ზელენსკი: აშშ უკრაინას სადაზვერვო ინფორმაციის მიწოდების შეწყვეტით დაემუქრა, თუ რუსულ ნავთობგადამამუშავებელ ქარხნებზე თავდასხმებს არ შეაჩერებს
თამარ ჩერგოლეიშვილი: საკონსტიტუციო სასამართლოში პარტიების აკრძალვის პროცესში მონაწილეობას არ მივიღებთ
War update: 229 clashes along front line over past day, Pokrovsk sector sees fiercest fighting
Russia’s war casualty toll in Ukraine up by 1,650 over past day
MI5 Chief calls Russia UK’s No. 1 aggressor
Germany joins Ukraine Transport Support Fund with EUR 1M contribution
Zelensky, Carney discuss U.S. contacts and upcoming diplomatic events
Russia prepares for possible direct military confrontation with Europe by 2045, Ukrainian Intelligence says

თეა წულუკიანი მალთაყვის სპორტული ბაზის რეაბილიტაციას გვპირდება

ნახვები: 536 თეა წულუკიანი მალთაყვის სპორტული ბაზის რეაბილიტაციას გვპირდება

საქართველოს ნიჩბოსნობაში ოლიმპიური ჩემპიონი ჰყავს. 1972 წლის ოლიმპიურ თამაშებზე ვიქტორ კრატასიუკი ორადგილიანი ბაიდარით ჩემპიონი გახდა.

კრატასიუკი ფოთში დაიბადა. ჰქონდა ბევრი მიწვევები, მაგრამ საბჭოთა კავშირის დანგრევის შემდეგაც კი არსად გადავიდა. ვარჯიში მალთაყვის ნიჩბოსნობისა და კანოეს ბაზაზე დაიწყო, რომელსაც არაერთი მაღალი დონის სპორტსმენი აღუზრდია. თუმცა, ამჯერად გაპარტახებულია.

სწორედ ამ ბაზას ესტუმრა კულტურის, სპორტისა და ახალგაზრდობის მინისტრი თეა წულუკიანი.

წულუკიანის თქმით, სპორტის ამ სახეობებში საქართველოს ჰყავს ბევრი პერსპექტიული ახალგაზრდა, რომელსაც ხელშეწყობა ესაჭიროება. მინისტრმა განაცხადა, რომ მომავალი საბიუჯეტო წლიდან, სამინისტროსა და ფოთის მუნიციპალიტეტის ჩართულობით შემუშავდება კონკრეტული სამოქმედო გეგმა.

„ფედერაციებთან შეხვედრების კვალდაკვალ, დავინახეთ კონკრეტული პრობლემები. განსაკუთრებით, ინფრასტრუქტურის მხრივ, რომელიც ქართულ სპორტში თითქმის ყველა სახეობას აწუხებს. ამ მხრივ გამორჩეულია კანოეს ეროვნული ფედერაცია, რომელსაც აქვს დიდი პოტენციალი, ჰყავს, კარგი, ახალგაზრდა, გამორჩეული სპორტსმენები. მათ განსაკუთრებული ხელშეწყობა ჭირდებათ. ამიტომ, დავათვალიერეთ ისტორიული ბაზა მალთაყვაში, რომელიც უნდა აღვადგინოთ. მომავალი წლიდან ჩვენ ყველაფერს გავაკეთებთ და ჩვენი კანოეს ფედერაციას შეეძლება ამარტო სპორტსმენები ავარჯიშოს, არამედ, მოსამზადებლად უცხოელი სპორტსმენებიც მიიღოს", - განაცხადა წულუკიანმა.

 

ყველას ნახვა
ყველას ნახვა
ყველას ნახვა
ყველას ნახვა