ზურაბ ჯაფარიძე: მხოლოდ პარტიების აკრძალვაზე არ არის საუბარი, პოლიტიკური საქმიანობა შესაძლოა ათასობით ადამიანს შეეზღუდოს
ნიკა გვარამია „იმედის“ წილების ცვლილებაზე: ტელეკომპანიიდან მამუკა მდინარაძე ჩამოაშორეს
დავით ოქიტაშვილი: საგამოძიებო უწყებიდან არავინ დამკავშირებია, მზად ვარ მივიდე და ვუთხრა ის, რაც ვიცი
ევროკავშირი საქართველოს ხელისუფლებას აღარ აფინანსებს, თუმცა მოსახლეობის მხარდასაჭერად 2026 წელს 38 მილიონ ევროს გამოყოფს
ვოლოდიმირ ზელენსკი ბრიუსელში ევროპული საბჭოს შეხვედრაზე ჩავიდა – ლიდერები უკრაინის მხარდაჭერასა და 2027 წლის დაფინანსების საკითხს განიხილავენ
President Zelensky arrives at European Council meeting
Ukraine reports over 300 frontline clashes in past 24 hours, with most Russian attacks in Pokrovsk sector
Russian forces lose another 1,790 soldiers in war against Ukraine over past day

ვიოლა ფონ კრამონი პრეზიდენტის იმპიჩმენტთან დაკავშირებით ხელისუფლების გადაწყვეტილებაზე - ეს რეალური პრობლემებიდან საზოგადოების ყურადღების გადატანის მცდელობაა

ნახვები: 528 ვიოლა ფონ კრამონი პრეზიდენტის იმპიჩმენტთან დაკავშირებით ხელისუფლების გადაწყვეტილებაზე - ეს რეალური პრობლემებიდან საზოგადოების ყურადღების გადატანის მცდელობაა

ჩემი აზრით, ეს რეალური პრობლემებიდან საზოგადოების ყურადღების გადატანის მცდელობაა, - ასე უპასუხა ევროპარლამენტარმა ვიოლა ფონ კრამონმა საქართველოს პრეზიდენტ სალომე ზურაბიშვილის იმპიჩმენტთან დაკავშირებით ხელისუფლების გადაწყვეტილების შესახებ დასმულ შეკითხვას.

კერძოდ, ოძისში, საოკუპაციო ხაზთან მყოფ ევროპარლამენტარს ჟურნალისტებმა დაუსვეს შეკითხვა, როგორ აღიქვამენ პრეზიდენტის იმპიჩმენტის პროცედურის დაწყებასთან დაკავშირებით მმართველი გუნდის გადაწყვეტილებას დასავლელი პარტნიორები.

„ჩემი აზრით, ეს რეალური პრობლემებიდან საზოგადოების ყურადღების გადატანის მცდელობაა. სხვა პრობლემებიდან საზოგადოების ყურადღების გადატანის მცდელობა", - აღნიშნა ევროპარლამენტარმა.

ცნობისთვის, „ქართული ოცნება“ საქართველოს პრეზიდენტ სალომე ზურაბიშვილის მიმართ იმპიჩმენტის პროცედურას იწყებს. შესაბამისი განცხადება „ქართული ოცნების“ თავმჯდომარემ ირაკლი კობახიძემ პრესკონფერენციაზე გააკეთა. კობახიძის განმარტებით, იმპიჩმენტის პროცედურა დაიწყება მიუხედავად იმისა, რომ მის აღსრულებას პარლამენტში ოპოზიციის მხარდაჭერაც სჭირდება.

ყველას ნახვა
ყველას ნახვა
ყველას ნახვა
ყველას ნახვა