კოტე კემულარია: რუსეთი ქართული ღვინისა და სასმელების იმპორტის შეზღუდვით „ქართული ოცნებისგან“ მეტ დათმობას მოითხოვს
ეროვნულმა ბანკმა „ბიტექსჩეინჯი“ 572 მილიონ ლარზე მეტით დააჯარიმა — ნანა ყეინიშვილი საბჭოს საქმიანობას ჩამოაშორეს
დათო გამცემლიძე: მოსკოვის მიერ ქართული ღვინისა და მინერალური წყლების შეზღუდვა შესაძლოა აფხაზეთსა და ცხინვალის რეგიონთან თავდაუსხმელობის შეთანხმების მოთხოვნას უკავშირდებოდეს
ზელენსკი: რუსეთმა დიზელზე სანქციების მოხსნისთვის მადლობა ზაპოროჟიეში 12 ადამიანის მკვლელობით გადაიხადა
პაველ ჰერჩინსკი: საქართველოსა და ევროკავშირის მეგობრობას ანტიევროპული რიტორიკა აზიანებს
დიდი ბრიტანეთი ტრამპისა და პუტინის შეთანხმების საპასუხოდ: უკრაინის მხარდაჭერას გავაგრძელებთ და რუსეთზე სანქციებს შევინარჩუნებთ
Axios: ტრამპმა პუტინთან რუსულ დიზელზე შეთანხმება გადაწყვიტა, რადგან უკრაინამ ნავთობგადამამუშავებელ ქარხნებზე დარტყმები არ შეწყვიტა
პაველ ჰერჩინსკი: საქართველოში ადამიანები ტროტუარზე დგომისა და „ფეისბუქზე“ პოსტების გამო ციხეში მიდიან - ევროკავშირის მინისტრები ვითარების გაუარესებას განიხილავენ

ირაკლი კობახიძე - შოვში მომხდართან დაკავშირებით, ყველაფერი გაირკვევა, ამიტომ სასურველია, არავინ იჩქაროს დასკვნების გაკეთება

ნახვები: 547 ირაკლი კობახიძე - შოვში მომხდართან დაკავშირებით, ყველაფერი გაირკვევა, ამიტომ სასურველია, არავინ იჩქაროს დასკვნების გაკეთება

შოვში მომხდართან დაკავშირებით, ყველაფერი გაირკვევა, ამიტომ სასურველია, არავინ იჩქაროს დასკვნების გაკეთება, – ამის შესახებ პარტია „ქართული ოცნების“ თავმჯდომარემ, ირაკლი კობახიძემ განაცხადა.

როგორც კობახიძემ აღნიშნა, არიან კომპეტენტური სტრუქტურები, ორგანიზაციები, ადამიანები, რომლებსაც შეუძლიათ დეტალური დასკვნის დადება ყველაფერთან დაკავშირებით.

„არავინ უნდა იჩქაროს დასკვნების გამოტანა. ახლა გასაგებია, არის ემოციური ფონი და ეს აბსოლუტურად გასაგებია. თუმცა, ყველაფერი გაირკვევა საბოლოო ჯამში. ამიტომ სასურველია, არავინ იჩქაროს დასკვნების გაკეთება. კიდევ ერთხელ გავიმეორებ, არიან კომპეტენტური სტრუქტურები, ორგანიზაციები, ადამიანები, რომლებსაც შეუძლიათ დეტალური დასკვნის დადება ყველაფერთან დაკავშირებით. როგორც კი იქნება ეს დასკვნა, ამის შემდეგ შეიძლება გაკეთდეს კომენტარები“, – განაცხადა კობახიძემ.

კითხვაზე, ამბობენ, რომ რამდენიმე დღით ადრე დაიწყო პროცესები, თუმცა არ მიექცა შესაბამისი ყურადღება, რამდენად შეესაბამება ეს სიმართლეს, კობახიძემ აღნიშნა, რომ ახლა ამ დეტალებზე საუბარი არ იქნება სწორი.

„მე მაქვს ჩემი ინფორმაცია, ბუნებრივია, ყველაფერთან დაკავშირებით, მაგრამ ჩემგან არ იქნება სწორი ამ დეტალებზე საუბარი. არიან შესაბამისი უწყებები, შესაბამისი სტრუქტურები, რომლებსაც შეუძლიათ კომპეტენტური პასუხის გაცემა ამასთან დაკავშირებით. მე რაც არ უნდა ინფორმირებული ვიყო ამ ყველაფერზე, ჩემგან არ იქნება სწორი დეტალების შესახებ კომენტარის კეთება. ყველაფრით დავინტერესდებით. მე არ შევალ დეტალებში ერთი მარტივი მიზეზის გამო, რაც არ უნდა ბევრი ინფორმაცია მქონდეს, არ ვარ კომპეტენტური, რომ ამ კითხვებს ვუპასუხო. არის შესაბამისი, კომპეტენტური სტრუქტურები, ადამიანები არიან, რომლებმაც უნდა უპასუხონ ამ შეკითხვებს“, – განაცხადა კობახიძემ.

კითხვაზე, რამდენად სწრაფად და სწორად წარიმართა სამაშველო პროცესი, ირაკლი კობახიძემ აღნიშნა, რომ სამაშველო პროცესი არ გაჩერებულა.

„იცით, რომ სამაშველო სამუშაოები არ გაჩერებულა. საუბარი იყო ერთადერთ ვერტმფრენთან დაკავშირებით. თუმცა, ამაზე მე როგორც ვიცი, არსებობს სათანადო პასუხი. თან მხოლოდ ღამის ხედვაში არ იყო აქ საქმე. რელიეფის გათვალისწინებით, პირობების გათვალისწინებით, ვერტმფრენებს გაუჭირდებოდათ ყველა შემთხვევაში ამ პირობებში სამუშაოების გაგრძელება ღამის განმავლობაში, თუმცა აქაც არ იქნება სწორი, რომ მე შევიდე რაიმე დეტალებში. არიან სამაშველო უწყებები, მაშველები, მათ შეუძლიათ დეტალური ინფორმაციის მოწოდება ამასთან დაკავშირებით და ასე აჯობებს“, – განაცხადა კობახიძემ.

ყველას ნახვა
ყველას ნახვა
ყველას ნახვა
ყველას ნახვა