გიორგი დავითაძის ადვოკატი: გადაყლაპული საგანი კვლავ მის ორგანიზმშია და პროტესტის ნიშნად მის ამოღებაზე უარს ამბობს
ურსულა ფონ დერ ლაიენი: რუსეთი ტერორის მიზანმიმართულ სტრატეგიას ახორციელებს
ანრი კაგანსა და კენსო სოაის ქიმიის დარგში 2026 წლის ნობელის პრემია მიენიჭათ
ალეკო ელისაშვილი: გიორგი დავითაძის მიმართ მოპყრობას მთელი საპატიმრო აპროტესტებდა, ციხეში კვლავ დაძაბული ვითარებაა
მარტა კოსი საქართველოსთვის უვიზო რეჟიმის შესაძლო შეჩერებაზე: შეგვიძლია მხოლოდ იმდენის გაკეთება, რამდენიც წევრ სახელმწიფოებს სურთ
ელენე ხოშტარია: ლევან იოსელიანმა რუსთავის N6 დაწესებულებაში მორიგეობა უნდა დააწესოს, პატიმრები არც ერთი წუთით მარტო არ უნდა დარჩნენ
ენერგოდამოუკიდებლობის გადადებული შესაძლებლობა: რა გვექნებოდა აშენებული პროექტებით და რატომ გვჭირდება ახალი ელექტროსადგურები
მიხეილ სააკაშვილი: „გუშინაც მართლები ვიყავით და ახლაც მართლები ვართ“ - პინოჩეტად არც მაშინ გამოვდექი და არც ახლა ვაპირებ ამ გზაზე დადგომას

დავით მათიკაშვილი - ორი ხელმოცარული პოლიტიკოსის პოლიტიკური ქორწინება დასრულდება სრული ფიასკოთი, რადგან ნულს რომ ნული მივუმატოთ, ისევ ნულია

ნახვები: 562 დავით მათიკაშვილი - ორი ხელმოცარული პოლიტიკოსის პოლიტიკური ქორწინება დასრულდება სრული ფიასკოთი, რადგან ნულს რომ ნული მივუმატოთ, ისევ ნულია

ორი ხელმოცარული პოლიტიკოსის პოლიტიკური ქორწინება დასრულდება სრული ფიასკოთი, ეს საზოგადოებამ ძალიან კარგად იცის, რადგან ნულს რომ ნული მივუმატოთ, ისევ ნულია, ერთი და მეორე პოლიტიკური ჯგუფის ელექტორალური მხარდაჭერა არის ფსკერს ქვემოთ, – ამის შესახებ საპარლამენტო უმრავლესობის წევრმა, დავით მათიკაშვილმა „სტრატეგია აღმაშენებლისა“ და „ნაციონალური მოძრაობის“ მიერ „გამარჯვების პლატფორმის“ შექმნაზე საუბრისას განაცხადა.

მათიკაშვილის თქმით, რეალურად მათ არ გააჩნიათ არანაირი რესურსი, თუნდაც ცალ-ცალკე ან გაერთიანებულმა არჩევნებზე რაიმე სახის პოლიტიკური შედეგი დადონ.

„ეს არის კიდევ ერთხელ ხელმოცარული მცდელობა ორი სრულიად ხელმოცარული პოლიტიკოსის, რაღაც თითქოს, მათი ჭკუით, ღირებული შექმნან არჩევნებზე, რომელიც არის სრული ფიასკოთი განწირული, იმდენად ნათელი ჭეშმარიტებაა, რომ საზოგადოებაში ეჭვს აღარ იწვევს. ჩვენ გვახსოვს სხვადასხვა ხასიათის გაერთიანებები, სხვადასხვა ფანჩატურში ამ პირების შეკრებები, ქორწინებები, მერე განქორწინებები, შემდეგ მცდელობები, საზოგადოება მოატყუონ, რადგან მთლიანად, მთელი შინაარსი ამ პოლიტიკური აქტის, თუ შეიძლება, მას ასეთი რამ დავარქვათ, არის ტყუილი, რადგან არც ერთი მხარე და არც მეორე საქართველოზე არ ფიქრობს. მათ გააჩნიათ საკუთარი ვიწროპარტიული ინტერესები, რომლებიც არ არის რეალიზებადი ჩვენს ქვეყანაში იმ არსებული, კიდევ ერთხელ ვიმეორებ, ნულს ქვემოთ რეიტინგიდან გამომდინარე, რომელიც, კერძოდ, ვაშაძეს გააჩნია. რაც შეეხება „ნაციონალურ მოძრაობას“, მათი რეიტინგი ყოველდღიურად ეცემა და 2024 წლისთვის რა სახით წარდგებიან ისინი რეიტინგულად საზოგადოების წინაშე, ძალიან დიდი ეჭვის კითხვის ნიშანი დავუსვათ ამ საკითხს“, – განაცხადა მათიკაშვილმა.

ყველას ნახვა
ყველას ნახვა
ყველას ნახვა
ყველას ნახვა