ისრაელის პრეზიდენტმა ქართველი წარმოშობის ექიმი შოთა მუსაევი სამოქალაქო გმირობისთვის დააჯილდოვა
მარტა კოსი: ევროკავშირს კვლავ სჯერა საქართველოს ევროპული მომავლის
Ivanishvili's Georgia Has No Place in the West Marco Rubio Described
გოჩა მირცხულავა: მარკო რუბიოს მიერ აღწერილ დასავლეთში ივანიშვილის საქართველოს ადგილი აღარ ჩანს
მიხეილ სააკაშვილი ციხეებში არსებულ ვითარებაზე: გაუარესებულია სანიტარული მდგომარეობა და კვება, დაწესებულია ახალი შეზღუდვები
ირაკლი ნადირაძე: არც საპროცესო შეთანხმებას ვაპირებ და არც შეწყალების თხოვნას – ბრძოლას ბოლომდე გავაგრძელებ
ევროპარლამენტმა 445 ხმით მხარი დაუჭირა რეზოლუციას, რომელიც „ქართული ოცნებისგან“ ოპოზიციური პარტიების აკრძალვის პროცესის შეწყვეტას მოითხოვს
მარკო რუბიოს გამოსვლა ათენში, აკროპოლისის წინ - შეგვიძლია ხელახლა აღმოვაჩინოთ სათნოება, სიმამაცე და ძალა, რომლებიც ჩვენი დროის საფრთხეებთან გასამკლავებლად გვჭირდება

თინა ბოკუჩავა - ყველა პოლიტიკოსმა თავად უნდა მიიღოს გადაწყვეტილება, რომელ პარტიასთან, პოლიტიკურ პლატფორმასთან სურს აფილირება, დარწმუნებული ვარ, ნიკა მელიაც ამ გადაწყვეტილებას მიიღებს

ნახვები: 556 თინა ბოკუჩავა - ყველა პოლიტიკოსმა თავად უნდა მიიღოს გადაწყვეტილება, რომელ პარტიასთან, პოლიტიკურ პლატფორმასთან სურს აფილირება, დარწმუნებული ვარ, ნიკა მელიაც ამ გადაწყვეტილებას მიიღებს

ყველა პოლიტიკოსმა თავად უნდა მიიღოს გადაწყვეტილება, რომელ პარტიასთან და პოლიტიკურ პლატფორმასთან სურს აფილირება. დარწმუნებული ვარ, ნიკა მელიაც ამ გადაწყვეტილებას მიიღებს, – ამის შესახებ „ნაციონალური მოძრაობის“ წევრმა, თინა ბოკუჩავამ განაცხადა.

ბოკუჩავას კითხვა დაუსვეს „ნაციონალური მოძრაობის“ წევრის, პეტრე ცისკარიშვილის განცხადებასთან დაკავშირებით, სადაც მან აღნიშნა: „ნიკა მელია თვეებია, „ნაციონალურ მოძრაობას“ თავს ესხმის. მას სძულს ყველაფერი, რაც „ნაციონალურ მოძრაობასთან“ არის დაკავშირებული, თვითონ აყენებს თავს ამ პარტიის მიღმა“.

თინა ბოკუჩავას თქმით, დამაზიანებელია ნებისმიერი მცდელობა, რომელიც ერთიანობისკენ არ არის მიმართული.

„მუდმივი ურთიერთთავდასხმის რეჟიმი, რაშიც მონაწილეობა არასდროს მიმიღია, ძალიან დამაზიანებელია. ჩვენ მაქსიმალური კონსოლიდაციით უნდა შევიდეთ შემდეგ არჩევნებზე, რომელიც, პრაქტიკულად, კარს არის მომდგარი, და დავამარცხოთ რუსული რეჟიმი, არა მხოლოდ „ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ შიგნით კონსოლიდაციით, არამედ, ზოგადად, ოპოზიციურ ფლანგზე. ამ პროცესს აზიანებს ნებისმიერი მცდელობა, რომ არ იყოს ერთი ფრონტი. ვგულისხმობ ფორმალიზებულ გაერთიანებას. ამ არჩევნებისთვის ბლოკების შექმნა შესაძლებელი არ არის, მაგრამ ნებისმიერი მცდელობა, რომელიც ერთიანობისკენ არ არის მიმართული, დამაზიანებელია არა პარტიისთვის, არამედ საერთო მიზნისთვის, რომლის ირგვლივაც უნდა გავერთიანდეთ ყველა, ვინც თავს მივიჩნევთ ივანიშვილის რეჟიმის ოპოზიციაში და ვისაც გვსურს, დასრულდეს რუსული მმართველობა, ჩვენმა ქვეყანამ არ დაკარგოს ისტორიული შანსი, გახდეს ევროპის ნაწილი“, – განაცხადა თინა ბოკუჩავამ.

ამასთან, როგორც ბოკუჩავამ აღნიშნა, მაქსიმალურად უნდა გაერთიანდნენ პარტიის შიგნით და ოპოზიციურ ფრონტზე, რათა საერთო მიზანს მიაღწიონ.

„აკო მინაშვილი და კობა ნაყოფია პარტიის დაფუძნების დღიდან იყვნენ პარტიის ძალიან აქტიური წევრები და დარწმუნებული ვარ, მომავალშიც ერთობლივად, ასევე სააკაშვილის მონაწილეობით, ლიდერობით ბევრ სასარგებლო საქმეს გავაკეთებთ ჩვენი ქვეყნისთვის. სააკაშვილს აბსოლუტურად ვეთანხმები, რომ დასაკარგი არავინ არ არის. ახლა არის გადამწყვეტი დრო არა პარტიისთვის, არამედ ქვეყნისთვის და სააკაშვილისთვისაც. სააკაშვილი ჯანმრთელობის კუთხით ასეთ მძიმე მოცემულობაშიც კი ქვეყანასა და ქვეყნის მომავალზე საუბრობს. მაქსიმალურად უნდა გავერთიანდეთ პარტიის შიგნით, ისევე როგორც ოპოზიციურ ფრონტზე, რათა საერთო მიზანს მივაღწიოთ“, – აღნიშნა ბოკუჩავამ.

ყველას ნახვა
ყველას ნახვა
ყველას ნახვა
ყველას ნახვა