კოტე კემულარია: გიორგი დავითაძის „შემოწმების“ ვიდეომ შესაძლოა „ქართული ოცნების“ 14-წლიანი მმართველობის ყველაზე დამანგრეველი სკანდალი გამოიწვიოს
გერმანიაში ფედერალური სადაზვერვო სამსახურის ყოფილი ხელმძღვანელი ჯაშუშობის ბრალდებით დააკავეს
მიხეილ სააკაშვილი ივანიშვილს: მადლობა ჩემი პოლიტიკური რეინკარნაციისთვის, პოლიტიკური ლიდერების მხარდაჭერას ციხე მხოლოდ ზრდის
ივანე ჩხაიძე რუსეთში შავი ჭირით სავარაუდო გარდაცვალებაზე: ძალიან მნიშვნელოვანი ფაქტია, დიდი იმედი მაქვს, ინფორმაცია არ დაიმალება
გიორგი დავითაძის მამა ლევან იოსელიანზე: ის არა ხალხისა და წამებული ადამიანის, არამედ „ქართული ოცნების“ უფლებებს იცავს
შუქრი ბურჭულაძე: რეჟიმთან მებრძოლმა ლიდერებმა უღირსად დაყარეს ფარ-ხმალი, მეთაურები არ უნდა ტოვებდნენ ჯარისკაცებს ბრძოლის ველზე
მურთაზ ზოდელავასა და ლაშა ბერიძესთან საპროცესო შეთანხმების პირობები საბოლოო შეთანხმების პროცესშია – შესაძლოა, მათ ციხე 4 ნოემბერს დატოვონ
Ukraine marks Territorial Defense Day

პენიტენციური ამტკიცებს, რომ პოლონელი ექიმი სააკაშვილის ნიმუშის გატანას ფარულად, ფეხსაცმლით ცდილობდა

ნახვები: 567 პენიტენციური ამტკიცებს, რომ პოლონელი ექიმი სააკაშვილის ნიმუშის გატანას ფარულად, ფეხსაცმლით ცდილობდა

პენიტენციური სამსახური საგანგებო განცხადებას ავრცელებს, სადაც პოლონელ ექიმებს ბრალდებებს უყენებს. უწყების მტკიცებით, მიხეილ სააკაშვილთან შესული ერთ-ერთი პოლონელი ექიმი სააკაშვილის ნიმუშის გატანას ფარულად, ფეხსაცმლის საშუალებით ცდლობდა. 

"2022 წლის 29 ნოემბერს იუსტიციის მინისტრმა, გამომდინარე იმ მაღალი პასუხისმგებლობიდან რომლითაც სახელმწიფო პატიმრების სიცოცხლესა და ჯანმრთელობას ეკიდება, მსჯავრდებულ მიხეილ სააკაშვილს, რომელიც არ ითვალისწინებდა მკურნალი ექიმების რეკომენდაციებს, შესთავაზა, მისი მკურნალობის პროცესში ჩართვის მიზნით, მოეწვია ნებისმიერი უცხოელი ექიმი, ნებისმიერი უცხოური კლინიკიდან. 

2023 წლის 20 მარტს, თითქმის 4 თვის შემდეგ, სამსახურს მომართა მსჯავრდებულის დედამ განცხადებით, რაც ვერ აკმაყოფილებდა საქართველოს კანონმდებლობით დადგენილ სტანდარტებს. განმცხადებელს არაერთგზის, წერილობითი და ზეპირი ფორმით, განემარტა, რომ ექიმებს უნდა ჰქონოდათ საქართველოში დროებითი საექიმო საქმიანობის განხორციელების უფლება და, ასევე, დაცული უნდა ყოფილიყო კანონმდებლობით გათვალისწინებული სხვა მოთხოვნები. მიუხედავად ამისა, საზოგადოებას მიეწოდებოდა არასწორი ინფორმაცია იმის შესახებ, რომ, თითქოს, მსჯავრდებულთან არ უშვებდნენ პოლონელ ექიმებს. 

იუსტიციის სამინისტროს შეთავაზებიდან 7 თვის შემდეგ, 2023 წლის 5 ივლისს მსჯავრდებულის ადვოკატმა შესაბამისი ფორმით, წარმოადგინა მომართვა მსჯავრდებულ სააკაშვილთან კლინიკა ვივა-მედში პოლონელი ექიმების შეშვებასთან დაკავშირებით. 12 ივლისს მათ მიერ დასახელებულ ექიმებს მიეცათ შესაძლებლობა, რომ მოენახულებინათ მსჯავრდებული, რითაც კიდევ ერთხელ დადასტურდა უწყების ერთგულება გაცემული დაპირებისადმი.

ამასთან, 3 ივლისის იმავე ადვოკატის მიერ წარმოდგენილ წერილში მითითებული იყო, რომ მოცემული ინფორმაცია იყო კონფიდენციალური. თუმცა, მოგვიანებით, საზოგადოებამ ერთ-ერთი ტელეკომპანიის მეშვეობით, პრაქტიკულად, პირდაპირ ეთერში იხილა ექიმების საავადმყოფოში შესვლის პროცესი, რასაც მიეძღვნა პოლიტიკური გადაცემები და იმთავითვე თავად დაარღვიეს კონფიდენციალურობა.

ვიზიტის განმავლობაში,  ერთ-ერთი პოლონელი ექიმისგან ადგილი ჰქონდა გაუგებარ ინციდენტს. კერძოდ, მსჯავრდებულ მიხეილ სააკაშვილისგან აღებული ნიმუში, პოლონელმა ექიმმა გადაახვია ქაღალდში და ცდილობდა მის მალულად გატანას ფეხსაცმლის მეშვეობით. აღსანიშნავია, რომ ოფიციალური წესით აღებული ნიმუშის გატანის უფლება მათ მისცა თავად სამსახურმა, შესაბამისად, აღნიშნული ქმედება ექიმის მხრიდან სამედიცინო ეთიკურ და სამართლებრივ ნორმებთან შეუსაბამო საქციელს კიდევ უფრო მეტად ჰმატებს ბუნდოვანებას. ამ პიროვნებას ჩამოერთვა ახსნა-განმარტება, რომელიც ვერ ექვემდებარება ლოგიკურ ახსნას.

მაღალი საზოგადოებრივი ინტერესიდან გამომდინარე, ვავრცელებთ აღნიშნული ინციდენტის ამსახველ კადრებს და მოვუწოდებთ ყველას, რომ თავი შეიკავონ პროვოკაციული და კანონმდებლობასთან შეუთავსებლობაში მყოფი ქმედებებისგან, - აცხადებს პენიტენციური.

ყველას ნახვა
ყველას ნახვა
ყველას ნახვა