ტრამპი: ვფიქრობ, ირანთან ცეცხლის შეწყვეტის შეთანხმება დასრულებულია
War update: 271 clashes on front lines, mostly in Pokrovsk and Sloviansk sectors
ADF neutralizes 139 drones launched by Russia in overnight attack on Ukraine
Russia loses another 1,260 troops, 61 artillery systems in war against Ukraine over past day
Defense Forces hit 15 bridges and nine Russian air defense objects in June using middle strike systems
Budanov on strikes against targets in Crimea: Russia's logistics must be cut off
ბუდანოვი: ჩვენი მთავარი ამოცანაა ყირიმზე გამავალი რუსული სამხედრო ლოგისტიკის სრულად გადაკეტვა
Zelensky on Crimea operation: We cut off logistics, take control of peninsula's fuel and energy infrastructure

ირაკლი კობახიძე - „ქართული ოცნება“ პრეზიდენტ სალომე ზურაბიშვილის იმპიჩმენტის პროცედურას იწყებს

01.09.2023 ნახვები: 536

სალომე ზურაბიშვილმა ფიცი დადო კონსტიტუციაზე, რომელსაც უხეშად არღვევს. ამას არავითარი არც ახსნა და არც გამართლება არ აქვს, – ამის შესახებ პარტია „ქართული ოცნების“ თავმჯდომარე, ირაკლი კობახიძემ განაცხადა.

კითხვაზე, როდესაც პრეზიდენტის ვიზიტის პარალელურად, მაკა ბოჭორიშვილი და საპარლმენტო გუნდი მართავს შეხვედრებს ბრიუსელში, ხომ არ გამოიწვევს ეს დაბნეულობას პარტნიორებში, რაზეც კობახიძემ აღნიშნა:

„რა თქმა უნდა, ეს დამაბნეველია. პრეზიდენტი კონსტიტუციას როცა არღვევს, ბუნებრივია, ეს დამაბნეველია პარტნიორებისთვის, ისევე როგორც დამაბნეველი იყო პოლონეთის, ფინეთისა და სხვა ქვეყნების შემთხვევები. პრეზიდენტი როცა უხეშად არღვევს კონსტიტუციას, სადაც შავით თეთრზე წერია, რომ მთავრობა არის პასუხისმგებელი საგარეო პოლიტიკის განხორციელებაზე და მხოლოდ მთავრობის თანხმობით შეუძლია პრეზიდენტს, ვიზიტი განახორციელოს, ეს არის დამაბნეველი და ეს ქმნის უხერხულობას ჩვენი ქვეყნისთვის. ამ კუთხითაც პრობლემურია სალომე ზურაბიშვილის ქმედებები, მაგრამ დეტალებში შესვლა არც ღირს. მან ფიცი დადო კონსტიტუციაზე, რომელსაც უხეშად არღვევს დღეს. ამას არავითარი არც ახსნა და არც გამართლება არ აქვს“, – განაცხადა ირაკლი კობახიძემ.

კიდევ ერთ კითხვაზე, პრეზიდენტსა და მთავრობას შორის დაპირისპირება როგორ გამოჩნდება საერთაშორისო დონეზე, ირაკლი კობახიძემ განაცხადა, რომ ეს ცუდად წარმოჩნდება.

„რა თქმა უნდა, ცუდად, მით უმეტეს, როდესაც პრეზიდენტი უხეშად არღვევს საქართველოს კონსტიტუციას. ბუნებრივია, ეს ცუდად წარმოჩნდება. საგარეო პოლიტიკის განხორციელებაზე პასუხისმგებელია საქართველოს მთავრობა, მათ შორის ანგარიშვალდებული, პასუხისმგებელი პარლამენტის წინაშე. კანდიდატის სტატუსის მინიჭებაზე როცა არის საუბარი, კონსტიტუციის თანახმად, ამაზე პასუხისმგებლობა ეკისრება მთავრობას, როგორც აღმასრულებელი ხელისუფლების უმაღლეს კონსტიტუციურ ორგანოს. პასუხისმგებელი არის მთავრობა და არა პრეზიდენტი. აქედან გამომდინარე, მთავრობას აქვს უფლება, ისაუბროს საკუთარი გზავნილებით და სხვას არ მისცეს საპირისპირო გზავნილების გაჟღერების საშუალება. ასეთ დროს, როდესაც პრეზიდენტი საერთოდ უგულებელყოფს კონსტიტუციას, ეს პარტნიორების თვალში ძალიან ცუდად გამოჩნდება. მისი ამოცანაა, მაქსიმალურად ხელი შეუშალოს კანდიდატის სტატუსის მიღებას, სწორედ ამიტომ ამბობს ტყუილს, რომ ხელისუფლება არ ასრულებს ევროკავშირის მოთხოვნებს და ასე შემდეგ. საუბარი, რომ ხელისუფლება მხოლოდ ფორმალურად ასრულებს ევროკავშირის მოთხოვნებს, უბრალოდ ტყუილია“, – აღნიშნა ირაკლი კობახიძემ.

„ქართული ოცნება“ პრეზიდენტ სალომე ზურაბიშვილის იმპიჩმენტის პროცედურას იწყებს. როგორც „ქართული ოცნების“ თავმჯდომარე, ირაკლი კობახიძემ განმარტა, სალომე ზურაბიშვილმა უხეშად დაარღვია საქართველოს კონსტიტუცია და მთავრობის თანხმობის გარეშე დაიწყო ვიზიტების სერია საზღვარგარეთის ქვეყნებში. მისივე თქმით, საქართველოს კონსტიტუციის თანახმად, მხოლოდ საქართველოს მთავრობაა უფლებამოსილი განახორციელოს ქვეყნის როგორც საშინაო, ისე საგარეო პოლიტიკა და საქართველოს პრეზიდენტს მხოლოდ მთავრობის თანხმობით შეუძლია განახორციელოს წარმომადგენლობითი უფლებამოსილებები საგარეო ურთიერთობებში. „ნებისმიერი თვალის დახუჭვა საქართველოს კონსტიტუციის უხეშ დარღვევაზე ძირს უთხრის სამართლებრივ სახელმწიფოს, სამართლის უზენაესობასა და დემოკრატიულ კონსტიტუციურ სისტემას, რასაც ჩვენ ვერ დავუშვებთ“, – განაცხადა ირაკლი კობახიძემ.

„ნაცმოძრაობა“ კოორდინაციაშია სალომე ზურაბიშვილთან და შესაბამისად, მათი მხრიდან იმპიჩმენტის პროცედურაზე მხარდაჭერა გამორიცხულია, – ამის შესახებ პარტია „ქართული ოცნების“ თავმჯდომარემ, ირაკლი კობახიძემ განაცხადა.

როგორც ირაკლი კობახიძემ აღნიშნა, კოლექტიური „ნაცმოძრაობის“ გარეშე იმპიჩმენტის პროცესი ვერ დასრულდება შესაბამისი შედეგით.

„რაც შეეხება რადიკალურ ოპოზიციას, ანუ „ნაცმოძრაობას“, ბუნებრივია, ისინი არიან კოორდინაციაში სალომე ზურაბიშვილთან და შესაბამისად, მათი მხრიდან მხარდაჭერა გამორიცხულია. აქედან გამომდინარე, ჩვენი მთავარი ამოცანა არის ვიმოქმედოთ კონსტიტუციის მიმართ პასუხისმგებლობით. ეს არის ჩვენი ერთადერთი ამოცანა. ჩვენ გექნება ერთადერთი მცდელობა, რომ მაქსიმალურად მობილიზებული ვიყოთ ამ კენჭისყრაზე, ჩვენ რა თქმა უნდა, არ ვმუშაობთ რადიკალურ ოპოზიციასთან, იგივე სალომე ზურაბიშვილისგან განსხვავებით“, – განაცხადა კობახიძემ.

ყველას ნახვა
ყველას ნახვა
ყველას ნახვა
ყველას ნახვა
ყველას ნახვა