დონალდ ტრამპი საფრანგეთს საზღვრების დაუყოვნებლივ ჩაკეტვისკენ მოუწოდებს – „მიგრანტებმა ქვეყანა ხელში ჩაიგდეს“
ევროკომისია ოპოზიციური პარტიების აკრძალვის საქმეზე: სასამართლო სისტემის შემაშფოთებელი ინსტრუმენტალიზაცია საფრთხეს უქმნის დემოკრატიულ პლურალიზმს
საფრანგეთში არეულობების გამო ქალაქების მერებს ნაწილობრივი კომენდანტის საათის დაწესების უფლება მიეცათ
ირაკლი ღარიბაშვილის საქმე სასამართლოს არსებით განხილვაზე გადავიდა – მოსამართლემ დაცვის მხარის მოთხოვნა არ დააკმაყოფილა
ჟურნალისტი ვახო სანაია საკუთარ საცხოვრებელ სახლთან დააკავეს – „ჩვენ არ გავჩუმდებით, რამდენი პატიმრობაც უნდათ, იმდენი გამოწერონ“
ირაკლი ღარიბაშვილის საქმის განხილვა ღია რეჟიმში ჩატარდება – სასამართლომ პროკურატურის მოთხოვნა არ დააკმაყოფილა
რომან გოცირიძე: ციფრული ფული გარდაუვალი განვითარებაა, თუმცა სახელმწიფოს მოქალაქეთა ფინანსებზე კონტროლის დამატებით ბერკეტებსაც აძლევს
ჟურნალისტ ვახო სანაიას სოციალურ ქსელში გამოქვეყნებული სამი პოსტის გამო 30-დღიანი ადმინისტრაციული პატიმრობა შეეფარდა

აშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტის პრესსპიკერი - რუსეთი საკვებს ომის იარაღად იყენებს

ნახვები: 519 აშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტის პრესსპიკერი - რუსეთი საკვებს ომის იარაღად იყენებს

რუსეთი საკვებს ომის იარაღად იყენებს, – ამის შესახებ აშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტის პრესსპიკერმა, მეთიუ მილერმა განაცხადა.

„მე ვიტყვი, რომ რუსეთი აგრძელებს საკვების გამოყენებას ომის იარაღად. უკვე მეორე დღეა, რაც რუსეთის ფედერაციის მიერ საერთაშორისო წყლებში გემების მიმართ მუქარას ვისმენთ. ასევე მუქარას ვისმენთ უკრაინული მარცვლეულის გადამზიდავ გემებთან მიმართებაშიც, რაც, ვფიქრობ, ყველას ესმის, რას ნიშნავს ეს და ხედავთ, როგორ აორმაგებენ ამ საფრთხეებს“, – აცხადებს მილერი.

მისი თქმით, ოდესის პორტზე თავდასხმებით ყველასთვის ნათელი უნდა იყოს, რომ რუსეთი საკვებს ომის იარაღად იყენებს არა მხოლოდ უკრაინელი ხალხის წინააღმდეგ, არამედ მსოფლიოში ყველა ადამიანის წინააღმდეგ, განსაკუთრებით კი განუვითარებელი ქვეყნების წინააღმდეგ, რომლებიც დამოკიდებული არიან უკრაინულ მარცვლეულზე.

ყველას ნახვა
ყველას ნახვა
ყველას ნახვა
ყველას ნახვა