აშშ-ში თავშესაფრის მისაღებად ყალბი დოკუმენტების დამზადების საქმეზე ბრალდებული გიორგი ხატიაშვილი არგენტინიდან საქართველოში ექსტრადირებულია
ევროკომისია: რუსულ ენერგორესურსებზე დამოკიდებულება 45%-დან 12%-მდე შემცირდა – გაზის იმპორტის სრულად შეწყვეტა 2027 წლის ბოლომდე იგეგმება
ჯორჯია მელონი: უკრაინის დანებება მშვიდობა კი არა, დაპყრობა იქნება – მხოლოდ სამართლიანი მშვიდობა შეიძლება იყოს ხანგრძლივი
Russia launches massive drone attack on Ukraine: Air Defence neutralizes 536 of 580 targets
Russia loses another 1,880 personnel, three air defence systems in war against Ukraine over past day
Zelensky on US–Russia `diesel deal`: We lose strong partner
Ukraine's military intelligence publishes details on seven more Russian propagandists justifying war against Ukraine
Ukrainian and French communities discuss urban resilience and reconstruction in Nice

ორჯერ ლამის რევოლუცია მოგვიწყვეთ, როგორ იქცევით? - მეუფე იაკობი ევროკავშირს

ნახვები: 534 ორჯერ ლამის რევოლუცია მოგვიწყვეთ, როგორ იქცევით? - მეუფე იაკობი ევროკავშირს

ბოდბელი ეპისკოპოსი ევროკავშირის წინააღმდეგ -  მეუფე იაკობი ევროპის სახელმწიფოებს საქართველოში რევოლუციის მოწყობის მცდელობაში ადანაშაულებს. ამის შესახებ სასულიერო პირმა ქადაგებისას ისაუბრა.

მეუფე იაკობი ევროკომისიის მიერ საქართელოსთვის 12 რეკომენდაციის მიცემითაც უკმაყოფილოა და ამბობს, რომ ევროკავშირმა საქართველოს ვადები არ უნდა დაუწესოს. 

მინდა მივმართო ევროკავშირს და ევროპარლამენტს, რას აკეთებთ? როგორ გვექცევით? ჩაიწერა ჩვენთან კონსტიტუციაში, ვფიქრობ, რომ არ უნდა ჩაეწერათ, მაგრამ ნატოში და ევროკავშირში გაწევრიანებაზე. და რა ხდება? რისთვის იყენებთ ევროკავშირში გაწევრიანების იდეას? ორჯერ ლამის რევოლუცია მოგვიწყვეთ და რის გამო? 12 დავალებას რომ გვაძლევთ, თქვენი ბავშვები ვინ არიან? და თუ დავალებას გვაძლევთ, დაგვაცადეთ... ვადებს რატომ მიწესებ? იმიტომ მიწესებ, რომ კიდევ რევოლუცია მომიხდინო? თუ ჩემი პარტნიორი ხარ ევროკავშირის მიმართ, თუ არ მეხმარები, უკრაინას როგორც ეხმარება დღეს ნახევარი მსოფლიო, ხელს მაინც ნუ მიშლი. როცა მზად ვიქნები, მაშინ შევალთ იქ, სადაც საჭიროა. თუ არაა, რატომ მიბრაზდდები? შემოდგომა მოვა და ჩვენც ვემზადებით, ისინი თუ ემზადებიან, ჩვენს ახალგაზრდებს სწორ ორიენტირს ურევენ ხოლმე, ჩვენ არავის დავანებებთ, რომ საქართელო ისევ ვირაცეების ხელში ჩააგდონ. ეს ხომ რუსეთს უნდა, რომ საქართელო არ განვითარდეს.ევროპელებს მივმართავ, რუსეთის გარდა, ვის ემსახურებით?, - ამბობს მეუფე იაკობი.

ყველას ნახვა
ყველას ნახვა
ყველას ნახვა
ყველას ნახვა