული სამი პოსტის გამო 30-დღიანი ადმინისტრაციული პატიმრობა შეეფარდა

შალვა პაპუაშვილი - სამწუხაროდ, პრეზიდენტის განცხადებაც ახალისებს, რომ შემდეგ უცხო ქვეყნის ელჩი თავს უფლებას აძლევს, თქვას, თითქოს პოლიცია თავის ამოცანებს ვერ ასრულებს

ნახვები: 518 შალვა პაპუაშვილი - სამწუხაროდ, პრეზიდენტის განცხადებაც ახალისებს, რომ შემდეგ უცხო ქვეყნის ელჩი თავს უფლებას აძლევს, თქვას, თითქოს პოლიცია თავის ამოცანებს ვერ ასრულებს

სამწუხაროდ, პრეზიდენტის ასეთი განცხადებაც ახალისებს იმას, რომ შემდეგ უცხო ქვეყნის ელჩი თავს უფლებას აძლევს თქვას, პოლიცია თავის ამოცანებს ვერ ასრულებს, – ამის შესახებ პარლამენტის თავმჯდომარე, შალვა პაპუაშვილმა „იმედის“ ეთერში განაცხადა.

როგორც შალვა პაპუაშვილმა აღნიშნა,  პოლიციამ დღეს ვერ უზრუნველყო პრაიდის ფესტივალის ჩატარება, მაგრამ პრიორიტეტები სწორად დასახა და იზრუნა მთავარზე, ადამიანის ჯანმრთელობაზე.

„როდესაც უცხო ქვეყნის წარმომადგენელი უყურებს, რომ პრეზიდენტი საკუთარ პოლიციაზე ასეთი პრეტენზიებით საუბრობს, სხვასაც ეძლევა შესაძლებლობა, რომ ჩვენს პოლიციაზე ასეთი რაღაცები თქვას. მართალია, დღეს ჩვენმა პოლიციამ ვერ უზრუნველყო ამ ღონისძიების ჩატარება, მაგრამ პრიორიტეტები სწორად დასახა და იზრუნა მთავარზე – ადამიანის ჯანმრთელობაზე. პოლიცია მათი ინტერესებიდან გამომდინარე მოქმედებდა“, – განაცხადა პაპუაშვილმა.

ყველას ნახვა
ყველას ნახვა
ყველას ნახვა
ყველას ნახვა