ზურაბ ჯაფარიძე: მხოლოდ პარტიების აკრძალვაზე არ არის საუბარი, პოლიტიკური საქმიანობა შესაძლოა ათასობით ადამიანს შეეზღუდოს
ნიკა გვარამია „იმედის“ წილების ცვლილებაზე: ტელეკომპანიიდან მამუკა მდინარაძე ჩამოაშორეს
დავით ოქიტაშვილი: საგამოძიებო უწყებიდან არავინ დამკავშირებია, მზად ვარ მივიდე და ვუთხრა ის, რაც ვიცი
ევროკავშირი საქართველოს ხელისუფლებას აღარ აფინანსებს, თუმცა მოსახლეობის მხარდასაჭერად 2026 წელს 38 მილიონ ევროს გამოყოფს
ვოლოდიმირ ზელენსკი ბრიუსელში ევროპული საბჭოს შეხვედრაზე ჩავიდა – ლიდერები უკრაინის მხარდაჭერასა და 2027 წლის დაფინანსების საკითხს განიხილავენ
President Zelensky arrives at European Council meeting
Ukraine reports over 300 frontline clashes in past 24 hours, with most Russian attacks in Pokrovsk sector
Russian forces lose another 1,790 soldiers in war against Ukraine over past day

ვოლოდიმირ ზელენსკი - რუსული ბოროტება უნდა დამარცხდეს

ნახვები: 526 ვოლოდიმირ ზელენსკი - რუსული ბოროტება უნდა დამარცხდეს

რუსული ბოროტება უნდა დამარცხდეს, – ასე გამოეხმაურა უკრაინის პრეზიდენტი ვოლოდიმირ ზელენსკი რუსეთის ძალების მიერ ოდესის დაბომბვას.

ზელენსკის თქმით, რუსი ტერორისტებისთვის პასუხი აუცილებლად იქნება.

„რაკეტები მშვიდობიანი ქალაქების, საცხოვრებელი სახლების, ტაძრის წინააღმდეგ. რუსულ ბოროტებას ვერანაირი გამართლება ვერ ექნება. როგორც ყოველთვის, ეს ბოროტება მარცხდება. ოდესაშიც რუსი ტერორისტებისთვის პასუხი აუცილებლად იქნება. ისინი იგრძნობენ ამ პასუხს. ყველას, ვინც დაზარალდა ამ მორიგი ტერორისტული თავდასხმის შედეგად, ეხმარებიან. მე მადლობელი ვარ ყველასი, ვინც ეხმარება ადამიანებს, ყველასი, ვინც ფიქრებით და ემოციებით ოდესასთანაა. ჩვენ ამას გავივლით. ჩვენ დავაბრუნებთ მშვიდობას. ამისთვის რუსული ბოროტება უნდა დამარცხდეს“, – წერს ზელენსკი.

 

ყველას ნახვა
ყველას ნახვა
ყველას ნახვა
ყველას ნახვა