ზურაბ ჯაფარიძე: მხოლოდ პარტიების აკრძალვაზე არ არის საუბარი, პოლიტიკური საქმიანობა შესაძლოა ათასობით ადამიანს შეეზღუდოს
ნიკა გვარამია „იმედის“ წილების ცვლილებაზე: ტელეკომპანიიდან მამუკა მდინარაძე ჩამოაშორეს
დავით ოქიტაშვილი: საგამოძიებო უწყებიდან არავინ დამკავშირებია, მზად ვარ მივიდე და ვუთხრა ის, რაც ვიცი
ევროკავშირი საქართველოს ხელისუფლებას აღარ აფინანსებს, თუმცა მოსახლეობის მხარდასაჭერად 2026 წელს 38 მილიონ ევროს გამოყოფს
ვოლოდიმირ ზელენსკი ბრიუსელში ევროპული საბჭოს შეხვედრაზე ჩავიდა – ლიდერები უკრაინის მხარდაჭერასა და 2027 წლის დაფინანსების საკითხს განიხილავენ
President Zelensky arrives at European Council meeting
Ukraine reports over 300 frontline clashes in past 24 hours, with most Russian attacks in Pokrovsk sector
Russian forces lose another 1,790 soldiers in war against Ukraine over past day

ვოლოდიმირ ზელენსკი - განვაგრძობთ უკრაინული დოქტრინის მომზადებას, რომელიც საფუძვლად დაედება ჩვენი ქვეყნის ტრანსფორმაციას

ნახვები: 523 ვოლოდიმირ ზელენსკი - განვაგრძობთ უკრაინული დოქტრინის მომზადებას, რომელიც საფუძვლად დაედება ჩვენი ქვეყნის ტრანსფორმაციას

ჩვენ განვაგრძობთ უკრაინული დოქტრინის მომზადებას, ტექსტის, რომელიც საფუძვლად დაედება ჩვენი ქვეყნის ტრანსფორმაციას, – ამის შესახებ უკრაინის პრეზიდენტმა, ვოლოდიმირ ზელენსკიმ ყოველდღიურ მიმართვაში განაცხადა.

უკრაინის პრეზიდენტის თქმით, საჭიროა, მოსახლეობამ გააცნობიეროს, რომ ამ ბრძოლაში გამარჯვება ქვეყნის ისტორიას შეცვლის.

„ჩვენ არ გვავიწყდება ჩვენი მთავარი მიზანი – მოვიგოთ ომი და არ დავკარგოთ ქვეყანა. უკრაინამ უნდა გააცნობიეროს ის ისტორიული შანსი განვითარებისთვის, რომელიც ჩვენი ხალხის, მთელი ჩვენი ერის გამბედაობით მოიპოვა“, – აღნიშნა ზელენსკიმ.

ვოლოდიმირ ზელენსკის თქმით, ქვეყანა ახლა ახალ თავდაცვით პაკეტებს ამზადებს, ასევე აწარმოებს აქტიურ მოლაპარაკებებს სხვადასხვა ქვეყნის ლიდერებთან.

„ჩვენ ვამზადებთ უფრო მეტ თავდაცვით პაკეტს ჩვენი მეომრებისთვის და უფრო მეტ თავდაცვის სისტემას მთელი უკრაინული საზოგადოებისთვის, მათ შორის საჰაერო თავდაცვის სისტემებს. დღეს მე ასევე მქონდა საუბარი დიდი ბრიტანეთის სამხედრო ხელმძღვანელობის წარმომადგენლებთან. ეს იყო კონფიდენციალური საუბარი, მაგრამ ეფექტური. მე ვესაუბრე მსოფლიო საპატრიარქოს წარმომადგენელს, მიტროპოლიტ ემანუელს. ჩვენ ვმუშაობთ ყველა დონეზე და გლობალურ ურთიერთობებში ყველა აქტორთან „მშვიდობის ფორმულის“ განსახორციელებლად“, – აღნიშნა ვოლოდიმირ ზელენსკიმ.

ყველას ნახვა
ყველას ნახვა
ყველას ნახვა
ყველას ნახვა