ჯაშუშობაში ბრალდებული გიორგი უძილაური: მიხეილ ტიმოფეევი განწირულია ნავალნის ბედის გაზიარებისთვის
„თბილისობა 2026“ 3-4 ოქტომბერს გაიმართება – სრული პროგრამა და ღონისძიებების ლოკაციები
მიხეილ სააკაშვილი IRI-ის კვლევაზე: ხალხს კვლევებში მონაწილეობის ეშინია, შეწყვიტეთ მოთქმა და იფიქრეთ, თავისუფლად რომ დავდიოდე, რამდენ ხანში დავასრულებდი ამათ
გოჩა მირცხულავა: ქართველი ამომრჩეველი საკუთარი თავის მოტყუებას მუდმივად ახერხებს
EPP რუსეთის მიერ აფხაზეთისა და ცხინვალის რეგიონის ოკუპაციისა და ანექსიის პროცესზე სპეციალურ განცხადებას ავრცელებს
დიდი ბრიტანეთი ოკუპირებულ აფხაზეთსა და ცხინვალის რეგიონთან დაკავშირებულ სამ პირს სანქციებს უწესებს
სუს-ის უფროსის ყოფილი მოადგილე ლევან ახობაძე 500 000-ლარიანი გირაოს სანაცვლოდ გათავისუფლდა
გოჩა მირცხულავა: შიო III, მიტროპოლიტი ანტონი და ისევ აფხაზეთი – მეტისმეტად ბევრი დამთხვევაა ერთსა და იმავე თემაზე

ქუთაისის საერთაშორისო აეროპორტი - უამინდობის გამო აეროპორტი დროებით მუშაობას 11 ივლისის 07:00 სთ-მდე წეყვეტს, ფრენები თბილისის აეროპორტშია გადამისამართებული

ნახვები: 588 ქუთაისის საერთაშორისო აეროპორტი - უამინდობის გამო აეროპორტი დროებით მუშაობას 11 ივლისის 07:00 სთ-მდე წეყვეტს, ფრენები თბილისის აეროპორტშია გადამისამართებული

ქუთაისის საერთაშორისო აეროპორტი დროებით მუშაობას წყვეტს, წინასწარი ინფორმაციით, 11 ივლისის 07:00 სთ-მდე, – ამის შესახებ ქუთაისის აეროპორტი სოციალურ ქსელში ავრცელებს ინფორმაციას.

მათივე ცნობით, აეროპორტის მუშაობის შეფერხების მიზეზი დასავლეთ საქართველოში უამინდობა, ძლიერი წვიმაა.

„უხვი ნალექის გამო შეფერხდა აეროპორტის სამგზავრო ტერმინალის მუშაობა. ამ ეტაპზე მიღებულია უსაფრთხოების ყველანაირი ზომები. ქუთაისის საერთაშორისო აეროპორტში დაგეგმილი ფრენები თბილისის საერთაშორისო აეროპორტშია გადამისამართებული.

ამასთან, გამოცხადებულია ე.წ. ნოტამი, რაც გულისხმობს საერთაშორისო საავიაციო არხების საშუალებით შესაბამისი ინფორმაციის გავრცელებას. აეროპორტის ტერიტორიაზე აქტიურად მუშაობს ექსპერტთა ჯგუფი – ადგილზე სწავლობს არსებულ ვითარებას. საქართველოს აეროპორტების გაერთიანება სრულადაა პროცესში ჩართული და ოპერატიულად მოახდენს მოსახლეობის ინფორმირებას“, – აღნიშნულია ქუთაისის აეროპორტის მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში.

ყველას ნახვა
ყველას ნახვა
ყველას ნახვა