გიორგი დავითაძის ადვოკატი: გადაყლაპული საგანი კვლავ მის ორგანიზმშია და პროტესტის ნიშნად მის ამოღებაზე უარს ამბობს
ურსულა ფონ დერ ლაიენი: რუსეთი ტერორის მიზანმიმართულ სტრატეგიას ახორციელებს
ანრი კაგანსა და კენსო სოაის ქიმიის დარგში 2026 წლის ნობელის პრემია მიენიჭათ
ალეკო ელისაშვილი: გიორგი დავითაძის მიმართ მოპყრობას მთელი საპატიმრო აპროტესტებდა, ციხეში კვლავ დაძაბული ვითარებაა
მარტა კოსი საქართველოსთვის უვიზო რეჟიმის შესაძლო შეჩერებაზე: შეგვიძლია მხოლოდ იმდენის გაკეთება, რამდენიც წევრ სახელმწიფოებს სურთ
ელენე ხოშტარია: ლევან იოსელიანმა რუსთავის N6 დაწესებულებაში მორიგეობა უნდა დააწესოს, პატიმრები არც ერთი წუთით მარტო არ უნდა დარჩნენ
ენერგოდამოუკიდებლობის გადადებული შესაძლებლობა: რა გვექნებოდა აშენებული პროექტებით და რატომ გვჭირდება ახალი ელექტროსადგურები
მიხეილ სააკაშვილი: „გუშინაც მართლები ვიყავით და ახლაც მართლები ვართ“ - პინოჩეტად არც მაშინ გამოვდექი და არც ახლა ვაპირებ ამ გზაზე დადგომას

პეტერ ფიშერი - ვილნიუსის სამიტზე საქართველოს მიმართ ძალიან ძლიერი და მხარდამჭერი მესიჯები გაკეთდა

ნახვები: 559 პეტერ ფიშერი - ვილნიუსის სამიტზე საქართველოს მიმართ ძალიან ძლიერი და მხარდამჭერი მესიჯები გაკეთდა

საქართველოში გერმანიის ელჩის პეტერ ფიშერის განცხადებით, ნატო-ს ვილნიუსის სამიტზე საქართველოს მიმართ ძალიან ძლიერი და მხარდამჭერი მესიჯები გაკეთდა.

„საქართველოს შეუძლია, ნატო-ს იმედი ჰქონდეს იმ პროცესში, რომელიც მოცემულ დროს საქართველოს ნატო-ს წევრობამდე მიიყვანს“, – აღნიშნა პეტერ ფიშერმა.

ვილნიუსში ნატო-ს სამიტი 11-12 ივლისს გაიმართა. სამიტის შემდეგ გამოქვეყნებულ კომუნიკეში ნათქვამია: „ვადასტურებთ 2008 წლის ბუქარესტის სამიტზე მიღებულ გადაწყვეტილებას, რომ საქართველო გახდება ალიანსის წევრი და წევრობის სამოქმედო გეგმა არის პროცესის განუყოფელი ნაწილი. ევროატლანტიკური მისწრაფებების წინსვლისთვის საქართველომ უნდა მიაღწიოს პროგრესს რეფორმებში, მათ შორის საკვანძო დემოკრატიულ რეფორმებში და წლიური ეროვნული პროგრამა მაქსიმალურად გამოიყენოს“.

 

 
ყველას ნახვა
ყველას ნახვა
ყველას ნახვა
ყველას ნახვა