ზურაბ ჯაფარიძე: მხოლოდ პარტიების აკრძალვაზე არ არის საუბარი, პოლიტიკური საქმიანობა შესაძლოა ათასობით ადამიანს შეეზღუდოს
ნიკა გვარამია „იმედის“ წილების ცვლილებაზე: ტელეკომპანიიდან მამუკა მდინარაძე ჩამოაშორეს
დავით ოქიტაშვილი: საგამოძიებო უწყებიდან არავინ დამკავშირებია, მზად ვარ მივიდე და ვუთხრა ის, რაც ვიცი
ევროკავშირი საქართველოს ხელისუფლებას აღარ აფინანსებს, თუმცა მოსახლეობის მხარდასაჭერად 2026 წელს 38 მილიონ ევროს გამოყოფს
ვოლოდიმირ ზელენსკი ბრიუსელში ევროპული საბჭოს შეხვედრაზე ჩავიდა – ლიდერები უკრაინის მხარდაჭერასა და 2027 წლის დაფინანსების საკითხს განიხილავენ
President Zelensky arrives at European Council meeting
Ukraine reports over 300 frontline clashes in past 24 hours, with most Russian attacks in Pokrovsk sector
Russian forces lose another 1,790 soldiers in war against Ukraine over past day

ნიკოლ ფაშინიანი - აზერბაიჯანი მთიან ყარაბაღში შეხების ხაზთან და სომხეთ-აზერბაიჯანის სახელმწიფო საზღვრის გასწვრივ ჯარების კონცენტრირებას ახდენს

ნახვები: 524 ნიკოლ ფაშინიანი - აზერბაიჯანი მთიან ყარაბაღში შეხების ხაზთან და სომხეთ-აზერბაიჯანის სახელმწიფო საზღვრის გასწვრივ ჯარების კონცენტრირებას ახდენს

სომხეთის რესპუბლიკის პრემიერ-მინისტრის, ნიკოლ ფაშინიანის განცხადებით, ბოლო ერთი კვირის განმავლობაში რეგიონში სამხედრო-პოლიტიკური ვითარება არსებითად არის გამწვავებული.

ფაშინიანის თქმით, ამის მიზეზი ის არის, რომ აზერბაიჯანი რამდენიმე დღის განმავლობაში მთიან ყარაბაღში არსებულ შეხების ხაზთან და სომხეთ-აზერბაიჯანის სახელმწიფო საზღვრის გასწვრივ ჯარების კონცენტრირებას ახდენს.

„აზერბაიჯანი განაგრძობს ლაჩინის დერეფნის ბლოკადას, ჰუმანიტარული სიტუაცია პიკს მიაღწია. ასევე გრძელდება სომხების წინააღმდეგ სიძულვილის რიტორიკა. ნათელია, რომ თავისი ქმედებებით აზერბაიჯანი სომხეთისა და მთიანი ყარაბაღის წინააღმდეგ ახალი სამხედრო პროვოკაციებისთვის ემზადება", - განაცხადა სომხეთის პრემიერმა.

მისი თქმით, საერთაშორისო თანასაზოგადოებამ და გაეროს უსაფრთხოების წევრმა ქვეყნებმა, რაც შეიძლება მალე, უნდა მიიღონ ზომები რეგიონში ახალი აფეთქების თავიდან ასაცილებლად.

„მიუხედავად ამისა, მშვიდობის დღის წესრიგის ერთგულნი ვრჩებით და მზად ვართ, აზერბაიჯანთან სამშვიდობო შეთანხმებას მოვაწეროთ ხელი“, - განაცხადა ფაშინიანმა.

ყველას ნახვა
ყველას ნახვა
ყველას ნახვა
ყველას ნახვა