აშშ-ში თავშესაფრის მისაღებად ყალბი დოკუმენტების დამზადების საქმეზე ბრალდებული გიორგი ხატიაშვილი არგენტინიდან საქართველოში ექსტრადირებულია
ევროკომისია: რუსულ ენერგორესურსებზე დამოკიდებულება 45%-დან 12%-მდე შემცირდა – გაზის იმპორტის სრულად შეწყვეტა 2027 წლის ბოლომდე იგეგმება
ჯორჯია მელონი: უკრაინის დანებება მშვიდობა კი არა, დაპყრობა იქნება – მხოლოდ სამართლიანი მშვიდობა შეიძლება იყოს ხანგრძლივი
Russia launches massive drone attack on Ukraine: Air Defence neutralizes 536 of 580 targets
Russia loses another 1,880 personnel, three air defence systems in war against Ukraine over past day
Zelensky on US–Russia `diesel deal`: We lose strong partner
Ukraine's military intelligence publishes details on seven more Russian propagandists justifying war against Ukraine
Ukrainian and French communities discuss urban resilience and reconstruction in Nice

შალვა პაპუაშვილი - ეროვნებით ქართველი, თავისი სულით და გულით არაქართველი გია ლორთქიფანიძე ცდილობს, საქართველოში სიტუაცია არიოს

ნახვები: 534 შალვა პაპუაშვილი - ეროვნებით ქართველი, თავისი სულით და გულით არაქართველი გია ლორთქიფანიძე ცდილობს, საქართველოში სიტუაცია არიოს

ეროვნებით ქართველი, თავისი სულით და გულით არაქართველი გია ლორთქიფანიძე ცდილობს, საქართველოში სიტუაცია არიოს - ის უკვე მეორეჯერ იქნა მხილებული საქართველოს წინააღმდეგ შეთქმულებების ორგანიზებაში, - ამის შესახებ საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარემ, შალვა პაპუაშვილმა სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის მიერ გავრცელებულ ინფორმაციაზე საუბრისას განაცხადა.

მისივე თქმით, სამარცხვინოა, რომ ოპოზიციის ზოგიერთი წარმომადგენელი საკუთარი ქვეყნის უსაფრთხოების სამსახურის ინფორმაციას ეჭვქვეშ აყენებს და თანამშრომლობს და ენდობა უცხო ქვეყნის სპეცსამსახურის წარმომადგენელს - გია ლორთქიფანიძეს.

„ეს არის გამოძიების შედეგები, რომელიც ეფუძნება შესაბამის მტკიცებულებებს. ამ ყველაფერს ნაწილობრივ საზოგადოებაც ამჩნევდა, ხედავდა, თუ რისკენ მიჰყავს ხოლმე რადიკალურ ოპოზიციას საზოგადოება და ეს არ არის პირველი მცდელობა მათი, რომ დესტრუქციით და არჩევნების გვერდითს ავლით მოვიდნენ ხელისუფლებაში. ამიტომ, რა თქმა უნდა, ეს სერიოზული საკითხია. მნიშვნელოვანია, რომ ერთი მხრივ, სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურმა საზოგადოება ამის შესახებ გააფრთხილა, წინასწარ მიაწოდა ინფორმაცია, მეორე მხრივ, ჩვენ უკვე ვნახეთ გამოძიების მასალები კიდევ ერთხელ გია ლორთქიფანიძეზე, რომელიც უკვე მეორეჯერ იქნა მხილებული საქართველოს წინააღმდეგ შეთქმულებების ორგანიზებაში. ეს ადამიანი - ეროვნებით ქართველი, თავისი სულით და გულით არაქართველი, საქართველოში ცდილობს არიოს სიტუაცია. დადასტურებულად ვიცით, მათ შორის, გახსოვთ მაშინ სატელეფონო საუბრებიც კი გასაჯაროვდა, რომ გია ლორთქიფანიძე იყო მიხეილ სააკაშვილის საქართველოში შემოპარების ორგანიზატორი, რომლის ერთადერთი მიზანი იყო საქართველოში არევა და მათ შორის, სიტუაციის სისხლისღვრამდე მიყვანა.

სამარცხვინოა ოპოზიციის ზოგიერთი წარმომადგენლის განცხადება, რომლებიც ეჭვქვეშ აყენებენ საკუთარი ქვეყნის უსაფრთხოების სამსახურის ინფორმაციას და თანამშრომლობენ და ენდობიან უცხო ქვეყნის სპეცსამსახურის წარმომადგენელს, ამ შემთხვევაში, გია ლორთქიფანიძეს. ჩამოყალიბდეს ეს ხალხი - ისინი საქართველოს მოქალაქეები და პატრიოტები არიან, თუ უკრაინის დაზვერვასთან თანამშრომლობაში მყოფი ქართველი პოლიტიკოსები,“ - განაცხადა პაპუაშვილმა.

პაპუაშვილის შეფასებით, სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის ინფორმაციის გარეშეც „ზეპირად ვხედავდით“, რომ ოპოზიციის ნაწილი და ზოგიერთი NGO უცხოურ სპეცსამსახურებთან თანამშრომლობს.

მისივე თქმით, „უკრაინა უმაღლეს თანამდებობებზე ქართველი კრიმინალების თავშესაფრად იქცა“.

„სუს-ის ამ ინფორმაციის გარეშეც ხომ ზეპირად ვხედავთ, რომ ერთი - ხელს უშლიან ქვეყნის ევროპულ მომავალს, მეორე - ოპოზიციის ეს ნაწილი და ზოგიერთი NGO თანამშრომლობს უცხოურ სპეცსამსახურებთან. ამ შემთხვევაში, ეს ადამიანი არის უკრაინის დაზვერვის ხელმძღვანელის მოადგილე, რომელმაც ადგილობრივი თვითმმართველობის არჩევნების წინ, პირდაპირ დააორგანიზა ჩვენს ქვეყანაში არეულობა.

უკრაინის დაზვერვის უფროსის მოადგილე უკვე მეორეჯერ იქნა მხილებული და რომელიმე NGO ამ ქვეყანაში ოდესმე გაბედავს, რომ თავისი ქვეყნის მხარეს დადგეს და არა ამ შემთხვევაში, უკრაინის დაზვერვის მხარეს? რომელიმე ოპოზიციონერი პოლიტიკოსი გაბედავს, რომ თავისი ქვეყნის მხარეს დადგეს და არა უკრაინის დაზვერვის ხელმძღვანელის მხარეს?,“ - განაცხადა პაპუაშვილმა.

ამასთან, როგორც პარლამენტის თავმჯდომარე აღნიშნავს, ქართული მხარე ჩვენი პარტნიორი ქვეყნებიდან დახმარებას ელის, რომ ასეთი დესტრუქციული იდეები და რევოლუციური გეგმები საქართველოში არ განხორციელდეს.

„სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურმა ისიც თქვა, რომ მას ექნება ამასთან დაკავშირებით კომუნიკაცია პარტნიორი ქვეყნების უსაფრთხოების სამსახურებთან და ამ ინფორმაციის შესაბამისი გაცვლა მოხდება. რა თქმა უნდა, ჩვენ ველით დახმარებას ჩვენი პარტნიორი ქვეყნებიდან, რომ ასეთი დესტრუქციული იდეები და რევოლუციური გეგმები აქ არ განხორციელდეს,“ - აღნიშნა პაპუაშვილმა.

ცნობისთვის, სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურმა განაცხადა, რომ საქართველოს ტერიტორიასა და მის ფარგლებს გარეთ მოქმედი პირთა გარკვეული ჯგუფი, მიმდინარე წლის ოქტომბერ-დეკემბერში საქართველოში გეგმავს დესტაბილიზაციისა და სამოქალაქო არეულობის მოწყობას, რომლის საბოლოო მიზანია ხელისუფლების ძალადობრივი გზით შეცვლა.

სუს-ის ცნობით, აღნიშნული გეგმის ერთ-ერთ ავტორად გვევლინება საქართველოს ყოფილი შინაგან საქმეთა მინისტრის, ვანო მერაბიშვილის მოადგილე და ამჟამად უკრაინის სამხედრო დაზვერვის ხელმძღვანელის მოადგილე გიორგი ლორთქიფანიძე და მის დაქვემდებარებაში მყოფი ქართული წარმოშობის მქონე პირები, მათ შორის მესამე პრეზიდენტის დაცვის ყოფილი წევრი მიხეილ ბატურინი და ასევე სააკაშვილის ახლო გარემოცვის წევრი, უკრაინაში მოქმედი „ქართული ლეგიონის“ მეთაური მამუკა მამულაშვილი.

ამასთან სუს-ს მტკიცებით, დესტრუქციული პროცესების დაწყების თარიღებად შერჩეულია ოქტომბერ-დეკემბრის პერიოდი, როდესაც უნდა გამოქვეყნდეს ევროკომისიის შუალედური და ევროკავშირის საბოლოო დასკვნა.

რაც შეეხება სცენარს, სუს-ის ინფორმაციით, განიხილება მოვლენათა განვითარების რამდენიმე სცენარი, რომელიც მოიცავს ე.წ. „კარვების ქალაქის“ მოწყობას, ცენტრალურ გამზირებსა და სტრატეგიულ ობიექტებთან ბარიკადების აღმართვას, სამთავრობო შენობების დაკავება-ბარიკადირებას.

კერძოდ, სუს-ი აცხადებს, რომ დადასტურებულად ცნობილია, რომ ორგანიზატორების მიერ განიხილება საქართველოში 2014 წელს უკრაინაში გამართული ,,ევრომაიდნის“ მსგავსი სცენარის განხორციელება.

ყველას ნახვა
ყველას ნახვა
ყველას ნახვა
ყველას ნახვა