აშშ-ში თავშესაფრის მისაღებად ყალბი დოკუმენტების დამზადების საქმეზე ბრალდებული გიორგი ხატიაშვილი არგენტინიდან საქართველოში ექსტრადირებულია
ევროკომისია: რუსულ ენერგორესურსებზე დამოკიდებულება 45%-დან 12%-მდე შემცირდა – გაზის იმპორტის სრულად შეწყვეტა 2027 წლის ბოლომდე იგეგმება
ჯორჯია მელონი: უკრაინის დანებება მშვიდობა კი არა, დაპყრობა იქნება – მხოლოდ სამართლიანი მშვიდობა შეიძლება იყოს ხანგრძლივი
Russia launches massive drone attack on Ukraine: Air Defence neutralizes 536 of 580 targets
Russia loses another 1,880 personnel, three air defence systems in war against Ukraine over past day
Zelensky on US–Russia `diesel deal`: We lose strong partner
Ukraine's military intelligence publishes details on seven more Russian propagandists justifying war against Ukraine
Ukrainian and French communities discuss urban resilience and reconstruction in Nice

ბელგიის საგარეო საქმეთა მინისტრი - ნათელია, რომ არის ძლიერი სურვილი, საქართველო გახდეს ევროკავშირის წევრი

ნახვები: 534 ბელგიის საგარეო საქმეთა მინისტრი - ნათელია, რომ არის ძლიერი სურვილი, საქართველო გახდეს ევროკავშირის წევრი

ბელგიის საგარეო საქმეთა მინისტრის, აჯა ლაბიბის განცხადებით, საქართველოში ვიზიტის ფარგლებში გამართულმა შეხვედრებმა აჩვენა ძლიერი და გულწრფელი სურვილი, საქართველო გახდეს ევროკავშირის წევრი ქვეყანა.

აჯა ლაბიბის თქმით, საქართველოში მისი ჩამოსვლის მიზანია, იმსჯელონ, როგორ შეიძლება, უფრო დაეხმარონ ქვეყანას ევროკავშირში გაწევრიანების გზაზე.

„ძალიან ვრცელი და მნიშვნელოვანი ვიზიტია. იმ შეხვედრებიდან, რაც უკვე გავმართე, მათ შორის საგარეო საქმეთა მინისტრთან, სახალხო დამცველის აპარატში, ნათელია, რომ არის ძლიერი და გულწრფელი სურვილი, საქართველო გახდეს ევროკავშირის წევრი ქვეყანა. შესაბამისად, ამ სურვილის რეალიზება უნდა მოხდეს ევროკომისიის ანგარიშის საფუძველზე და იმ გადაწყვეტილებით, რომელიც 30 დეკემბერს გამოქვეყნდება. მნიშვნელოვანია, რომ ჩვენ აქ ვიყოთ, განვიხილოთ შესაძლებლობები, პროგრესი, ვიმსჯელოთ იმაზე, როგორ შეიძლება, კიდევ უფრო დავეხმაროთ ქვეყანას. ესაა ჩემი დღეს აქ ყოფნის მიზანი, პირველ რიგში, როგორც ბელგიის საგარეო საქმეთა მინისტრის რანგში, ასევე, როგორც ევროკავშირის საბჭოს მომავალი თავმჯდომარე ქვეყნის წარმომადგენლის როლში. თქვენ იხილეთ დღეს რუსეთის განცხადებები, რაც შემთხვევითი არ არის, შესაბამისად, ეს ვიზიტი დროულია. ჩვენ უნდა გავაძლიეროთ კავშირები, გავაძლიეროთ გაწევრიანების სურვილი, რომელიც გაცხადებულია. ჩვენ უნდა მოვისმინოთ ეს და როდესაც დავბრუნდებით ბრიუსელში, გავაჟღეროთ ამის შესახებ. ჩვენ უნდა გავითვალისწინოთ ამ რეგიონის გეოსტრატეგიული სიმყიფე, სადაც ათწლეულების განმავლობაში საზღვრები არ არის აღიარებული. ევროკავშირი მონაწილეობს რეგიონის სტაბილურობის უზრუნველყოფაში და ბელგია ჩართულია ამ პროცესში“, – განაცხადა ბელგიის საგარეო საქმეთა მინისტრმა, რომელიც საოკუპაციო ხაზის მიმდებარე სოფელ ოძისში იმყოფებოდა.

ყველას ნახვა
ყველას ნახვა
ყველას ნახვა
ყველას ნახვა