პროკურატურამ ვერაზე მომხდარი მკვლელობის საქმეზე ნიკა კაპანაძეს ბრალდება კლინიკაში წარუდგინა
კახეთში შვილმა მამა მოკლა და ცხედარი ეზოში დამარხა — ბრალდებული დაკავებულია
საგარეო უწყება: ყულევის ნავთობგადამამუშავებელი ქარხნის სანქცირებულთა სიაში შეყვანას ფაქტობრივი და სამართლებრივი საფუძველი არ აქვს
უკრაინული მედია: „ფლამინგოს“ რაკეტებმა კიროვში სამხედრო ქარხანა დააზიანა
Flamingo missiles strike sanctioned factory in Kirov, 1,200 kilometers from Ukrainian border
War update: 233 combat engagements on frontline over past day, Pokrovsk sector remains most active
Russia's war casualty toll in Ukraine up by 1,410 over past day
Wildberries warehouses on fire in St. Petersburg after drone attack — social media

გურიის გუბერნატორი - ყველა ღონისძიება გატარდება, რომ სტიქიის სალიკვიდაციო სამუშაოები მაქსიმალურად ეფექტურად და მოკლე ვადებში დასრულდეს

ნახვები: 515 გურიის გუბერნატორი - ყველა ღონისძიება გატარდება, რომ სტიქიის სალიკვიდაციო სამუშაოები მაქსიმალურად ეფექტურად და მოკლე ვადებში დასრულდეს

ყველა ღონისძიება გატარდება, რომ მაქსიმალურად ეფექტურად და მოკლე ვადებში დასრულდეს სტიქიის სალიკვიდაციო სამუშაოები, - ამის შესახებ გურიის რეგიონში სახელმწიფო რწმუნებულმა გიორგი ურუშაძემ განაცხადა.

მისი თქმით, ხელისუფლებას მოსახლეობასთან აქტიური კომუნიკაცია აქვს და ყველა შეტყობინებაზე რეაგირებას დროულად ახდენენ.

„მოგეხსენებათ, სტიქიამ საკმაოდ დიდი ზიანი მიაყენა გურიის რეგიონს, ლანჩხუთისა და ოზურგეთის მუნიციპალიტეტებს. მიმდინარეობს შესაბამისი ღონისძიებები. მობილიზებულია ყველა შესაბამისი სამსახური, ფუნქციონირებს ცხელი ხაზი, როგორც ოზურგეთის, ასევე ლანჩხუთის მუნიციპალიტეტის მერიაში. ჩართულია სახელმწიფო რწმუნებულის ადმინისტრაციის სამსახური, ცენტრალური ხელისუფლებიდან აქ ბრძანდებიან მთავრობის ადმინისტრაციის წარმომადგენლები. აქტიურ კომუნიკაციაში ვიმყოფებით მოსახლეობასთან, მაქსიმალურად ყველა შეტყობინებაზეა რეაგირება, ხდება ჩვენი მოქალაქეების უსაფრთხო გარემოში გადაყვანა. მიმდინარეობს აღდგენითი სამუშაოები როგორც გზების, ასევე ელექტროენერგიის, გაზმომარაგების და წყალმომარაგების. ყველა ღონისძიება გატარდება, რომ მაქსიმალურად ეფექტურად და მოკლე ვადებში დასრულდეს სტიქიის სალიკვიდაციო სამუშაოები”, - განაცხადა გიორგი ურუშაძემ.

ამასთან, გურიის გუბერნატორი გამოეხმაურა იმ ფაქტს, თითქოს სტიქიის ზონაში რეაგირება დაგვიანებული იყო. მან ასევე, მოქალაქეების განცხადებას უპასუხა იმის შესახებ, რომ წლებია მეწყერსაშიშ ზონაში ცხოვრობენ და ხელისუფლება ყურადღებას არ აქცევს.

„ვერ დაგიდასტურებთ მსგავს ფაქტს, აბსოლუტურად ყველა განცხადებაზე ხდება რეაგირება მეწყერსაშიშ ზონებში და ისეთ ადგილებში, რომელიც ექვემდებარება გასახლებას. სახელმწიფოს გვაქვს პროგრამა და ამ პროგრამით ძალიან ბევრი ბენეფიციარი სარგებლობს, უსარგებლია და ისარგებლებს მომავალშიც. სამწუხაროდ, ჩვენ ვიცით, რომ გურიის რეგიონში არის მეწყერსაშიში კერები, ამასთან დაკავშირებით ახლაც ადგილზე მობილიზებული არიან გეოლოგები. სწავლობენ სიტუაციას და აუცილებლად გატარდება შესაბამისი ზომები. რაც შეეხება მოსახლეობის უსაფრთხო ადგილზე გადაყვანას, სახელმწიფო სრულად უზრუნველყოფს მათი საცხოვრებლის დაფინანსებას”, - განაცხადა გურიის გუბერნატორმა

ყველას ნახვა
ყველას ნახვა
ყველას ნახვა
ყველას ნახვა
ყველას ნახვა