კოტე კემულარია: რუსეთი ქართული ღვინისა და სასმელების იმპორტის შეზღუდვით „ქართული ოცნებისგან“ მეტ დათმობას მოითხოვს
ეროვნულმა ბანკმა „ბიტექსჩეინჯი“ 572 მილიონ ლარზე მეტით დააჯარიმა — ნანა ყეინიშვილი საბჭოს საქმიანობას ჩამოაშორეს
დათო გამცემლიძე: მოსკოვის მიერ ქართული ღვინისა და მინერალური წყლების შეზღუდვა შესაძლოა აფხაზეთსა და ცხინვალის რეგიონთან თავდაუსხმელობის შეთანხმების მოთხოვნას უკავშირდებოდეს
ზელენსკი: რუსეთმა დიზელზე სანქციების მოხსნისთვის მადლობა ზაპოროჟიეში 12 ადამიანის მკვლელობით გადაიხადა
პაველ ჰერჩინსკი: საქართველოსა და ევროკავშირის მეგობრობას ანტიევროპული რიტორიკა აზიანებს
დიდი ბრიტანეთი ტრამპისა და პუტინის შეთანხმების საპასუხოდ: უკრაინის მხარდაჭერას გავაგრძელებთ და რუსეთზე სანქციებს შევინარჩუნებთ
Axios: ტრამპმა პუტინთან რუსულ დიზელზე შეთანხმება გადაწყვიტა, რადგან უკრაინამ ნავთობგადამამუშავებელ ქარხნებზე დარტყმები არ შეწყვიტა
პაველ ჰერჩინსკი: საქართველოში ადამიანები ტროტუარზე დგომისა და „ფეისბუქზე“ პოსტების გამო ციხეში მიდიან - ევროკავშირის მინისტრები ვითარების გაუარესებას განიხილავენ

კახა კალაძე - ყველა შესაძლებლობა უნდა გამოვიყენოთ, რათა ჩინეთს ეკონომიკურად კიდევ უფრო დავუახლოვდეთ

ნახვები: 551 კახა კალაძე - ყველა შესაძლებლობა უნდა გამოვიყენოთ, რათა ჩინეთს ეკონომიკურად კიდევ უფრო დავუახლოვდეთ

ქვეყნის ძლიერი ეკონომიკური მდგომარეობიდან გამომდინარე, ჩინეთთან სავაჭრო ურთიერთობების გაღრმავებას მსოფლიოს ნებისმიერი ქვეყანა ცდილობს, – ამის შესახებ თბილისის მერმა, კახა კალაძემ ჩინეთის მოქალაქეებისთვის უვიზო მიმოსვლის ამოქმედებასთან დაკავშირებით დასმულ შეკითხვაზე განაცხადა.

„ვფიქრობ, ყველასთვის ცხადი და ნათელია, თუ რამდენად ძლიერი ქვეყანაა ჩინეთი ეკონომიკურად. შესაბამისად, ყველა ქვეყანა მიისწრაფვის იმისკენ, რომ ჩინეთთან ჰქონდეს მეგობრული და კარგი სავაჭრო ურთიერთობები“, – განაცხადა კახა კალაძემ.

კითხვაზე – გადის თუ არა საქართველო ჩინეთთან ურთიერთობის გაღრმავების საკითხში რუსეთის გზას, კახა კალაძე პასუხობს, რომ საქართველო გადის მხოლოდ და მხოლოდ იმ გზას, რასაც ცივილიზებული მსოფლიო სავაჭრო ურთიერთობების გასაღრმავებლად იყენებს. „როგორ გეკადრებათ? ნახეთ სავაჭრო ურთიერთობები მსოფლიოს სხვადასხვა ქვეყანასთან, ასევე, სხვადასხვა მისწრაფებები ქვეყნების მხრიდან. ყველა შესაძლებლობა უნდა გამოვიყენოთ, რათა ჩინეთთან ურთიერთობები კიდევ უფრო გავაღრმაოთ; კიდევ უფრო დავუახლოვდეთ მას ეკონომიკურად, სავაჭრო ურთიერთობების თვალსაზრისით; კიდევ უფრო მეტი ინვესტიცია წამოვიღოთ. ეს ყველაფერი, რა თქმა უნდა, ჩვენი ქვეყნის საკეთილდღეოდ უნდა გამოვიყენოთ, რათა საქართველოს ეკონომიკა განვითარდეს, მეტი დოვლათი შემოვიდეს ქვეყანაში, მეტი სამუშაო ადგილი შეიქმნას და მეტმა ადამიანმა იგრძნოს კეთილდღეობა“, – აღნიშნა თბილისის მერმა.

ყველას ნახვა
ყველას ნახვა
ყველას ნახვა
ყველას ნახვა