ევროკავშირი საქართველოს ხელისუფლებას აღარ აფინანსებს, თუმცა მოსახლეობის მხარდასაჭერად 2026 წელს 38 მილიონ ევროს გამოყოფს
ვოლოდიმირ ზელენსკი ბრიუსელში ევროპული საბჭოს შეხვედრაზე ჩავიდა – ლიდერები უკრაინის მხარდაჭერასა და 2027 წლის დაფინანსების საკითხს განიხილავენ
President Zelensky arrives at European Council meeting
Ukraine reports over 300 frontline clashes in past 24 hours, with most Russian attacks in Pokrovsk sector
Russian forces lose another 1,790 soldiers in war against Ukraine over past day
FM Sybiha: Ukraine plans to buy weapons from Poland by year-end using EUR 125M loan
Defense Forces strike Russian Irbis mobile radar station
US considering easing sanctions on shadow fleet – Reuters

ჩოხატაურის მერი - „ნაციონალური მოძრაობის“ წევრები ცილს გვწამებენ იმაში, რაც მათაც არ იციან - აცხადებენ, რომ იყიდება ნოდარ დუმბაძის სკვერი, რაც სიმართლეს არ შეესაბამება

ნახვები: 531 ჩოხატაურის მერი - „ნაციონალური მოძრაობის“ წევრები ცილს გვწამებენ იმაში, რაც მათაც არ იციან - აცხადებენ, რომ იყიდება ნოდარ დუმბაძის სკვერი, რაც სიმართლეს არ შეესაბამება

ტყუილად არის ატეხილი აჟიოტაჟი, აცხადებენ, რომ იყიდება ნოდარ დუმბაძის სკვერი, რაც სიმართლეს არ შეესაბამება, - ამის შესახებ ჩოხატაურის მერმა, დავით შარაშიძემ მუნიციპალიტეტში მომხდარ დაპირისპირებასთან დაკავშირებით განაცხადა.

როგორც მან ჟურნალისტებთან განმარტა, ნოდარ დუმბაძის სკვერს რეაბილიტაცია პრემიერ-მინისტრის მიერ ინიცირებული პროექტის - „განახლებული რეგიონები“ ფარგლებში უტარდება.

„როგორც საუბრობენ „ნაციონალური მოძრაობის“ წარმომადგენლები, იქ არანაირი ადგილი არ ჰქონია იმას, რომ თითქოს „ქართული ოცნების“ მხარდამჭერები დახვდნენ და გაწევ-გამოწევა და შელაპარაკება იყო - მსგავს თემას იქ ადგილი არ ჰქონია.

ცილს გვწამებენ იმაში, რაც მათაც არ იციან. ჩვენ ვერც მჟავანაძეები გვასწავლიან ნოდარ დუმბაძის და ჩოხატაურის სიყვარულს და ვერც ვერავინ. ჩვენ უფრო უკეთ ვიცით რა გავაკეთოთ და რა უნდა ვქნათ. პრემიერ-მინისტრის მიერ ინიცირებული პროექტის - „განახლებული რეგიონები“ ფარგლებში აბსოლუტურად მთელი ჩოხატაურის ცენტრი რეაბილიტაციის პროცესშია და ასევე, რეაბილიტაცია უტარდება ნოდარ დუმბაძის სკვერს და ვფიქრობთ, რომ კიდევ უფრო გაალამაზებს და გაამრავალფეროვნებს იმ ადგილს. ტყუილად არის ატეხილი აჟიოტაჟი, აცხადებენ, რომ იყიდება ნოდარ დუმბაძის სკვერი, რაც სიმართლეს არ შეესაბამება“, - განაცხადა ჩოხატაურის მერმა, რომლის კომენტარს "რუსთავი 2" ავრცელებს.

ცნობისთვის, „ნაციონალური მოძრაობის“ ინფორმაციით, ჩოხატაურში „ნაციონალური მოძრაობის“ წევრს, ნოდარ დუმბაძის სკვერის გასხვისების საინფორმაციო ბუკლეტების დარიგების დროს, „ქართული ოცნების“ წარმომადგენლები ფიზიკურად გაუსწორდნენ.

ამასთან, შინაგან საქმეთა სამინისტრომ ჩოხატაურში მომხდარ დაპირისპირებასთან დაკავშირებით გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 126-ე მუხლის პირველი პრიმა მუხლით დაიწყო, რაც ჯგუფურად ჩადენილ ძალადობას გულისხმობს.

ყველას ნახვა
ყველას ნახვა
ყველას ნახვა
ყველას ნახვა