ჯაშუშობაში ბრალდებული გიორგი უძილაური: მიხეილ ტიმოფეევი განწირულია ნავალნის ბედის გაზიარებისთვის
„თბილისობა 2026“ 3-4 ოქტომბერს გაიმართება – სრული პროგრამა და ღონისძიებების ლოკაციები
მიხეილ სააკაშვილი IRI-ის კვლევაზე: ხალხს კვლევებში მონაწილეობის ეშინია, შეწყვიტეთ მოთქმა და იფიქრეთ, თავისუფლად რომ დავდიოდე, რამდენ ხანში დავასრულებდი ამათ
გოჩა მირცხულავა: ქართველი ამომრჩეველი საკუთარი თავის მოტყუებას მუდმივად ახერხებს
EPP რუსეთის მიერ აფხაზეთისა და ცხინვალის რეგიონის ოკუპაციისა და ანექსიის პროცესზე სპეციალურ განცხადებას ავრცელებს
დიდი ბრიტანეთი ოკუპირებულ აფხაზეთსა და ცხინვალის რეგიონთან დაკავშირებულ სამ პირს სანქციებს უწესებს
სუს-ის უფროსის ყოფილი მოადგილე ლევან ახობაძე 500 000-ლარიანი გირაოს სანაცვლოდ გათავისუფლდა
გოჩა მირცხულავა: შიო III, მიტროპოლიტი ანტონი და ისევ აფხაზეთი – მეტისმეტად ბევრი დამთხვევაა ერთსა და იმავე თემაზე

ირაკლი ქარსელაძე - სტიქიის ადგილზე აეწყო დროებითი ხიდი, რომელიც დღეს დამონტაჟდება

ნახვები: 588 ირაკლი ქარსელაძე - სტიქიის ადგილზე აეწყო დროებითი ხიდი, რომელიც დღეს დამონტაჟდება

ყველა სამუშაო მიმართულია იმისკენ, რომ ვიპოვოთ ის ადამიანები, რომლებთან დაკავშირებაც ვერ ხერხდება, – ამის შესახებ საქართველოს რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის მინისტრმა, ირაკლი ქარსელაძემ ჟურნალისტებს განუცხადა.

მისივე თქმით, დღეს სტიქიის ადგილზე აეწყო დროებითი ხიდი, რომელიცდღეს დამონტაჟდება.

„გუშინ მოხდა როგორც ღამის, ასევე დღევანდელი დღის დაგეგმვა, მივდივართ გეგმის შესაბამისად. წუხელ მოხდა ხიდის აწყობა, რომლის მონტაჟიც დღეს მოხდება. მანამდე, დილიდან მოხდა საჯარისო ნაწილების, მაშველების გადაყვანა რეალურად უკვე ფრონტის მეორე მხარეს, რომელიც სწორედ უკვე სტიქიის არეალშია. მობილიზაცია არის სრულად და დაწყებულია საძიებო და სხვა სამუშაოები. მაშველები, ჯარისკაცები და ტექნიკა, ამ თანმიმდევრობით, იმდაგვარად, რომ მაქსიმალურად მოხერხდეს კოტეჯებისა და მიმდებარე ტერიტორიაზე მაქსიმალური პროგრესის განხორციელება.

რაც შეეხება ინფრასტრუქტურულ ნაწილს, ხიდი აწყობილია და დღევანდელი ამოცანა გვაქვს, რომ მონტაჟი განხორციელდეს და დავდოთ ეს ხიდი, რომელიც მნიშვნელოვნად უკვე დაეხმარება საგზაო კომუნიკაციის განხორციელებას. ხდება დროებითი გადასასვლელი გზის მოწყობაც, რომელიც ასევე დაეხმარება მაშველებს და საჯარისო ფორმირებებს, კიდევ უფრო მეტი მობილურობა შეიძინონ. პარალელურად, ახალი დროებითი გზა, რომელიც გავჭერით, რათა უკვე ქვედა მხრიდან მივუდგეთ არეალს. აქაც ასევე გრძელდება სამუშაოები. რეალურად, გვაქვს ორი ფრონტი, რომელსაც დაემატება მესამე ფრონტი უკვე არსებული გზის მიმართულებით, ასევე გაწმენდითი სამუშაოები.

ამ მომენტისთვის ყველაფერი გეგმის შესაბამისად მიმდინარეობს და ველოდებით, რომ დღის ბოლოსთვის ეს გეგმა უკვე დასრულებული სახით იყოს. ბუნებრივია, ყველა ეს სამუშაო მიმართულია იმისთვის, რომ ვიპოვოთ ის ადამიანები, რომელთანაც კავშირი ვერ ხერხდება“, – განაცხადა ირაკლი ქარსელაძემ.

 

 
ყველას ნახვა
ყველას ნახვა
ყველას ნახვა