ტრამპი: ვფიქრობ, ირანთან ცეცხლის შეწყვეტის შეთანხმება დასრულებულია
War update: 271 clashes on front lines, mostly in Pokrovsk and Sloviansk sectors
ADF neutralizes 139 drones launched by Russia in overnight attack on Ukraine
Russia loses another 1,260 troops, 61 artillery systems in war against Ukraine over past day
Defense Forces hit 15 bridges and nine Russian air defense objects in June using middle strike systems
Budanov on strikes against targets in Crimea: Russia's logistics must be cut off
ბუდანოვი: ჩვენი მთავარი ამოცანაა ყირიმზე გამავალი რუსული სამხედრო ლოგისტიკის სრულად გადაკეტვა
Zelensky on Crimea operation: We cut off logistics, take control of peninsula's fuel and energy infrastructure

TESTERS DAY 2023 – 4 დღე საერთაშორისო ტექნოლოგიურ ღონისძიებამდე

05.09.2023 ნახვები: 535

9-10 სექტემბერს თიბისის მხარდაჭერით და GeoSTQB-ის ორგანიზებით, საქართველოში პროგრამული ტესტერთა საერთაშორისო დღე აღინიშნება. ღონისძიება შერატონ მეტეხი პალასში გაიმართება. იქნება პანელური დისკუსიები, ვორფქშოფები, აუდიტორიის წინაშე წარსდგებიან სპიკერები როგორც საქართველოდან, ისე მსოფლიოს არაერთი ქვეყნიდან.

თიბისის ტექნოლოგიური გუნდიდან ტესტერთა დღეზე თათია სებისკევრაძე და ცოტნე აბურჯანია წარსდგებიან, რომლებიც ინოვაციურ და ინსპირაციულ ტრენდებზე და ტექნოლოგიურ გამოწვევებზე ისაუბრებენ.

“თიბისისთვის ძალიან მნიშვნელოვანია ამ დღის მხარდაჭერა, რადგან ტესტერთა დღის ღონისძიებაზე ხდება საერთაშორისო გამოცდილების გაზიარება, რაც იზიდავს და აინტერესებს, განსაკუთრებით, ახალგაზრდებს და უჩენს ამ პროფესიის დაუფლების სურვილის. ამავე კონფერენციაზე ტექ ტალანტებს აქვს საშუალება გაეცნონ ადგილობრივ ტექნოლოგიურ კომპანიებს და გამოხატონ ტესტირების ინჟინერიის მიმართულებით დასაქმების თუ გაცნობის სურვილი. ადგილზე თიბისიც ელოდება საკუთარ სტენდთან ჩვენს ტექ გუნდთან შემოერთების მსურველებს.“ - ამბობს ალეკო ისკონიანი, თიბისის ხარისხის უზრუნველყოფისა და ტესტირების ავტომატიზაციის მიმართულების ხელმძღვანელი.

თიბისი, როგორც ტექნოლოგიური კომპანია, მხარს უჭერს ტესტირების საერთაშორისო დღეს,  რადგან თიბისისთვის მნიშვნელოვანია საქართველოში ტექ-კომუნის გაძლიერება და ამ მიმართულებით ცოდნისა და გამოცდილების გაზიარება.

ღონისძიებას, ასევე, მხარს უჭერენ Epam, Lineate, Space int., aPeople, Soft Fan და Women’s empowerment principles.

ღონისძიებაზე რეგისტრაციას და ბილეთების შეძენას შეძლებთ აქ: http://tkt.ge/TestersDay2023

 

10 სექტემბრის ვორკშოპის შერჩევა აუცილებელია წინასწარ შემდეგ ბმულზე: https://form.jotform.com/232066463957060

ყველას ნახვა
ყველას ნახვა
ყველას ნახვა
ყველას ნახვა
ყველას ნახვა