ზურაბ ჯაფარიძე: მხოლოდ პარტიების აკრძალვაზე არ არის საუბარი, პოლიტიკური საქმიანობა შესაძლოა ათასობით ადამიანს შეეზღუდოს
ნიკა გვარამია „იმედის“ წილების ცვლილებაზე: ტელეკომპანიიდან მამუკა მდინარაძე ჩამოაშორეს
დავით ოქიტაშვილი: საგამოძიებო უწყებიდან არავინ დამკავშირებია, მზად ვარ მივიდე და ვუთხრა ის, რაც ვიცი
ევროკავშირი საქართველოს ხელისუფლებას აღარ აფინანსებს, თუმცა მოსახლეობის მხარდასაჭერად 2026 წელს 38 მილიონ ევროს გამოყოფს
ვოლოდიმირ ზელენსკი ბრიუსელში ევროპული საბჭოს შეხვედრაზე ჩავიდა – ლიდერები უკრაინის მხარდაჭერასა და 2027 წლის დაფინანსების საკითხს განიხილავენ
President Zelensky arrives at European Council meeting
Ukraine reports over 300 frontline clashes in past 24 hours, with most Russian attacks in Pokrovsk sector
Russian forces lose another 1,790 soldiers in war against Ukraine over past day

თამარ კორძაია - ყველა ადამიანი, ვინც დასანქცირდა, ბიძინა ივანიშვილის გარემოცვის წევრია

ნახვები: 527 თამარ კორძაია - ყველა ადამიანი, ვინც დასანქცირდა, ბიძინა ივანიშვილის გარემოცვის წევრია

ოპოზიციონერი დეპუტატი, თამარ კორძაია არ გამორიცხავს, რომ ყოფილი მთავარ პროკურორის, ოთარ-ფარცხალაძის წინააღმდეგ სანქციების დაწესების შემდეგ, სანქცირებულთა სია გაფართოვდეს.

როგორც მან ჟურნალისტებს განუცხადა, ოთარ ფარცხალაძე ხელისუფლებას ზურგს უმაგრებდა, ამიტომ, საქართველოს გენერალური პროკურორი ხმას არ იღებს.

„როდესაც პრემიერ-მინისტრი მთელ საქართველოს აჩვენებს, რომ მისთვის არც კონსტიტუცია, არც კანონი, არც ანტიკორუფციული ქმედებები არაფერს ნიშნავს. ამასთან დაკავშირებით საქართველოს გენერალური პროკურორი ხმას არ იღებს, რაც პირდაპირ მისი კომპეტენციაა. დაწუნებული ვარ, ფარცხალაძე, რომელიც მათ ზურგს უმაგრებს და ყველაფერს აკეთებს იმისთვის, რომ „ქართული ოცნება“ მყარად იყოს, რა თქმა უნდა, მის წინააღმდეგ გამოძიებას არ დაიწყებენ. არ დაგვავიწყდეს, ფარცხალაძის ფიგურა, რომელიც საავტორო უფლებების სფეროში გამოვლინდა, როგორც ამ ქვეყანაში რუსული ფულის შემომტანი. ეს რა თქმა უნდა, უყურადღებოდ არ დარჩება“,- განაცხადა კორძაიამ.

კითხვაზე, არის თუ არა ოთარ ფარცხალაძის წინააღმდეგ სანქციების დაწესება ერთგვარი ივანიშვილისთვის,რომ მასთანაც სანქციები მოახლებულია, თამარ კორძაიამ უპასუხა, რომ სანქციების გაფართოება გამორიცხული არ არის.

„ყველა ადამიანი, ვინც დასანქცირდა, არის ბიძინა ივანიშვილის ხელდასხმული და მისი გარემოცვის წევრი ამა თუ იმ ფორმით. ახლა სანქციები გასცდა უკვე სასამართლო სისტემას, ბუნებრივია, თუ ამას ხელისუფლების მხრიდან გონივრული ნაბიჯები არ მოჰყვა, კიდევ უფრო გაფართოვდება სანქცირებულთა წრე“, - განაცხადა კორძაიამ.

გარდა ამისა, მან მედიასთან პრეზიდენტის წინააღმდეგ იმპიჩმენტის პროცესზეც ისაუბრა და აღნიშნა, რომ მხარს არ დაუჭერს.

„არაერთხელ განვაცხადე, რომ ჩემი ხმა ამ პროცესს არ ექნება. ეს იმ ფორმით მოხდება, ყველა დარწმუნდება, რომ ჩემი ხმა ამ პროცესს არ ექნება“,-განაცხადა კორძაიამ.

ცნობისთვის, აშშ-მა საქართველოს ყოფილ მთავარ პროკურორს, ოთარ-ფარცხალაძეს სანქციები დაუწესა. ამის შესახებ ინფორმაციას აშშ-ის სახაზინო დეპარტამენტის უცხოური აქტივების კონტროლის ოფისი ავრცელებს. მათი ცნობით, ახალი სასანქციო პაკეტის ფარგლებში სანქციები კიდევ 24 ინდივიდზე გავრცელდება, რომელთა შორის ოთარ ფარცხალაძეც არის. აშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტი ოთარ ფარცხალაძეს ქართველ-რუს ოლიგარქად მოიხსენიებს, რომელთანაც რუსეთის უშიშროების ფედერალური სამსახური (“ეფესბე”) მუშაობდა, რათა რუსეთის სასარგებლოდ გავლენა მოეხდინა ქართულ საზოგადოებასა და პოლიტიკაზე.

ყველას ნახვა
ყველას ნახვა
ყველას ნახვა
ყველას ნახვა