პროკურატურამ ვერაზე მომხდარი მკვლელობის საქმეზე ნიკა კაპანაძეს ბრალდება კლინიკაში წარუდგინა
კახეთში შვილმა მამა მოკლა და ცხედარი ეზოში დამარხა — ბრალდებული დაკავებულია
საგარეო უწყება: ყულევის ნავთობგადამამუშავებელი ქარხნის სანქცირებულთა სიაში შეყვანას ფაქტობრივი და სამართლებრივი საფუძველი არ აქვს
უკრაინული მედია: „ფლამინგოს“ რაკეტებმა კიროვში სამხედრო ქარხანა დააზიანა
Flamingo missiles strike sanctioned factory in Kirov, 1,200 kilometers from Ukrainian border
War update: 233 combat engagements on frontline over past day, Pokrovsk sector remains most active
Russia's war casualty toll in Ukraine up by 1,410 over past day
Wildberries warehouses on fire in St. Petersburg after drone attack — social media

ჰერმან საბო - პრეზიდენტის იმპიჩმენტი იმდენად უაზრო პროცესია, „ქართულმა ოცნებამაც“ იცის, რომ არაფერი გამოვა, არაფერი შეიცვლება, პირიქით, სალომე ზურაბიშვილს უფრო თბილად დახვდებიან ევროპაში

ნახვები: 510 ჰერმან საბო - პრეზიდენტის იმპიჩმენტი იმდენად უაზრო პროცესია, „ქართულმა ოცნებამაც“ იცის, რომ არაფერი გამოვა, არაფერი შეიცვლება, პირიქით, სალომე ზურაბიშვილს უფრო თბილად დახვდებიან ევროპაში

ტექნიკურად, პრეზიდენტს სჭირდება მთავრობის ნებართვა, რათა ჩაერიოს საგარეო მიმართულებაში, მაგრამ უნდა გვახსოვდეს კონტექსტიც. მთავრობა თავად თუ ასცდა ქვეყნის ევროპულ კურსს და თვითონ არღვევს კონსტიტუციას იმით, რომ ყველაფერს არ აკეთებს, რათა საქართველოს ევროინტეგრაცია მოხდეს, მაშინ პრეზიდენტი ყოფილა, ვინც ასრულებს კონსტიტუციას, – ამის შესახებ „გირჩის“ წევრმა, ჰერმან საბომ განაცხადა.

მისი თქმით, პრეზიდენტის იმპიჩმენტი იმდენად უაზრო პროცესია, „ქართულმა ოცნებამაც“ იცის, რომ არაფერი გამოვა და ამას ერთადერთი ახსნა, რაც შეიძლება, ჰქონდეს, არის ყურადღება გადაიტანონ და კონტროლირებადი გარემო შექმნან, იმაზე ალაპარაკონ ხალხი, რაც აწყობთ.

„ტექნიკურად ეს პროცესი შეიძლება გაიწელოს, მაგრამ ამით არაფერი შეიცვლება, პირიქით, ქალბატონ სალომეს უფრო გულღიად და თბილად დახვდებიან ევროპაში. ნებისმიერი ქართველისთვის მნიშვნელოვანი უნდა იყოს, რომ ნებისმიერი ადამიანი, რომელიც ევროპაში ჩადის, ამბობდეს, მოგვეცით კანდიდატის სტატუსიო. ამას ქალბატონი სალომე აკეთებს. იმდენად გაუგებარი ნაბიჯია, ვიღაცამ შეიძლება, ჩათვალოს, რომ ეს არის რუსეთის მიმართ გადახდილი ხარკი. თითქოს აჩვენებენ რუსეთს, რომ მათ პოზიციას არ გამოხატავს ზურაბიშვილი, როდესაც ევროპაში დადის. პრეზიდენტის პოზიციას თუ არ იზიარებს მთავრობა და მისი პოზიცია პროდასავლურია, მაშინ ჩავთვალოთ, რომ მთავრობა არ არის პროდასავლური.

საქმე ჯერ საკონსტიტუციო სასამართლოში განიხილება, ამას 50 დეპუტატი სჭირდება და ამდენი დეპუტატი ჰყავს „ქართულ ოცნებას“. მგონია, ცალსახა საკონსტიტუციოც არ იქნება, რადგან მეორე ჩანაწერია, რომ ყველა საჯარო პირი ვალდებულია, ქვეყნის ევროინტეგრაციას შეუწყოს ხელი, ქალბატონი სალომე ამას აკეთებს და მთავრობა პირიქით, ხელს უშლის. საეჭვოა, რომ საკონსტიტუციო იტყვის პრეზიდენტმა კონსტიტუცია დაარღვიაო. საკითხი შემდეგ პარლამენტში მოდის და პოლიტიკურად უნდა გადაწყდეს. ქალბატონმა სალომემ მართლა დაარღვია თუ არა კონსტიტუცია, ამის საბოლოო სიტყვას დეპუტატები იტყვიან, რომლის 100 ხმა „ქართულ ოცნებას“ არ აქვს. ვერც წარმომიდგენია ეს 100 ხმა როგორ უნდა შეაგროვოს. „ნაციონალური მოძრაობის“ დამატებაც დასჭირდება და ისინი რამეზე „ნაციონალურ მოძრაობასთან“ ითანამშრომლებენ? არ მგონია“, – განაცხადა საბომ.

 

ყველას ნახვა
ყველას ნახვა
ყველას ნახვა
ყველას ნახვა
ყველას ნახვა